Kobaltyთუ არ ვცდები, ბაქტერიული ინფექციაა.
ერთ გვერდზე ვიპოვე მსგავსი სურათი, თუ ბუჩკი მთლიანად არ არის დაავადებული, შეიძლება მოაჭრა თურმე.
გადახედე ამგვერდს, სტატია ვთრგმნე ყველასთვის, იქნებ სხვებსაც გამოადგეს.
http://www.arbofux.de/bakteriosen-an-haselnuss.html * * *
თარგმანი კი აგერ :-)
http://www.arbofux.de/bakteriosen-an-haselnuss.htmlთხილის ბაქტერიები
სიმპტომი და ბიოლოგია:
თხილს (Corylus avellana), სხვადასხვა სახის მავნებელი აზიანებს, ასევე ბაკტერიული, რომელთა შორის განსაკუთრებით ორს, შეუძლია ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას
მცენარეს(Pseudomonas syringae pv. coryli, Xanthomonas arboricola pv. corylina). ისინი შეიძლება როგორც ცალ-ცალკე ასევე შერეული ინფექციის სახით გამოჩნდნენ.
მცენარის გამოკვლევისას შეიძლება აღმოჩნდეს რომ შეუმჩნეველი, სიმპტომების გარეშე დაავადება შეიძლება ძალიან ბევრ მცენარეს აღმოაჩნდეს, მაგრამ დაავადება
როგორც ჩანს თავს იჩენს მხოლოდ სტრესის გამომწვევი პრობლემების შექმნისას. მაგალითად:
კომერციული გაშენებისას შეუფერებელ ნიადაგზე (გვიანი ყინვების ტერიტორიებზე, მუდმივად ტენიან და ტორფიანი ნიადაგზე).
ბევრი მცენარე, მიუხედავად ფარული ინფექციისა, კერძო ბაღებში, პარკებსა და თავისუფალ ადგილას წლების განმავლობაში პრობლემების გარეშე ხარობს . თუ დაავადებამ
თავი იჩენა მაშინ კვირტებს გაზაფხულზე დაგვიანებით მოსხამს ან საერთოდ არა და ადგილი აქ გამოშრობა-გახმობას. ახალამოსული, ახალგაზრდა ფოთლები ღიავდება,
იხვევა და იწყება ჭკნობის სიმპტომები. ზაფხულის პერიოდში კი იწყება ყლორტების ჭკნობის სიმპტომები, ამდროს ფოთლები უკვე ყავისფერდება (ფოთლების ზღვარზე)
და შემდეგ იწყებს გამოშრობას, მაგრამ მაინც ტოტზე რჩება.
შესაძლებელია რომ თხილზე(ნაყოფზე) ასევე ნაყოფსაფარზე მუქი შეფერილობის სიმპტომები გამოჩნდეს. ტოტებზე კი ჩნდება ქერქის (lat. cortex) ნეკროზი (ქერქისწვა),
თავდაპირველად შეზღუდულად, თუმცა მოგვიანებით შეიძლება მთლიანი ტოტი მოიცვას (გამოისახება: ხის მოგრძო, ოვალური გაყავისფრება ქერქის ქვეშ). ქერქი იწყებს
სკდომას, შემდეგ ხმება ტოტები და მცენარეთა იღუპება.
ასევე მცენარის ახალი ამონაყარი (საძირე) შესაძლებელია ისევ დაავადდეს. დაავადება ვრცელდება მცენარის ტოტებსა და ტოტების გამონაზარდებში, ყლორტებში,
მაგრამ ასევე ფესვებამდე. ინფექცია იჭრება დამსკდარი ქერქის მეშვეობით, ბუნებრივი ჭრილობებით და დაზიანებებით (ფოთოლის დაზიანებული ძირი, სეტყვის ზიანი ,
ყინვისგან დამსკდარი ზედაპირით ) და მექანიკურად მიყენებული დაზიანების დროს (ჭრა, სათიბი სამუშაობის დროს მიყენებული დაზიანებით).
ბაქტერიები ზამთრის ატანას ინფიცირებულ ყლორტებში მცენარის ჯანმრთელ და დაავადებულ ქსოვილს შორის ახერხებენ. გარდა ამ ორი სახის ბაქტერიებისა,
სამხრეთულ ქვეყნებში(იტალია) დომინირებს ასევე, სხვა გამომწვევები (Pseudomonas avellanae: მასიური ჭკნობიის სიმპტომები,
ყლორტის ჭკნობა "decline") მაგრამ ბაქტერიული სახეობის საბოლოო დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მეშვეობით.
ბაქტერიების სახეობათა იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა „LfL Bayern/Labor Dr. Poschenrieder“ ბავარიის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო კვლევითი ცენტრის/დოქ. პოშენრიდერის მხარდაჭერით.
პრევენცია და მავნებლებელთან ბრძოლა:
მძიმედ დაავადებული მცენარე უნდა მოიშოროთ. სიმპტომის მატარებელი ყლორტები და გამონაზარდები ჯანსაღ ადგილამდე ჩააჭრათ . უვარგის ნიადაგებს მოერიდეთ
(განსაკუთრებით გვიანი ყინვების ტერიტორიებს და დანესტიანებულ ადგილებს). დაავადებული მცენარის ორმოში/თხრილში ახალს ნუ დარგავთ.
* * *
ხარვეზები ჩავასწორე. იმედია გასაგებად ვთარგმნე
* * *
vano22არაა პრობლემა, მეც ხშირად ძალიან კარგი და საინტერესო ინფოები მიპოვია ფორუმზე. თუ რაღაცით შემიძლია რომ ხელი შეგიწყოთ ან ინფორმაცია
მოგაწოდოთ, ამას ნამდვილად არ დავიზარებ თან თხილი ჩემთვის ძაან უცხო თემატიკა არ არის.
This post has been edited by marikap on 11 Jul 2017, 21:05