ეს თემა მაინტერესებს და ამიტომ ამოვწევ ზემოთ
* * *
მოკლედ საინტერესო მასალას მივაგენი ინეტში თანაც ქართულად და აქ გადმოვიტან ყოველშემთხვევისთვის აქაც იყოს რა
წყარო ეს არის:
http://agro.ge/index.php?m=1154 თ ხ ი ლ ი
გაშენება, მოვლა _ მოყვანის ტექნოლოგიები
შესავალი
თხილს ((Corilys Pontica) კაკლოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია. ძველ ბერძნებს თხილის რტო ოჯახური ბედნიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ მიაჩნდათ, რომაელები კი მას ჯანმრთელობასა და ძალასთან აიგივებდნენ. სასარგებლო საკვები და სამკურნალო თვისებებისა და ეკონომიური მნიშვნელობის გამო თხილის კულტურა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და დღესაც მსოფლიო ბაზრის ყურადღების ცენტრშია.
სავარაუდოდ თხილის სამშობლოდ საბერძნეთს მიიჩნევენ. ძველბერძენი ფილოსოფოსი პლინეი წერდა, რომ თხილი საბერძნეთში სირიიდან შეიტანეს. თუმცა თხილი იზრდებოდა მცირე აზიასა და კავკასიაშიც, საიდანაც იგი გავრცელდა ჯერ ევროპაში, ხოლო XVII-XVIII საუკუნეში შეტანილი იქნა ამერიკაშიც.
მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იდეალური პირობებია თხილის კულტურის გაშენებისათვის და სწორედ აქედან გავრცელდა თხილი მთელ მსოფლიოში. თხილის თურქული სახელი “ფინდიკ” წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან - “პონტიკოს”, რაც ნიშნავს: `შავი ზღვიდან~.
საქართველოში თხილის კულტურას უხსოვარი დროიდან იცნობდნენ. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ძვ. წ. VI საუკუნეში ქართველური ტომები აშენებდნენ თხილის გარეულ ფორმებს, რომელთა ბუნებრივი ჰიბრიდიზაციის და შერჩევის შედეგად წარმოიშვა გარემო პირობებს შეგუებული, მაღალმოსავლიანი ჯიშებისა და ფორმების სიმრავლე. დღეისათვის საქართველოში გავრცელებული რამდენიმე ათეული აბორიგენული ჯიშის სახელწოდებები - შველისყურა, ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, ნემსა და მრავალი სხვა, მათ ადგილობრივ წარმოშობაზე მიგვითითებს.
ჩვენი წინაპრები კარგად იცნობდნენ თხილის საკვებ და სამკურნალო თვისებებსაც. მას წარმატებით იყენებდნენ არა მხოლოდ სხვადასხვა კერძების საკაზმად, არამედ შექმნეს უნიკალური ტრადიციული პროდუქტიც - `ჩურჩხელა~, რომელიც გამორჩეულია თავისი კალორიულობითა და საუკეთესო გემოვნური თვისებებით. ამ ღირსებების გამო `ჩურჩხელა~ ისტორიულად მეომართა ყოველდღიური კვების რაციონში შედიოდა და დღესაც იგი საქართველოში ერთ-ერთ პოპულარული ტკბილეულია.
საქართველოსთვის თხილს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა და მოსახლეობის შემოსავლის წყარო იყო. 1917 წლის რევოლუციამდე ჩვენი ქვეყნიდან დიდი რაოდენობით თხილი გადიოდა ევროპის ბაზრებზე, მაგრამ საბჭოთა პერიოდში თხილის ნათესები 8-10-ჯერ შემცირდა და შესაბამისად შემცირდა ექსპორტიც. სიტუაცია შეიცვალა მხოლოდ XX საუკუნის 90-იან წლებში, როცა დასავლეთ საქართველოში განახლდა თხილის პლანტაციების გაშენება და შეიქმნა გადამამუშავებელი საწარმოებიც. თუ თხილის გაშენება ამ ტემპით გაგრძელდა, სავარაოდოა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში თხილის დამზადება წელიწადში 30-35 ტონას მიაღწევს.
მნიშვნელობა და გამოყენება
თხილის კულტურა თავისი ეკონომიური მნიშვნელობით დიდ ინტერესს იწვევდა და დღესაც ყურადღების ცენტრშია, რასაც უპირველეს ყოვლისა განაპირობებს მისი ნაყოფის მრავალმხრივი გამოყენება. თხილის ნაყოფი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები ფართოდაა ცნობილი; მათ კვებით ღირებულებას განსაზღვრავს ნედლეულში ცხიმის, ცილის, ბიოაქტიურ ნივთიერებათა შემცველობა. ეს ღირებულება კი იცვლება მცენარის ჯიშის, ადგილმდებარეობის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გავლენით.
----------------
თხილი მდიდარია საკვები ნივთიერებებით და კალორიულობით 2-3-ჯერ აჭარბებს პურს, 8-ჯერ რძესა და შოკოლადს. იგი შეიცავს აგრეთვე ვიტამინებს: B1, B2, B6, C, E
სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა 100 გ თხილში:
პროტეინები 12,6გ, ცხიმები _ 62,6 გ,
ენერგეტიკული ღირებულება - 679 კკალ
ნახშირწყლები 13,7 გ
მინერალები 2,5 გ
ვიტამინი B1 0,33 მგ
ვიტამინი B2 0,12 მგ
ვიტამინი B6 0, 24 მგ
ვიტამინი E 31,4 მგ
რკინა 5,8 მგ
კალციუმი 160,0 მგ
თუთია 2,2 მგ
კალიუმი 655,3 მგ
ნატრიუმი 2,1 მგ
მაგნიუმი 161,2 მგ
ფოსფორი 354 მგ
კალორიულობით 400 გრ თხილი უზრუნველყოფს ზრდასრული ადამიანის დღეღამურ მოთხოვნილებას საკვებზე.
-------------------------------------
ნედლ და გადამუშავებულ თხილის გულს ფართოდ მოიხმარენ საკონდიტრო წარმოებაში. გახეხილი თხილის გული გამოიყენება მშრალი საუზმისათვის, აგრეთვე შოკოლადის კრემის წარმოებაში და სხვ. თხილისგან ხდიან ზეთს, რომელიც საკვებ, ტექნიკურ და პარფიუმერულ წარმოებაში გამოიყენება. მშრალი თხილის გულისაგან მზადდება ფქვილი, რომელიც ბავშვთა საკვები პროდუქტებისათვის გამოიყენება და ორი წლის განმავლობაში არ კარგავს კვებით ღირებულებას და ზეთოვან თვისებებს.
თხილს სამკურნალო თვისებებიც აქვს. ძველბერძნულ ხალხურ მედიცინაში თხილის ზეთით მკურნალობა ცნობილია ანემიის, ეპილეფსიის, თმის ცვენის, სხვადასხვა დაავადებების დროს, თხილის ნაყოფის საბურველის (ჩენჩოს) ნახარშს სვამენ მოჭარბებული სიმსუქნის დროს, ფოთლების ნახარში კი ასუფთავებს სისხლს და მიმართავენ ათეროსკლეროზის და კენჭოვანი დავადებების სამკურნალოდ. ამასთან თხილი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნიან დ ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას. აშშ-ში, პორტლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, თხილის ექსტრაქტში აღმოაჩინეს ნივთიერება პაქლიტაკსელი, რომელიც შედის დღეისათვის ყველაზე ცნობილ ანტისიმსივნური პრეპარატის ((TAXOL) ) შემადგენლობაში. დღემდე ამ ნივთიერების ერთადერთ ბუნებრივ წყაროდ ითვლებოდა ტისის მერქანი (ერთ-ერთი იშვიათი მცენარე, რომელიც გავრცელებულია წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში). აღმოჩნდა, რომ თხილი ამ ნივთიერებას იგივე რაოდენით შეიცავს.
თხილის მერქანი მსუბუქია, ხასიათდება დიდი სიმტკიცით, რის გამოც გამოიყენება საოჯახო ინვენტარისა და ავეჯის მრეწველობაში.
თხილი საუკეთესო ანტიეროზიული და დეკორატიული მცენარეა, იგი ზედა ფენაში განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემით ამაგრებს ნიადაგს და იცავს მას ჩამორეცხვისაგან.
ბოტანიკური დახასიათება
თხილი მიეკუთვნება წიფლისებრ-ყვავილოვანთა (Fagales) რაზმს, არყისებრთა
((Betulaceac) ოჯახს, თხილის (Corylus) გვარს. თხილი უკანასკნელი გამოკვლევებით გამოყოფილია ცალკე დამოუკიდებელ თხილისებრთა (Corylaceae) ) ოჯახად. თხილის გვარის 12 სახეობიდან საქართველოში ექვსია გავრცელებული.
თხილის კულტურის პირველი სრულყოფილი კლასიფიკაცია XVIII საუკუნეში ჩატარებული აქვს ფ. გეშკეს, რომელმაც 6 კლასში გაანაწილა 87 ჯიში.
თხილის ყველა კულტურული ჯიში წარმოშობილია ჩვეულებრივი (ჩორყლუს აველლანა L.), ლომბარდიული (ჩორყლუს მახიმა) და პონტოური (ჩორყლუს პონტიცა) თხილებისაგან. მათგან ჩვეულებრივი თხილი ჯიშთა შორის მთავარი საწყისია.
I კლასი _ ჩვეულებრივი თხილი ((Corylus avellana L), იგი გავრცელებულია ბუჩქების,
ზოგჯერ კი ხემცენარის სახით, სიმაღლით 3_5 მეტრამდე; დატოტვილია ძირიდანვე, უხვად ივითარებს ფესვის ამონაყარს. ქერქი გლუვია, მუქი ან რუხ_მიხაკისფერი, ერთწლიანი ტოტები შებუსულია; ფოთლები ფორმის მიხედვით იცვლება მრგვალიდან მოგრძომდე.
მდედრობითი ყვავილის დინგი შეფერილია წითლად. ნაყოფის საბურველი _ ჩენჩო ღია მწვანეა, ნაყოფზე გრძელია, მისი ტოლი ან მოკლე. ნაყოფი ფორმით მობრტყო-მომრგვალოა, კვერცხისებრი ან შებრუნებული კვერცხისებრი. ნაჭუჭი მუქი მიხაკისფერია, ანდა მიხაკისფერი. ნაყოფის გული კარგი გემოსია. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტყეებში.
II კლასი _ პონტოს თხილი (Corylus pontica), ), გავრცელებულია ბუჩქის სახით, სიმაღლით 4_5 მეტრამდე; ფოთლები მომრგვალოა ან ფართო ოვალური, ხავერდივით ბუსუსებიანი, ნაყოფის საბურველი მთლიანია, ზარისებრი, ზედა ნაწილში შევიწროებული. ნაყოფი მსხვილია, ორივე მხარეს ოდნავ შებრტყელებულია, ლამაზი ფორმისაა; ნაჭუჭი სქელია, მაგარი და გლუვი. გული ნაჭუჭს მთლიანად ვერ ავსებს, ამ სახის თხილი უმეტესად ნედლი სახით მოიხმარება.
პონტოს თხილის ველური სახეები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, აფხაზეთში, ლაზეთში (პონტოში), აგრეთვე _ მცირე აზიაში.
III კლასი _ ლომბარდიული თხილი (Corylus maxima Mil), ბუჩქია, გავრცელებულია ბუჩქის სახით, ზოგჯერ ხე-მცენარე, სიმაღლით 3_7 მეტრამდე. ქერქი გლუვია, მუქი რუხი ან მონაცრისფრო; ერთწლიანი ტოტები შებუსულია; ფოთლები მომრგვალო ან ფართო ოვალურია.
ნაყოფი ერთეულია ან შეკრებილია ჯგუფებად 3-დან 6-მდე. ნაყოფის ჩენჩო მთლიანია და წაზრდილი მოგრძო მილად, ნაყოფის ტოლი ან უფრო ხშირად ნაყოფზე ერთნახევარჯერ გრძელია; ნაყოფი ძალიან ლამაზი ფორმისაა, მოგრძო კვერცხისებრი, ან მობრტყო-წაწვეტებული; ნაჭუჭი ღია ან მუქი მიხაკისფერია, გული ძალიან გემრიელია. ლომბარდიის თხილის სახეობიდან ცნობილია შემდეგი ჯიშები: ლომბარდიის თეთრი, ლომბარდიის წითელი, ბადემი (სინონიმები: ნუშისებრი, სვიატოგორის, თითა და მადამი).
IV კლასში ყველა ის ჯიშია გაერთიანებული, რომლებიც პირველ სამ კლასში შემავალი ჯიშებისაგან ჰიბრიდული გზით იქნა მიღებული; ისინი ატარებენ მშობლების ნიშან-თვისებებს ან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მათგან.
V კლასი ამერიკაში გავრცელებული ჩ.ამერიცან-ის შეჯვარებით ჩ.ცოზუტატ-თან შედეგად მიღებული ჯიშებია; მათ ახასიათებს მილისმაგვარი ფორმის ჩენჩო, რომელიც 2-3-ჯერ გრძელია ნაყოფზე. ნაყოფი კი საშუალო ან პატარა ზომისაა, კვერცხისებური ან მომრგვალო ფორმისა, ნაჭუჭი მკვრივი და სქელია.
VI კლასი _ ხისმაგვარი თხილი ჩ.ცოლურნა. ჯიშები ხასიათდებიან ძლიერი ზრდით, ნაყოფის საბურველი სქელი, წებოვანი, გადაშლილი, დაკბილული, ნაყოფი წვრილი ან საშუალო სიდიდისაა, მომრგვალოა.
თხილის ბიოლოგიური თვისებები
თხილი ჯვარედინად დამამტვერავი მცენარეა. მისი ბიოლოგიური თვისებაა ადრე ყვავილობა, ერთსა და იმავე ბუჩქზე მდედრობითი და მამრობითი ყვავილების არაერთდროული წარმოქმნა და ყვავილობა. ზოგი ჯიში მამრობით ყვავილობას უფრო ადრე იწყებს, ვიდრე მდედრობითი,ზოგი კი პირიქით, არის ჯიშები, რომელთაც თანხვედრილი აქვთ ყვავილობა.
თხილს მჭადა უმეტესად კარგად გამოხატული აქვს ფოთლის გამოჩენამდე 18_25 დღით ადრე. იშვიათი შემთხვევა არაა, როდესაც ყვავილობა იწყება დეკემბერსა და იანვარში. ჩვეულებრივად კი თებერვალ_მარტში ყვავილობს.
თუ ყვავილობის პერიოდში ყოველდღე 12-150 ტემპერატურა ჭარბობს, ყვავილობა უფრო დაჩქარებით მიმდინარეობს. ასეთ პირობებში მამრობითი მჭადები ყვავილობას ამთავრებენ 12-15 დღეში. მდედრობთს კი _ 29-36 დღეში.
მდედრობითი ბუტკოიანი და მამრობითი მჭადების ყვავილობა უმთავრეს ჯიშებში ერთსა და იმავე პერიოდს არ ემთხვევა. ზოგი ჯიში მდედრობით ყვავილობას უფრო ადრე იწყებს, ვიდრე მამრობითის, ზოგი კი პირიქით. არის შემთხვევა, როდესაც ორივე ერთდროულად იწყებს ყვავილობას, მაგრამ სხვადასხვა დროს ამთავრებენ. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების თანხვედრილი გაშლა ახასიათებს შემდეგ ჯიშებს: ცხენისძუძუს, შველისყურას, ხაჭაპურას, ნემსას და სხვ.
მჭადების უხვი განვითარება, ადრე გაშლა და ხანგძლივი ყვავილობა ახასიათებს: ხაჭაპურას, ნემსას, განჯას და სხვებს, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც დამამტვერიანებელი ჯიშებისა.
მამრობითი ყვავილების მჭადებს არ ივითარებენ, ან თუ ივითარებენ ძალიან მცირე რაოდენობით, შემდეგი ჯიშები: გულშიშველა, ჩხიკვისთავა, ლომბარდიის თეთრი და, ხშირად, ფუთქურამი, რომელთათვის აუცილებელია ჯვარედინად დამამტვერიანებელი.
გაშენება, ვეგეტაციის პერიოდი, დარგვის წესი
თხილის ბაღის გასაშენებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის სწორ შერჩევას. ნაკვეთის შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ადგილის რელიეფზე, სიმაღლეზე (ზღვის დონიდან), მცენარეულ საფარზე, გრუნტის წყლების სიმაღლეზე, ნიადაგის ტიპსა და წინა პერიოდში ნაკვეთის დანიშნულებაზე.
თხილის ბაღის გაშენება რეკომენდებულია ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -23-250-ჩ მდე არ ეცემა. ბაღი უნდა გაშენდეს დარაიონებული ჯიშებით, ნერგი დამზადდეს აპრობირებული სადედე ბუჩქებიდან. თხილი ყოველგვარ ნიადაგს ეგუება, გარდა მძიმე თიხნარი და დაჭაობებული ადგილებისა. ყველაზე კარგად ხარობს, როდესაც ნიადაგის მჟავიანობა 5,5_8 - მდე მერყეობს.
თხილის ზრდა-განვითარება დიდად არის დამოკიდებული გასაშენებელი ნაკვეთის წინასწარ მომზადებაზე. ბაღის გაშენებამდე 2_3 თვით ადრე ნიადაგი უნდა მოიხნას ღრმად _ არა ნაკლებ 50_60 სმ სიღრმეზე და ჩატარდეს მასზე აგროტექნიკით გათვალისწინებული ღონისძიებები: სათოხნი კულტურების, მრავალწლიანი ბალახების, სიდერატების თესვა და ჩახვნა, ორგანული სასუქების შეტანა და სხვ.
მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დამამტვერიანებელი ჯიშების შერჩევა და განლაგება, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პლანტაციის გაშენების დროს.
დამამტვერიანებელ ჯიშებს უნდა ახასიათებდეს:
მამრობითი და მდედრობითი ყვავილობის პერიოდის, დიდი ხნით თანხვედრილობა;
მამრობითი ყვავილების ყოველწლიურად დიდი რაოდენობით წარმოშობა და განვითარება;
განაყოფიერებისთვის მაღალხარისხოვანი მტვრის მარცვლების დიდი რაოდენობით განვითარება;
მტვრის მარცვლებისათვის განაყოფიერების ვარგისიანობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება;
დამამტვერიანებელი ჯიში უნდა იძლეოდეს უხვ მოსავალს;
დასამტვერიანებელ ჯიშთან ერთად მოსავლის ერთდროული მომწიფება.
მამრობითი მჭადების უხვი განვითარება, ადრე გაშლა და ხანგრძლივი ყვავილობა ახასიათებს შემდეგ ჯიშებს: ხაჭაპურას, ნემსას, განჯას და ათა-ბაბას. აღნიშნული ჯიშები უნდა გამოვიყენოთ თხილის პლანტაციებში, როგორც დამამტვერიანებელი ჯიშები. პლანტაცია ისე უნდა გაშენდეს, რომ ნაკვეთზე დაირგოს 3-4 ჯიში, იმ ვარაუდით, რომ დასამტვერიანებელი და დამამტვერიანებელი ჯიშები 3-4 რიგის შემდეგ იცვლებოდნენ.
პლანტაციის გაშენებისთანავე უნდა შეივსოს ბაღის ჟურნალი სადაც აღირიცხება შემდეგი მაჩვენებლები:
დარგვის წესი,
ჯიშების სახელწოდება,
მცენარეთა რაოდენობა ჯიშების მიხედვით,
განლაგება და სხვა მაჩვენებლები.
თხილის ნაყოფის სიმწიფის ვადები განსხვავებულია და მერყეობს როგორც თვით ჯიშებს შორის, ისე ზონების მიხედვით. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ჯიშები _ გულშიშველა, ფუთქურამი, ნემსა, ხაჭაპურა, ცხენისძუძუ იკრიფება ივლისის ბოლო რიცხვებიდან, ხოლო ჩხიკვისთავა, ბადემი_დედოფლისთითა, ვანის წითელი, შველისყურა ივლისის შუა რიცხვებიდან; იგივე ჯიშები აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ზონაში 10_15 დღით ადრე იკრიფება.
თხილი შედარებით კარგ მოსავალს და უკეთესი ხარისხის ნაყოფს იძლევა დასავლეთ საქართველოს რაიონების სუბტროპიკულ ზონებში, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს
* * *
შედარებით მშრალი და ცივი კლიმატის პირობებში. Mმცენარე ნაყოფს იძლევა 150 წლის განმავლობაში, მაგრამ საჭიროა ტოტების პერიოდული გაახალგაზრდავება.
თხილის ჯიშები ცხიმის შემცველობის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად:
1. ნაყოფები ცხიმის მაღალი შემცველობით: ჯგუფისათვის საშუალო ცხიმიანობაა 69.5%. მაგ., განჯა, ვანის წითელი, აშრაფი, ჩხიკვისთავა, ცხენის ძუძუ, ჩერქეზული, ბანდიუსი, ლომბარდიის წითელი და სხვ.
2. ნაყოფები ცხიმის საშუალო შემცველობით: ჯგუფისათვის საშუალო ცხიმიანობაა 66.0%. მაგ., ხაჭაპურა, ფუთქურამი, კუდრიავჩიკი, დიდისფერული, ბოლივერის სასწაული, ლომბარდიის თეთრი, გულშიშველა და სხვ.
3. ნაყოფები ცხიმის დაბალი შემცველობით: საშუალო ცხიმიანობაა 62.0%. მაგ. ფურფულაკი, იზიუმშაქარი, გუბერსკი, შველისყურა და სხვა.
მოვლა_მოყვანის ტექნოლოგია.
თხილის კულტურის მოვლა-მოყვანა ნაკლებად შრომატევადია სხვა ხეხილოვან კულტურებთან შედარებით.
თხილს აქვს ძლიერი და ამავე დროს ნიადაგის ზედა ფენებში ჰორიზონტალურად განლაგებული ფესვები, რითაც ამაგრებს და ჩამორეცხვისაგან იცავს ნიადაგს, ეს კი სხვა კულტურბისათვის გამოუყენებელ ფერდობ ადგილებზე გაშენების შესაძლებლობას ქმნის.
დარგვის შემდეგ მცენარე უნდა გაისხლას. საწყის ტოტზე ტოვებენ 5_6 კვირტს, პირველ წელსვე წარმოიქმნება ფესვიდან ამონაყრები და ყალიბდება ბუჩქი. ამონაყრები წარმოიქმნება დიდი რაოდენობით, ამიტომ საჭიროა დავტოვოთ 10_12 უკეთესად განვითარებული ყლორტი.
თხილი ნორმალურად მსხმოიარობს 7_8 წლის ასაკამდე, შემდეგ საჭიროა ტოტების განახლება, 25_30 წლის ასაკში ბუჩქი უნდა გაახალგაზრდავდეს; მთლიანად აშორებენ მიწისზედა ნაწილს, ხოლო ახალი ამონაყრებიდან ტოვებენ 8_10 ცალს ახალი ბუჩქის ფორმირების მიზნით.
თხილზე ყვავილები ყოველთვის წარმოიქმნება გასული წლის ნაზარდებზე, ამიტომ ნაზარდების დამოკლებისას გასული წლის მსხმოიარე ტოტები უნდა დამოკლდეს 2_3 კვირტზე. ამასთან ერთად ვარჯის ცენტრი ტოტებით არ უნდა ჩახშირდეს.
თხილს კრეფენ საბურველიდან თესლის გამოსვლამდე.
აღებული მოსავალი თავსდება მშრალ შენობაში, სადაც მიმდინარეობს თხილის ფერმენტაცია. საბურველი (ჩენჩო) ნაჭუჭს მიხაკისფერად შეფერავს, ხოლო გულს სასიამოვნო გემოს აძლევს. მომწიფებული თხილი ადვილად შორდება საბურველს, რის შემდეგადაც თხილს 2-3 დღით ტოვებენ მზეზე, რის შემდეგაც ინახავენ მშრალ შენობაში ან საცავებში. ამგვარად შენახული თხილის ნაყოფი შორეულ ტრანსპორტირებას კარგად იტანს და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.
როგორ ამრავლებენ თხილის ჯიშებს?
თხილს ფესვის ყელიდან დიდი რაოდენობით ამონაყარები ამოსდის, რომლებითაც ძირითადად აშენებენ სამრეწველო პლანტაციებს, სპეციალური სანერგე მეურნეობები, რომლებიც დაფუძნებულია ვეგეტატიური გამრავლების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ამჟამად არ არსებობს. იშვიათად ამრავლებენ გადაწვენით და ბუჩქის დაყოფით. თესლით გამრავლებისას ხდება ძლიერი დათიშვა, ამიტომ გამრავლების ეს წესი გამოიყენება მხოლოდ სელექციური მიზნით ახალი ჯიშის მისაღებად.
საქართველოში თხილის ბიზნესს დიდი მომავალი აქვს. მსოფლიო ბაზარზე თხილის წარმოების სიმძლავრით ლიდერი თურქეთის რესპუბლიკაა, რომელიც მსოფლიოს მოთხოვნის 75%-ს აწარმოებს. ცოტა ხნის წინ კი ეს ციფრი 80-85%-ს შეადგენდა. თხილის წარმოება მნიშვნელოვნად იზრდება აზერბაიჯანსა და საქართველოში, სადაც ჯერჯერობით ამ ქვეყნების პოტენციალი არაა სრულად ათვისებული სანერგე სექტორის არასაიმედოობის გამო.
საძირეები, რომლებიც გამოიყენება თხილის ჯიშების მყნობით გასამრაველებლად
მყნობით გამრავლებისას საძირეებად გამოიყენება დათვის თხილი, ქართული თხილი და სხვ.
დ ა თ ვ ი ს თ ხ ი ლ ი _ ეს სახეობა გავრცელებულია შორეულ აღმოსავლეთში, მცირე აზიაში, კავკასიაში (დასავლეთ საქართველოში) და სხვა რაიონებში. იზრდება 20_30 მ-ის სიმაღლის. ნაყოფი პატარაა ჩვეულებრივ თხილთან შედარებით, მაგრამ ნაჭუჭი უფრო მაგარია. დამწიფებისას ადვილად ცვივა. საძირე კარგად იგუებს თხილის ჯიშებს. დამყნობილი მცენარეები გამოირჩევა ზომიერი ან სწრაფი ზრდით. მათი პროდუქტიული პერიოდი 40_50 წელს აჭარბებს.
ქ ა რ თ უ ლ ი თ ხ ი ლ ი _ ველურად ხარობს კავკასიაში, ყირიმში. ხეები დაახლოებით 2,5 მ სიმაღლეს აღწევენ. ნაყოფი მომრგვალო-შეჭყლეტილი ფორმისაა და ნაყოფედშია შეკრებილი.
თხილის კულტურისათვის ნიადაგის შერჩევა და განოყიერება
თხილის მაქსიმალური მოსავალი შეიძლება მივიღოთ ალუვიურ-მდელო და ნაყოფიერ ნიადაგებზე. ქვენიადაგიც საკვები ნივთიერებებით მდიდარი უნდა იყოს, კარგად ატარებდეს წყალსა და ჰაერს. თუ მცირე სიღრმეზე კირქვის ფენა გადის, ასეთი ნიადაგი თხილის გასაშენებლად უვარგისია. სხვა ტიპის ნიადაგებზე თხილი შეიძლება მოვიყვანოთ მხოლოდ კარგი ბუნებრივი ტენით და მორწყვით უზრუნველყოფის პირობებში.
თხილის პლანტაციაში ბუჩქებისათვის ნიადაგის განოყიერებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ორგანული სასუქებიდან: ნაკელი, კომპოსტი (ტორფკომპოსტი), მწვანე სასუქი და სხვ.
თხილის პლანტაციაში სასუქები შეაქვთ შემდეგი რაოდენობით: ახალგაზრდა _ 1_4 წლამდე ასაკის ბაღში ნაკელი ან მისი შემცვლელი სხვა ორგანული სასუქი ყოველწლიურად უნდა შევიტანოთ ერთ ბუჩქზე 10_15 კგ-ის რაოდენობით, 4_6 წლის ბაღში _ ერთ ბუჩქზე 15_20 კგ-მდე, ხოლო სრულ მსხმოიარე ბაღში _ 6_8 წლამდე 20_30 კგ-მდე.
ორგანული სასუქების შეტანა შეიძლება 2_3 წელიწადში ერთხელ, ასეთ შემთხვევაში შესატანი სასუქების ნორმა უნდა გაორკეცდეს.
თხილის ჯიშების შერჩევა ჩვენი ბაღისათვის
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია დაახლოებით 27 ჯიშის თხილი.
ჯიშების გავრცელება რესპუბლიკის ზონების მიხედვით შემდეგია:
გურიაში გავრცელებულია: გულშიშველა, შველისყურა, ჩხიკვისთავა, საივანებო, ბადემი_დედოფლისთითა, ხაჭაპურა, ნემსა, ჩინჩა, ცხენის ძუძუ, ტრაპეზუნდი, ბერძნული თხილი.
სამეგრელოში: ფუთქურამი, ხოჯითხილი, შველისყურა, ბადემი_დედოფლისთითა, ტრაპეზუნდი, კუდრიავჩიკი, ჩერქეზული, აფხაზური წვრილი.
იმერეთში: ბადემი_დედოფლისთითა, ხაჭაპურა, ნემსა, ვანის წითელი, ტრაპეზუნდი, ბერძნული თხილი.
ქართლსა და კახეთში: კერასუნდის გრძელი, ათა_ბაბა, ბელაქნის, ხაჭაპურა, კუდრიავჩიკი, ფურფულაკი.
გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტმა 1957-2000 წლებში შემოიტანა ორმოცდაათამდე პერსპექტიული ჯიში, რომელთაგან ზოგიერთმა (ათა-ბაბა, ბარსელონა და სხვ.) საქართველოს პირობებში კარგი შედეგები აჩვენა როგორც პროდუქტიულობის, ასევე ნაყოფის სასაქონლო ხარისხის თვალსაზრისით, პერსპექტივაში რეალურია ახალი მაღალმოსავლიანი ჯიშების დანერგვით თხილის მოსავლიანობის და ხარისხის გაუმჯობესება.
ქართული თხილის აბორიგენულ ჯიშებს რამდენიმე უპირატესობა აქვთ:
ძლიერი ფესვთა სისტემა ხელს უწყობს მცენარეებს, რომ ყველა საჭირო საკვები ნივთიერება საკმაო რაოდენობით მოიძიონ ნიადაგში. ამიტომ ნიადაგის გასანოყიერებლად ფაქტობრივად ქიმიურ სასუქებს არ იყენებენ;
თხილის ადგილობრივი ჯიშები მეტწილად მდგრადია დაავადებების მიმართ, ამიტომ საქართველოში პრაქტიკულად არ იყენებენ შხამქიმიკატებს. აქედან გამომდინარე, საქართველოში წარმოებულ თხილში იმაზე ბევრად მცირეა მავნე ნივთიერებების შემცველობა, ვიდრე ეს დაშვებულია საკმაოდ მკაცრი საერთაშორისო სტანდარტების მიერ;
თხილი ხასიათდება უნარჩენო წარმოებით _ გამოიყენება როგორც ნაყოფის გული, ისე ნაჭუჭი (საწვავად, კომპოსტად, საბურავების წარმოებაში), აგრეთვე მერქანი;
საქართველოში გავრცელებული თხილი მაღალი სასაქონლო თვისებებითა და კონკურენტუნარიანობით ხასიათდება, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის რეალიზაციაც არ არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, იგი ძირითადად ევროპაში იყიდება.
ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ნიადაგური და კლიმატური პირობები, მთასა და ბარშიც თხილის კულტურის ფართოდ გავრცელებისა და მსოფლიო ბაზრისათვის მაღალი სასაქონლო ღირებულების კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიღების კარგ შესაძლებლობებს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მეტად ხელსაყრელი პირობებია კაკლოვანი კულტურების ეკოპროდუქციის მიღებისა, რაც უფრო გაზრდის როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო ბაზრის დაინტერესებას ამ პროდუქციით. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ხალხური სელექციის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა კაკლის, თხილისა და ნუშის უძვირფასესი ჯიშები და ფორმები, რომლებიც თავიანთი ბიოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით მსოფლიოს აღიარებულ ჯიშებს არ ჩამოუვარდებიან.
გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:
ანაკლიური _ ფუთქურამი _ PPUთKUღAMI
წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. ფართოდ გავრცელებულია ზუგდიდსა და გალის რაიონებში, სადაც `ანაკლიური თხილის~ სახელწოდებითაა ცნობილი.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, პირამიდული ფორმის, სქელი, ხშირად დატოტვილი ვარჯით; ინვითარებს საკმაო რაოდენობით ამონაყრებს.
ყვავილობას იწყებს დეკემბრის ბოლოდან ან იანვრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მარტის 10 რიცხვამდე. მამრობითი ყვავილები _ მჭადა, ჩვეულებრივ, არ ვითარდება ან _ მცირე რაოდენობითაა; საჭიროებს ჯვარედინ დამტვერიანებას.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. მოსავალი იკრიფება 15-20 ივლისიდან. საკმაოდ უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქიდან საშუალო მოსავალი 3.5 კგ_ია. ანაკლიური გარემო პირობებისადმი მეტად ამტან ჯიშადაა მიჩნეული და მავნებლების მიმართაც საკმაოდ გამძლეა.
ნაყოფი, შველისყურასთან შედარებით, მსხვილია, მრგვალი, ოდნავ შებრტყელებული, ყავისფერი. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით. ერთ კგ-ში 280_360 ცალი ნაყოფია. ნაყოფის ზომაა 21X21X19 მმ. მრგვალი, ოდნავ მობრტყელო ფორმისაა, ფერით ყავისფერია, წვერთან შებუსულია. ჩენჩო ადვილად სცილდება ნაყოფს. ნაჭუჭის სისქე 0.15-სმ-ია, რის გამოც საშუალოზე მეტი სიმაგრისაა. გული გამოირჩევა კარგი გემოთი და მაღალი ცხიმიანობით – 68.2%. გულის გამოსავლიანობა 37%-დან 42%-მდე მერყეობს. დადებითი თვისებები: მძიმე და ხალასი, საღი ნაყოფი.
გავრცელება
ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებისათვის.
ათა- ბაბა (სინონიმი ნიდჟ-ფუნდუკ) _ A თ A _B A B A
წარმოშობა
აზარბაიჯანული ადგილობრივი ჯიშია, შერჩეულია ზაქათალის კაკლოვანი კულტურების საყრდენი პუნქტის მიერ. მიღებულია აზარაიჯანში ხალხური სელექციის შედეგად. საქართველოში ლაგოდეხის რაიონიდან გავრცელდა.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა. საშუალო სიმაღლე 4,0_4,5 მ. ინვითარებს საშუალო რაოდენობით ამონაყრებს.
ადრეულად ყვავილობს, დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის მეორე ნახევრამდე, რაც გრძელდება 45-55 დღე. ნაყოფედში 3-4 ნაყოფია. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების თანხვედრა საკმაოდ ხანგრძლივია 30_35 დღე.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს, უხვმოსავლიანი ჯიშია. მოსავალი იკრიფება 15_25 აგვისტოდან. ერთ ბუჩქზე სრულმსხმოიარობის ასაკში საშუალო მოსავალი 3,5_4,5 კგ-ია შეადგენს. გარემო პირობებისადმი ძლიერ მომთხოვნი არ არის. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ჩენჩო ნაყოფზე ერთნახევარჯერ-ორჯერ გრძელია, მთლიანი, ნაყოფს მთლიანად ეკვრის, კიდე დანაკვთულია, მომწიფებისას ნაყოფს ადვილად სცილდება. ნაყოფი გლუვია, ლამაზი, ღია ყავისფერი, დაჰყვება მუქი ზოლები, მომრგვალო, მაღალწვერიანი ფორმისაა, ფუძე გამოწეულია, ხშირად დაკუთხული, ნაყოფის სიდიდეა 20X19X18-მმ. ერთი ნაყოფის საშუალო წონაა 2,3 გრ. ერთ კგ-ში 420 ცალია. ნაჭუჭი გლუვია, 1/3 ნაწილი შებუსულია, საშუალო სიმაგრისაა, სისქით 0,12_0,13 სმ, კარგი გემოსი, შეიცავს 65,5%- ზეთს.
გავრცელება
ძვირფასი სამრეწველო ჯიშია, მიზანშეწონილია მისი გაშენება როგორც დასავლეთ საქართველოს ნოტიო და მშრალი მეხილეობის ზონაში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატის პირობებში.
ბარსელონა _ B A ღ შ E L O N A
წარმოშობა
ამერიკული წარმოშობის ჯიშია. 1885 წელს აღმოაჩინეს ორეგონის შტატში (აშშ). შტატის ძირითადი სამრეწველო ჯიშია. საქართველოში ინტროდუცირებულია 2002 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა. ახასიათებს ოვალური ფორმის ხშირი ვარჯი, ფესვის ამონაყარს ინვითარებს საშუალო რაოდენობით.
ყვავილობის პერიოდი საშუალოა, მდედრობითი ყვავილი იშლება იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისამდე, მამრობითი ყვავილი კი დეკემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის ბოლომდე. სიმწიფის პერიოდი აგვისტოს ბოლოს დგება.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე_მეოთხე წელს. უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე სრულმსხმოიარობის ასაკში საშუალო მოსავალი 6-7 კგ-ს შეადგენს. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ნაყოფი მსხვილი, მრგვალი ფორმისაა, ოდნავ გამოკვეთილი წვერით, ფუძე გამოწეულია. ერთი ნაყოფის საშუალო წონაა 3,2_3,4 გრ. ნაჭუჭი საშუალო სიმაგრისაა, ადვილად მტვრევადია. ჩენჩო საშუალო სიგრძისაა, დანაკვთული. გული სრულად ავსებს ნაჭუჭის ღრუს. ჩენჩოდან ადვილად ვარდება. გულის გამოსავლი
This post has been edited by zXXXz on 11 Mar 2011, 20:45