5 ჰექტარი ადგილი მაქვს, გავაკეთე ანალიზი და არის ძალიან კარგი პასუხები, დაინტერესბულ პირს შემიძლია ვაჩვენო ელექტრონულიც და ფიზიკურადაც დასკვნა თუ ანალიზის პასუხი ჰქვია თუ რაც არის.
მაქვს ასეთი წინადადება, არის 250X200 ზომების ნაკვეთი, ვინმეს თუ აქვს სურვილი შემიძლია ასე გავაკეთო, შემოღობვა გაკეთდეს მისი ხარჯებით, ფიზიკური სამუშაოები შემიძლია პირადად შევასრულო ოჯახისწევრების და ნათესავების დახმარებით, ასევე დარგვა, ნერგის ხარჯები, დანარჩენი ფიზიკური სამუშაო ასევე შემიძლია შევასრულო მე, მოხვნის ხარჯები გაწიოს დამფინანსებელმა რათქმაუნდა, სარწყავი არ არის პრობლემა, 2 მეტრზე ამოდის წყალი ჭა რო გაიჭრას ან დიდი კატლავანი და იქედან ნასოსით გაკეთდეს მორწყვა.
ანუ 5 ჰექტრის ხარჯები ნერგი, დამუშავება და ღობე გაწიოს დამფინანსებელმა და მე სანაცვლოდ გამზადებული 5 ჰექტრიდან გადავუფორმებ 2 ჰექტარს ამ ყველაფრის საფასურად.
ღობე უნდა გეკეთდეს 5 რიგად გაჭიმულ მავთულზე 1.3 მეტრი სიმაღლის სეტკით, რომელიც ღირს 2-2.2 ლარამდე მეტრი. ხის ბოძები ეკლის მასალის შემიძლია ვიშოვო 2.5 ლარში ტრანსპორტირებიანად.
მოკლედ დაფიქრდეს ვისაც დააინტერესებს აქ ვარ.
593 41 10 56 ბექა.
მიწის ფართობი მდებარეობს სოფელ აჯამეთში, ტრასიდან 8-10 კილომეტრში. ქუთაისი ზესტაფონის ტრასა იგულისხმება. გადასახვევი არის სიმონეთთან.
ამავე სოფელში მაქვს ამ ფართობიდან 500-700 მეტრში ფერმა. ნაკვეთამდე შესაძლებელია დენის მიყვანა 400 ლარად

15-17 ათასის ამბავია ლარში მაქსიმუმ.
ამ ფასში გამზადებული თხილის 2 ჰექტარი მგონი მისაღებზე მისაღები ფასია

წვეთოვანი სისტემა არ ითვლება ამ ფასში. მე არც ვგეგმავ წვეთოვანის დაყენებას.
This post has been edited by shuma89 on 4 Feb 2016, 13:45