გულხელდაკრეფილი წელსაც არ იქნება.

უნდა შეებრძოლოს ხალხი, თავისით ხო არ გაქრება...
მაგრამ შარშან ამინდებმა გააფუჭა საქმე უფრო მეტად.
ძალიან დიდ ხანს წვიმდა და პირდაპირ დაარტყა ხარისხს...
ზუგდიდში უფრო მეტ ხანს წვიმდა და მაგიტომაც მოხდა ის, რაც ზემოთ დავწერე.
აი, გალში შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო და ხარისხიც ნორმალური იყო.
ამინდს ვერაფერს მოუხერხებ, მაგრამ რაც ადამიანზეა დამოკიდებული, ეგეც რომ არ კეთდება უმეტეს შემთხვევებში?

საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თხილთან დაკავშირებულ საკითხებში.
უამრავი ადამიანი ვიცი, თხილს თითქმის არ უვლის.
მერე, როცა სეზონი მოდის, საოცარ ფასებს კი ელოდება.

ელემენტარულად, სეკატორით დაყოლა და ზედმეტი ამონაზარდებისგან გასუფთავება ეზარება ბევრს.

ბუჩქებად არის ქცეული ზოგი პლანტაცია... რა მოსავალს ელიან მაქედან.

აღარაფერს ვამბობ ნიადაგის განოყიერებაზე, მწერებისგან დაცვაზე და ა.შ.
ზოგი ნაკელს დაუყრის, ზოგი სასუქს დაუყრის ხოლმე და ეგაა.
ერთეულებს თუ მიაქვთ ნიადაგის სინჯები ზუგდიდში ანალიზზე, რომ იმის მიხედვით შეიძინონ სასუქი.
. .