მოკლედ იქნებ ვინმემ რჩევა მომცეთ..შეიძლებ დაგვიანებულიც არის, მაგრამ

315 ფერადი, სოფლის წიწილა ავიყვანეთ 1 თვიანები (სასწავლო ექსპერიმენტი გავაკეთე), ხოდა კარგად მოვუარტე, საკვები და ვიტამინიც არ დაგვიკლია..2 თვის შემდეგ უკვე სოფლის მოსახლეობამ ყიდვაც დაიწყო საკვერცხედ საყოლიებლად..
ამას წინ სიმინდის ღერღილი გამომელია და ვიფიქრე ერთ დღეს ქატოს ვაჭმევ მეთქი, თან ახლობელმა კვერი დამიკრა კი ჭამენ და პრობლემა არ იქნებაო...
ხოდა რომ დავინახე ჭამდნენ ავდექი და 2, 3 დრესაც ქატო მივეცი...თან ფულს დავზოგავ თქო...
მოკლედ მესამე დრეს უკვე აბუზვა შევამVნიე, რამდენიმე დაიხოცა კიდეც..ხველება დაიწყეს..ზოგს კუჭი დაბერილი ქონდა სითხით...გაყიდვა შევაჩერე, ერთ კლიენტს უკან გამოვართვი ნაყიდი ვარიები...აებუზა და სოფელი მაინც ხომ იცით..არ გამოვიდოდა...
გუშინ წამალი მივეცი..ახლა არ მახსოვს ზუსტად რა ქვია, თეთრ პლასტმასის კონტეინერშია თხევადია და 1 ლიტრ წყალზე 1მგ, ვხსნი. დღეს დილას აშკარად შევატყვე რომ გამოცოცხლდნენ...ზოგი კია აბუზული მაგრამ, გუშინ უმეტესობა ძლივას დაიზლაზნებოდა, დღეს კი ლამის დაფრინავენ...საკვებში ისევ დავამატე პრემიქსი და ისე მივეცი ღერღილი...დღეს მხოლოდ ერთის ხველა მომესმა..აშკარად არის შედეგი
გამოცდილო ხალხო, რას მეტყვით, არის შანსი რომ არ დაიხოცონ?