მე როგორც გავიგე აქ "მგრძნობიარე" პროდუქტი ნიშნავს ნულოვან განბაჟებას, ხომ?
და კიდევ:
1.აი ეს ამონაწერი საიტიდან:
http://www.parliament.ge/index.php?lang_id...1&info_id=11341"დოკუმენტური დადასტურება
პრეფერენციათა მისაღებად ევროკავშირის საბაჟო ორგანოებში წარდგენილი უნდა იქნას წარმოშობის ქვეყნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ფორმა "A”, რომელსაც გასცემს ბენეფიციარი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო. საქართველოში აღნიშნულ სერთიფიკატს გასცემს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
წარმოშობის ქვეყნის განმსაზღვრელი "A” ფორმის სერთიფიკატის გაცემის მართებულობაზე კონტროლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ თანამშრომლობას განვითარებადი ქვეყნისა და ევროკავშირის საბაჟო ხელისუფლებებს შორის და გულისხმობს ურთიერთნდობის მაღალ დონეს.
პასუხისმგებლობა წარმოშობის სწორად დადასტურებაზე ეკისრება ექსპორტიორ ქვეყანას, ვინაიდან ამ საფუძველზე ევროკავშირი უმცირებს მის პროდუქციას საბაჟო გადასახადს და ამით, ფაქტობრივად, საკუთარ ბიუჯეტს აკლებს შემოსავალს. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოშობის სერთიფიკატის სისწორის” შემოწმების პროცედურა, საშუალებას აძლევს ევროკავშირის სამსახურებს მიმართონ ბენეფიციარი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს თხოვნით, დაადასტურონ ან გააუქმონ საქონლის წარმოშობის განსაზღვრის თავდაპირველი შედეგები. გასათვალისწინებელია, რომ ამ საკითხებში თაღლითობის დადგენის შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყნისათვის პრეფერენციათა ჩამორთმევის საკითხი დაისვას. "
ესე იგი მეფუტკრეობის პროდუქტების გასატანად, კერძოდ თაფლის, პირველ რიგში უნდა მივმართოდ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
2. "წარმოშობის წესები
ევროკომისიის "საბაჟო კომისიის წარმოშობის წესების განყოფილება” ამტკიცებს დეტალურ რეგლამენტს, რომელიც განსაზღვრავს როგორც GSP-ის შეღავათებით მოსარგებლე პროდუქციის წარმოშობის განსაზღვრის წესებს, ასევე მათ დაცვაზე კონტროლის განხორციელების მეთოდებს.
საზოგადოდ წარმოშობის კრიტერიუმი დაფუძნებულია ქვეყანაში სრულად მიღებული და ქვეყანაში სათანადოდ გადამუშავებული/დამუშავებული საქონლის კლასიფიკაციაზე.
ქვეყანაში სრულად მიღებული საქონელი როგორც წესი არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სატყეო პროდუქცია, წიაღისეული, თევზჭერის, ნადირობის და საზღვაო თევზჭერის პროდუქტები, მეორადი ნედლეული და წარმოებისას ან სხვა სამეწარმეო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები
იმპორტირებული პროდუქციის გადამუშავების შემთხვევაში, გადამუშავება მიიჩნევა საკმარისად, თუ საწყისი პროდუქცია და გადამუშავების შედეგად მიღებული საბოლოო პროდუქცია განეკუთვნებიან ჰარმონიზირებული სისტემის (HS) სასაქონლო ნომენკლატურის განსხვავებულ პოზიციებს (ოთხნიშნა დონეზე). ამავე დროს, არსებობს მრავალი გამონაკლისი აღნიშნული წესიდან, რომლებიც წარმოდგენილია ან ე.წ. "საკმარისი გადამუშავების” აღწერის სახით (ცხრილის სახით), ან იმპორტირებული პროდუქციის შემცველობის მაქსიმალურად დასაშვები პროცენტით (25-40%). შენახვის და შეფუთვის, საქონლის დამზადების, დახარისხების, პროდუქციის უბრალო აწყობისა ან შერევის ოპერაციები არ განიხილება როგორც საქონლის სათანადო დამუშავება.
როცა პროდუქციის წარმოშობაში მონაწილეობს რამოდენიმე ქვეყანა, უკანასკნელი დამუშავების ჩამტარებელ GSP-ის ბენეფიციარ ქვეყანას უფლება ექნება ისარგებლოს შეღავათებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავების დონე საკმარისი იქნება, რათა პროდუქცია ამ ქვეყანაში წარმოშობილად ჩაითვალოს.
ამ წესებისაგან გამონაკლისები დაიშვება იმ შემთხვევაში, როცა გადამუშავება თანმიმდევრულად წარმოებს ერთი რეგიონალური ჯგუფის ქვეყნებში, რომლებიც სარგებლობენ GSP-ის შეღავათებით.
არსებობს აგრეთვე ე.წ. ""დონორი ქვეყნის ელემენტის”” წესი, რომლის თანახმად ევროკავშირის მიერ მიწოდებული მასალები ან შემადგენელი ნაწილები განიხილება, როგორც მათი გადამამუშავებელი ბენეფიციარი ქვეყნის პროდუქცია. ეს სტიმულს აძლევს ბენეფიციარი ქვეყნებისა და ევროკავშირის საწარმოების კოოპერაციასა და ერთობლივი საწარმოების შექმნას.
შუალედური ნაწარმის ევროკავშირში წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ბლანკი "EUR 1”, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს წარმოშობის დამადასტურებელი საბოლოო საბუთის (სერთიფიკატი ფორმა "A") საფუძველს."
კარგად ვერ გავიგე, იქნებ ვინმემ უფრო ნორმალურად ახსნას ეს ჩვენი შემთხვევისთვის?