იმისათვის რომ ბროილერი მიიღო 30-35 დღეში უნდა დაიცვა ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელიც მოიცავს წარმოების პროცესში:
1) კვება-ძირითადად კვებას უცხოეთში ახორციელებენ სიმინდით და დანამატებით (10%), დოზირების გაზრდა ხორციელდება ზრდის პერიოდის მიხედვით, ანუ რაც იზრდება მით მეტად ეზრდება დოზირება, ამის მოძებნა ადვილია ინტერნეტში, არის რესურსები სადაც დეტალურად აღწერილია კვების შესახებ ინფორმაცია;
2) ბროილერს ძირითადად ათავსებენ იატაკზე, უყრიან ნახერხს, რადგან ზრდის პერიოდი არ არის გრძელვადიანი შესაბამისად ნახერხის გამოცვლა და დამატება არ არის საჭირო
3) უნდა იყოს ვენტილაციის სისტემა ჩართული და გათბობის სისტემა რადგან პატარა წიწილებს ჭირდებათ სითბო
4) განათებას რაც შეეხება -მაგალითად აშშ-ში საერთოდ განათების გარეშე ზრდიან, ამ შემთხვევაში ქათამი არ მოძრაობს და უფრო სწრაფად იმატებს მასას, მაგრამ ძვლის აგებულებას დეგრადირებულია (კომერციული მიზნებისთვის კარგია მაგრამ არ არის ძალიან ჰუმანური
5) ინტერნეტში მოიძიე აგრეთვე პრევენციული დაავადებების მკურნალობის სისტემა ანუ ის წამლები რასაც აძლევენ ზრდის პერიოდში, რომელიც შეგიძლია წყლის მიწოდების სისტემას შეურიო
6) წყლის მიწოდება ხორციელდება სპეციალური შლანგებით და დასალევი თეფშებით, რომელიც არ ღირს ძვირი
7) საკვების მიწოდებისათვის შეგიძლია დააყენო გრძელი პლასტმასის მილი სადაც ჩაყრი ამ საკვებს
8) ზოგადად 10% კვდება ზრდის პროცესში და დროულად უნდა მოაშორო მკვდარი ქათმები
9) უნდა იყიდო სპეციალური ბროილერის ჯიშის წიწილა ან კვერცხი