#51211986 · 26 Aug 2017, 00:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ibo
| QUOTE | | ადვილი საშოვნელია ჯიშიანი ქართული ძროხები |
არ არის ადვილი საშოვი. ქართული საქონელი გადაჯიშებულია და აღარ არის ფასეული. ქართულს თუ იყიდი, როგორც დავწერე ხელოვნური განაყოფიერების გზით უნდა გააუმჯობესო. სიმენტალიც და შვიციც ძალიან კარგი ჯიშებია. შეგიძლია მაგათი სპერმით გაანაყოფიერო.
| QUOTE | ნახევრად ბაგური, ზაფხულში საძოვარზე ყოფნას და ზამთარში ბაგურს ნიშნავს?
|
ზაფხულში საძოვარზე ყოფნას საძოვარი შორს თუ არ არის. საღამოთ საძოვრიდან ფერმაში მოყვანის შემდეგ ფერმაში უნდა კვებო დამატებით. მარტო საძოვარი არ კმარა. ზამთარში ბაგური თავისთავად.
| QUOTE | | ზაფხულში საძოვარზე სიარულით რამდენს მოიწველიან საშუალოდ? |
წველა კვებაზე არის დამოკიდებული და საქონლის ჯიშზე. მარტო საძოვარით 15 ლიტრამდე მოიწველის, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება კარგი წველა რადგან ბუნებრივი ბალახი მალე ხმება.
|