abcdefg_1 არ ჩაუვლია ეგ კიდევ გაიფართხალებს 100% და დაიმარაგე ზედმეტი ფული თუ გაქ. მე ივნისისთვის მექნება ცოტა ფული და მაშინვე კოინებში უნდა დავაბანდო
Kobalty მიწების ყიდვა ყველაზე სწორი ინვესტიციაა. წინა კვირას ვიყავი ყვარელში და გაოცებულ გახარებული ვუყურებდი გაშენებულ ბაღებს და ვენახებს. ერთი გოჯი მიწა არაა გაცდენილი ყველა ხნავს ყველა რგავს. პირდაპირ მუშაობა მომანდომეს რა

ერთ ადგილას 30-50 ჰექტარ დატერასებულ ტყის ფერდობს ასწორებდნენ და ვაზს რგავდნენ. იმხელა ინვესტიციები იდება ყვარელ ლაგოდეხის მიწებში რომ ძაან მალე 1 გოჯი თავისუფალი მიწა აღარ დარჩება გასაყიდი. წარმოიდგინე 50 ჰექტრის მარტო 2-3 მეტრის სიღრმეზე მოთხრა და მოსწორება რა ჯდება

. ამოვედი ახმეტაში და თავი სხვა ქვეყანაში მგონია. აბალახებული მიწები. დაყამირებულ მაყვალ მორეული ვენახები და რაც მთავარია ლაგოდეხიდან რომ წამოვედი წვიმდა და უამრავი ხალხი იყო ნაკვეთებს შესეული. ახმეტაში მზიანი მშრალი ამინდი იყო და მარტო ერთი კაცი დავინახე რომელიც ნასხლავს წვავდა