1KA_1KA96 კვერცხიანი ინკუბატორი ნამეტნავად პატარაა იმისთვის, რომ საჯიშე კვერცხის ინკუბაცია აწარმოო

სწორს გეუბნება
ushuaia გირჩევნია სოფელში მოაგროვო ნამამლი კვერცხი, ცოტა წამოზარდო და მერე ვარიებად დაყიდო.
ისე ეგ ისეთი რაოდენობა იქნება მემგონი ჯობია შენთვის კრუხის მაგივრად გქონდეს ეგ ინკუბატორი, არა გასაყიდად არამედ საკუთარი ქათმების გასამრავლებლად. თუ რატომ ამასაც მოგახსენებ.
სოფლის კვერცხის მოგროვებისას აზრზე არ ხარ განაყოფიერება კარგია თუ არა, არც ის იცი რამდენი ხნისაა კვერცხი, თუნდაც 3-4 დღის იყოს ისიც არ იცი როგორ ქონდათ შენახული კვერცხი. ყველა ამ გარემოებებიდან გამომდინარე სოფელში მოგროვებულ კვერცხს ჩეკვის პროცენტი დაბალი აქვს. ვფიქრობ ასე 60-65% ზე ზევით არ იქნება გამოჩეკვა.
დასკვნა. თუ 96 კვერცხს მოაგროვებ სოფელში და გამოჩეკვის პროცენტი გექნება 60% მაშინ შენ მიიღებ 57 წიწილს, აქედან ინკუბაციის რეჟიმის, კვერცხის ხარისხის და ფრინველის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით შენარჩუნებასაც თავისი პროცენტი აქვს.
აი ამიტომ გირჩევ, რომ მაგ ზომის ინკუბატორი მხოლოდ შენთვის გქონდეს ოჯახური მეურნეობისთვის წიწილის გამოსაყვანად, კრუხს არ მოაცდენ.
P.S. ისე სად შეიძინე ეგ ინკუბატორი, რომელი ქვეყნის ნაწარმია და რა ღირდა? მეც მინდა სოფელში კრუხების მაგივრად.
This post has been edited by iko-iko on 9 Apr 2014, 11:25