ჩაის ყოფილი პლანტაცია სადაც იყო და დღეს გავერანებულია მსგავსი ადგილი არის სამეგრელოში ყველა რაიონში უამრავ ჰექტარზე, მაგრამ მიწა გადამწვარია, ამდენი წელი ბუჩქების უპატრონოდ დატოვების გამო
ჩაის ამოძირკვას უნდა უმძიმესი შრომა, ტექნიკა, მერე მიწის განაყოფიერებას უნდა ელოდო 10 წელი ან ხელოვნურად უამრავი სასუქი უნდა შეიტანო, არის მსგავსი მიწები, მაგრამ ხალხი ხელს არ კიდებს
გააჩნია მიწას სად გინდა რო იყიდო
მაგალითად ახლა ჩემს რაიონში ჩხოროწყუში 16 ჰექტარი იყიდა ერთმა კაცმა 40 ათას დოლარად და ღობავს და რგავს თხილს , მაგრამ იმ ადგილას ე.წ ბასეინები იყო სადაც თევზებს აშენებდნენ და ჭაობია რა. არამგონია გაიხაროს
თხილის ნერგი 1.5 ლარი + დაქირავებული მუშები + მოხვნა მიწის გაფხვიერება ნუ სერიოზული ფული დაიხარჯა
ზოგადად ყველაზე ოპტიმალურად მიიჩნევენ ფერდობს. მიწას არც ნესტიანს არც ქვიანს. ნუ საშუალოს რა რაღაც

თუ გაქვს რამე მიწა 1 ცელოფანი წამოიღე და მგონი სამთო ქიმიაში აკეთებენ ლაბორატორიულ შემოწმებას და გეტყვიან რა აკლია, რა ჭირდება რა გაიხაერბს და ა.შ.
This post has been edited by Kebo on 10 Feb 2015, 23:27
მიმაგრებული სურათი