agrokavkaz.ge
როგორც წინა
სტატიაში ( თხილი
ტენის
მოყვარული და
ყინვაგამძლე
მცენარე )
ავღნიშნეთ: თხილი
არ საჭიროებს
განსაკუთრებულ ნიადაგურ პირობებს,
შეიძლება კარგად იხაროს დაკორდებულ
ნიადაგზეც, თუმცა დადებითად რეაგირებს
მიწის დამუშავებაზე. თხილის ნარგავები
ძირითადად შემოდგომაზე მოიხვნება,
ნიადაგის ზედაპირი სუფთად რომ
შევინარჩუნოთ საჭიროა 4-5 ჯერ
გავაფხვიეროთ.
ნიადაგის საშემოდგომო დამუშავება ხდება
15-18 სმ სიღრმეზე, ხოლო გაფხვიერება
ვეგეტაციის დროს 10-12 სმ-ზე.
თხრილის დასარგავად გამოყოფილ ნაკვეთს
გადახნავენ, მოასწორებენ, ყოფენ
კვარტლებად და დაგეგმავენ, თხრიან
30/30/30 სმ_ის სარგავ ორმოებს. თხილი
დარგვა ხდება რიგთა შორის 4-5 მეტრის
მანძილზე და რიგში მცენარეთა შორის 3-4
მეტრის მოშორებით, უფრო ნაყოფიერ
ნიადაგებზე დაცილება შეიძლება მეტიც
იყოს.
თხილის სარგავ მასალას უნდა ჰქონდეს,
კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა.
დარგვის წინ გულდასმით ვათვალიერებთ
ნერგების ფესვთა სისტემას და ჯანსაღ
ადგილამდე ვჭრით დაზიანებულ ფესვებს.
ფესვთა სისტემის ძლიერი სხვლა
მავნებელია. ნერგის ფესვთა სისტემა უნდა
მოვათავსოთ იმ გათვლით რომ, მიწის
ჩაყრის შემდეგ ნერგი 3-4 სმ-ით ღრმად
ჩაჯდეს მიწაში, ვიდრე სანერგეში იყო.
დარგვა უმჯობესია ორმა ადამიანმა
მოახდინოს, ერთს ნერგი უკავია და ფესვთა
სისთემას ასწორებს, ხოლო მეორე აყრის
ფხვიერ და ტენიან მიწას, რომელსაც
მსუბუქად ტკეპნის ფეხით. დარგული
მცენარის ახლოს მიწისგან ფოსოს
აკეთებენ, დარგვისთანავე ფოსოში 20
ლიტრამდე წყალს ასხამენ. ვინაიდან ეს
მეთოდი საკმაოდ შრომატევადია, მორწყვა
შეიძლება ჩვეულებრივადაც (ფოსოს გარეშე,
როგორც სხვა ნერგების დარგვისას).
თხილისთვის ისევე როგორც ხეხილის სხვა
ჯიშებისთვის, სარგავად ყველაზე კარგი
შესაფერისი დრო შემოდგომაა,
საგაზაფხულო რგვისას ნერგების
უმრავლესობა ვერ ხარობს.
თხილის გაშენება უმჯობესია ბუჩქისებურად
მოხდეს, ირგვება ერთი ან ორი წლის
ფესვგამდგარი მცენარე. უსუალოდ
დარგვისთანავე მას ვამოკლებთ 25-30 სმ
სიმაღეზე. სავეგეტაციო პერიოდის
განმავლობაში ამგვარადგასხლულ
მცენარეზე წარმოიშობა რამდენიმე
ყლორტი. თუ ყლორტი ძალზედ ბევრია,
ზოგიერთ მათგანს მოვაცილებთ.
ყლორტებს არ ამოკლებენ, თხილი
მსხმოიარობს ერთწლიანი ნაზარდით,
ამიტომ ისე უნდა გავსხლათ რომ,
ყოველწლიურად ახალი ძლიერი ნაზარდი
მივიღოთ და მარიგად ვარეგულირებთ
მსხმოიარობასაც.
ადრეულ პერიოდში გასხვლის შედეგად
ვქმნით ბუჩქის ჩონჩხს, რომელიც ლარნაკს
წააგავს. ბუჩქის შიდა ნაწილი მეტისმეტად
არ უნდა გავახშიროთ. დარგვის მესამე წელს
თხილის ბუჩქი მსხმოიარობს, შემდეგი
სხვლით უმთავრესად ბუჩქის შიდა ნაწილებს
გავამეჩხრებთ და ხმელ გადატეხილ
ტოტებსაც მოვაცილებთ.
თხილის ზოგიერთი ჯიში უხვად ქმნის
ფესვთა ამონაყარს, რაც ბუჩქს ფიტავს და
მოსავლიანობას ამცირებს. ასეთ
შემთხვევაში ფესვის ამონაყრის ნაწილი
უნდა მოვაშოროთ ადრეულ პერიოდში,
როდესაც ამონაყარი ნიადაგის ზედაპირიდან
5-8 სმ-მდეა ამოსული.
ნიადაგის ზედაპირზე მათ მოჭრას არ
მოჰყვება ამონაყრის შემცირება, პირიქით
უკუპროცესიც შეიმჩნევა, ვინაიდან
ამონაყრი გასხვლა იწვევს მის განტოტვას,
ამიტომ ამონაყრის ეფექტური
მოცილებისთვის საჭიროა ყოველი
ყლორტის ირგვლივმიწა ამოვთხაროთ და
იგი ძირსი მოვჭრათ სეკატორით. გასხვლა
ხდება ადრე გაზაფხულზე.
ამ ლინკზეც ნახე
თხილიიი This post has been edited by Vano52 on 9 Jul 2015, 23:30