vixnეგ მეც მივხვდი.
100 წიწილისთვის დავთვალე.
დედოფლისწყაროში 2 ლარი უნდა ანუ 200 ლარის წიწილი.
გზა 120 ლარი მიჯდება ჩემი მანქანით. თბილისამდე 180 და მერე 150 კიდევ ესეც 330 თბილისის გავლა უხეშად 20კმ სულ გამომივიდა 700. ანუ 55-60 ლიტრი ბენზინი ესეც ყველაზე ნაგავი რო ჩავასხა გამოვა 110-120 ლარი.
გამოდის რო 100 წიწილი დამიჯდება 220 ლარი.
ხაშურში მარტო წიწილი 800 ლარისააო

შიგ აქვს ვიღაცააა

მაგრამ ეგ წიწილები ორივე შემტხვევაში არის ჩამოტანილი კვერცხიდან მერე რო გაიზარდა და იმან დადო კვერცხი და ასე შედეგ.
დედოფლისწყარომ მითხრა, რომ მამლებთან ერთად გალიაში კვებაზე 30 დედლიდან 24 ცალს ვიღებო. მე ვთვლი რომ 20 ცალის მეტს ვერ იღებს (ცპტას ხო მოიტყუებოდა )
გამოვიდა 65 პროცენტიანი მაქსიმუმ 70-იანი კვერცხდება. ჩემთვის სამკარისი მოთხოვნების დაკმაყოფილება გამოდის 250 კვერცხამდე წელიწადში ანუ.
მე გეგმაში მაქვს ორი ცალი 10-10 ცალიანი გალია კვერცდების დროისთვის 16 საათიანი განათებით.
დანარჩენი 80 კიდევ სოფლის პირობებით ოღონდ იმათაც 16 საათიან განათებას მოვუწყობ და საკვებსაც ამ 16 საათის განმავლობაში მივაწოდებ. დილის 4 საათზე უნდა აინთოს შუქი და დახვდებათ საკვები და წყალი როგორც საქათმეში ისევე გალიებში, საქათმიდან კი გამოვუშვებ დილით და გალიებისას კი დავტოვებ.
შედარება კიდევ არც ისე ძნელი უნდა იყოს.
სოფლის პირობებში გაცილებით ნაკლები საკვები დასჭირდებათ ჩემი აზრით, მაგრამ მაინც თუ 200-ზე დაბლა არ წამოვიდნენ კვერცხდებაში მაინც მაწყობს.
მიზანი მაქვს 200-220 კვერცამდე თითოდან ამდენს თუ გამიქაჩავს უკვე კმაყოფილი ვიქნები.
მთავარი ისაა რომ მაგ ჯიშმა, როგორც ვიზუალურად ჩანს და პატრონი ამბობს ტინტმა, თავად ერთმანეთზე შეჯვარებულმა არ დაკარგოს კვერცხდების ფუქნცია, და ისევ ისე უმუშაონ ან მიახლოებულად მაინც როგორც სუფთა ჯიში.