abes777 პირადად მე არ მომწონს ანაკლიური. კახეთში გულს ვერ იმსხვილებს და ძაან იკლებს წონაში გაშრობისას. გულშიშველას გირჩევ თუ იშოვი.
ამას გადახედე დილეტანტურია მაგრამ იქნებ გამოგადგეს
აქ გადადი * * *
Kobalty განოყიერება
ნიადაგის სიმჟავე (pH) შეამოწმეთ
წელიწადის ნებისმიერ დროს, როდესაც მიწა
მშრალია. ნიადაგის pH-ის ოპტიმალური
მაჩვენებელი 6,5-ია.
სასუქის საჭირო რაოდენობის დასადგენად,
აგვისტოში შეამოწმეთ ფოთლების შუა
ზოლის ნაზარდი.
ნიადაგის გასანოყიერებლად 1 ჰექტარზე
NPK -ს რეკომენდირებული დოზაა 90 კგ
აზოტი; ურეა – 46-0-0.
რეკომენდებულია შემდეგი სასუქების
გამოყენება:
აზოტი (N) – 0,7-0,9 კგ ერთ ხეზე მობნევით
და თანაბრად უნდა განაწილდეს; მისი
შეტანა სასურველია შარდოვანას სახით
მარტში ან კვირტების ფაზაში; ახალგაზრდა
ხეებს ნაკლები რაოდენობის აზოტი
ესაჭიროება. თუ ბაღის გაშენება
ახალგაზრდა ხეებით ხდება, აზოტის შეტანა
რეკომენდირებულია მეორე წელს (60 გ ერთ
ხეზე).
კალიუმი (K) – კალიუმის გამოყენება უნდა
მოხდეს საჭიროების მიხედვით, გამოიყენეთ
იშვიათად, გამოყენების რეკომენდირებული
დოზაა 2,75-4,5 კგ ერთ ხეზე
ბორი ( B) ბორის გამოყენება 5 წელზე
ახალგაზრდა ხეებში დაუშვებელია !
თუ ფოთლის შემოწმებით დადგინდება, რომ
ბორის შემცველობა 0,9 გ/მლ-ზე მეტია,
ბორს ნუ შეასხურებთ! ბორის შეტანა ხდება
მაისის შუა რიცხვებში ან ივნისის
დასაწყისში 2,25-3 კგ ერთ ჰექტარზე,
ფოთლებზე მისხურებით.
კირი – კირი გამოიყენება ნიადაგის
სიმჟავის – pH-ის გაზრდის მიზნით და
ხეებისათვის აზოტის, კალიუმისა და
მაგნიუმის შეთვისების ასამაღლებლად.