#30778145 · 19 Apr 2012, 22:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gio020 მოკლედ ამოვისვათ ტუჩების კუთხეებში თითები და დავიწყოთ.
| QUOTE | გადავხედე 35ვე გვერდს და ყველგან კაი რჩევებს აძლევთ ხალხს, მეც ძაან წამადგება და გავითვალისწინებ თუ რამეს მირჩევთ. ხოდა ვთქვა ეხლა ვაპირებ 10000 კვერცხის შეგროვებას(ფერადი ქათმების) და გამოჩეკას ინკუბატორში, ერთ თვემდე გაზრდას შენობაში (220 კვ.მ) შემდეგ გავუშვებ 2 ჰა შემოღობილ მიწის ნაკვეთზე და 2თვისებს უკვე დავკლავ და გავყიდი. ეხლა რამდენიმე კითხვა რაც მაწუხებს. |
დავიწყოთ იქიდან რო 2 თვისებს ვერ დაკლავ განა იმიტომ რომ არ მოკვდებიან  არამედ იმიტომ რომ ძაან პატარები იქნებიან და ვერ გაიყიდება. ფერადს შედარებით დიდი ხანი სჭირდება დასაკლავ წონამდე რო მივიდეს. მერე 10 000 კვერცხიდან ისეთი რაოდენობა უნდა გამოიჩეკოს რო შენს მითითებულ შენობაში ამდენის დასმა არ შეიძლება. | QUOTE | | 1. არ მაქ პრაკტიკული გამოცდილება ამ საქმეში, მარტო ის ვიცი რაც ამ თემაში წავიკითხე და წიგნებში. ანუ თეორიული ცოდნა მაქ პრაკტიკული არა შეიძლება ვიპიქრო ამ საქმეზე? |
თუ ალღო გაქვს შესაბამისად წაკითხვა არ გეზარება და ა.შ. ინეტი გატენილია ინფორმაციით ეს იმ შემთხვევაში თუ წიგნი ვერ იშოვნე. თან ცოტა მცოდნეებსაც უნდა დაელაპარაკო, კონსულტაციები აიღო და დაუჯერო.
| QUOTE | | 2. ძაან მაშინებს დაავადებები მითუმეტეს მიწაზე ვუშვებ. სწორი მოვლის შემთხვევაში რამდენია პროცენტულად შანსი რო რამე დავადება შეხვდეთ და ერ დღეს ყველა მკვდარი ვიპოვნო? |
რაცარუნდა სწორედ მოუარო ფრინველის დაავადების შანსი არის 100%-იანი, არააქვს მნიშვნელობა შენობაშია თუ გარეთ. ნუ გარეთ უფრო მალე აიკიდებენ ყველაფერსვიდრე შიგნით.
| QUOTE | | 3.10000 კვერცხიდან დაახლოებით რამდენი წიწილა მიაღწევს ერთ თვემდე? |
დამოკიდებულია ჩეკვის %ზე, მერე მოვლა-შენახვაზე, პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, პირობებზე და ა.შ. ყველაფერი მერყეობს ისეთი დიდი ვარიაციით რო ვერ გეტყვი რამდენი მიაღწევს 1 თვემდე
| QUOTE | | 4.კვერცხების ყიდვა ჯობს თუ ერთი თვის წიწილების? |
მე რატო მეკითხები მაგას?  კომერციას შენ აპირებ შესაბამისად უნდა დაითვალო რომელი ჯობია. | QUOTE | | 5.მე ვფიქრობ რო ვაჭამო სიმინდი და ცოტა პრემიქსი, ამ ჯიშისთვის კაი იქნება? |
ერთმნიშვნელოვნად კი, უნდა დაიცვა პროპორციები.
| QUOTE | | 6.220 კვადრატულზე და შემდეგ 2ჰა-ზე დაეტევა ის წიწილები რომლებიც 10000 კვერცხიდან გამოიჩეკება? |
2 ჰექტარზე კი მარა შენობაში არა.
| QUOTE | | 7. თქვენ ვეტერინარი ხართ მუშაობთ თქვენი პროფესიით? კაი ვეტერინარი ხო არ იცით? |
მე ვეტერინარი ვარ და ვმუშაობ პროფესიით, მეფრინველეობის ვეტერინარი სპეციალისტები ყველა დაკავებულია  | QUOTE | | 8. რა აცრები ჭირდება წიწილას 2 თვემდე? |
ნიუკასლის დაავადება, ინფექციური ბრონქიტი, ინფექციური ბურსიტი, კოქციდიოზი, ინფექციური ლარინგოტრაქეიტი, ყვავილი, სალმონელოზი. აქ გავჩერდები თორე ძალიან დიდი ჩამონათვალია.
არაფერს :hi:
|