androabuladze ყველაზე ნაღდია გასარწყავიანების პერსპექტივის მქონე ურწყავი მიწა იყიდო კარგ ადგილას, იაფადაც მოგყიდიან და მერე შენ გაასარწყავიანებ.
ყიდვისას ის კი არ უნდა უთხრა აი 100.000 ს კაკალი უნდა დავრგო, ან ფერმა უნდა ავაშენო და ა.შ.
უნდა უთხრა ხორბლის დასათესად ან საიონჯედ მინდაო, გულში გაეცინებათ ხორბალი და იონჯა რომ მოდიოდეს შენ კი არ მოგყიდიდიო და ფასს ძაან არ გაგიბერავს.
ვაზის, თხილის, კაკლის და საერთოდ რამე ფასეულის გაკეთებას როგორცკი უხსენებ მათ გონიათ რომ არიქა მილიონერი დავიჭირეთო და ერთი ასად ბერავენ ფასს. ასევე ძვირფასი მანქანითაც არ უნდა მიადგე და არც კოსტუმში გამოწყობილი

მე მასე ვყიდულობ მიწებს ურწყავშია და ყოველ წელს უფრო და უფრო ცუდი მოსავალი მოსდის ხალხს, ამ დროს კი 500 მეტრში ალაზანი მოდის 1 კანაოს გაჭრა უნდა რომ წყალი მოვიდეს ამ ნაკვეთებამდე

მაგრამ გაზარმაცებულია ხალხი, 50-60 მეასედიანი ნაკვეთები აქვთ და არ უღირთ ამხელა შრომის გაწევა (ფულზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია) წელს კი ბევრმა 1 ჰა ზე 500 კილო ხორბალიც რომ ვერ აიღო კიდევ მიწას და ამინდს აბრალებდნენ.