ucxo777წამლების მეტი რაა მაგრამ ჯერ რა ასაკისებია ეგ თქვი და რა მიზეზით აეშალათ კუჭი საკვებისგან სისველისგან სიცივისგან თუ ინფექციურს ეჭვობ?.
პს... ეს არ წაიკითხოთ თუ ახალ გაჩენილი მშიერი გოჭი არ გყავთ!!!
ბარემ აქვე დავწერ და იქნებ ვინმეს გამოადგეს რადგან მე ძალიან გამიჭირდა ადრე ახალ დაბადებული გოჭის გაზრდა რადგან ვერსად ვნახე საჭირო საკვების და დოზირების ცხრილი...
..
ახალ გაჩენილი გოჭის გამოკვება ხდება იმ შემთხვევაში თუ დედა ღორს რძე არ აქ, ან ბევრი გააჩინა და ყველას ვერ აწოვებს ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ..
აუცილებელია დაბადებისთანავე კარგად გავამშრალოთ, დავუმუშავოთ ჭიპლარი და ჩავსვათ დათბუნებულ ყუთში რადგან როცა დაბადებიდან 1 საათი და მეტი ვერ იღებს ხსენს მაგ შემთხვევაში ძალიან უჭირს გოჭს ტემპერატურის შენარჩუნება და ამისთვისაა საჭირო თბილი ყუთი...
არის შემთხვევები როდესაც დედა ღორი მთელი ღამე თითო საათის ინტერვალით აჩენს გოჭებს ამიტომ ვერ დავუცდით თუ როდის მორჩება მშობიარობას რომ შემდეგ ერთად მივუშვათ გოჭები მოსაწოვებლად..
გაჩენისთანავე გოჭის დედაზე მიშვებას არ აქ აზრი რადგან კოორდინაცია დარღვეული აქ გოჭს და ტყუილად დახარჯავს ენერგიას ბანცალში. გაჩენიდან 1 საათში გოჭი უკვე მყარად დგას ფეხზე და შეგვიძლია მივუჩინოთ თავისი ადგილი ცურთან. დიდი შანსია ძუძუს დვრილები გაჭედილი იყოს ამიტომ უნდა მოვბანოთ წყლით და ერთი გამოწველა გამოვწველოთ სადინარის გასახსნელდ. შემდეგ გოჭს მივიყვანთ ამ ძუძუსთან და ის თვითონ მიხედავს..
თუ არსებობს ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ან სხვა რაიმე მიზეზი რის გამოც იძულებულები ვართ გოჭი ხელოვნურად გამოვკვებოთ ამისთვის გაჩენიდან 1 საათის შემდეგ ანადუღარ და 40 გრადუსამდე გაგრილებულ 100 გრამ წყალში ვხსნით ბავშვის საკვებ ხელოვნურ რძის ფხვნილ ნუტრილაკ N1 ს 3 კოვზს. (კოვზი პაკეტში მოსდევს) და ვასმევთ გოჭს 5 გრამს. გოჭი არც სოსკიდან მოწოვს და არც ჯამიდან დალევს მას 5 გრამიანი შპრიცით უნდა მივუტანოთ რძე პირთან და რომ წაავლებს პირს ნელ ნელა მიაწვებით დგუშს და გოჭი თვითონ დალევს რძეს.. (შპრიცი უნემსო უნდა იყოს და პირში 2-3სმ სიღრმემდე უნდა შეყოთ) შემდეგ ვაბრუნებთ გოჭს ყუთში და ერთი საათის შემდეგ ისევ ვაჭმევთ ახალ მომზადებულ რძეს 37-38 გრადუსიანს ახლა უკვე 10 გრამს. შემდეგ 3 საათი ვასვენებთ და ისევ ვაჭმევთ 15 გრამს. ასე 5-5 გრამის მატებით უნდა კვებოთ თუ გოჭი ძაან პატარა და სუსტია 0.5-0.7 კილო 20 გრამ რძემდე. თუ 1-1.3 კილოა 35 გრამამდე. თუ 3 კილოა (ჩემმა გააჩინა ამ გაზაფხულს სამი და სამას გრამიანები. ამ შემთხვევაში ყოველ სამ საათში ვზრდით 5 გრამის ნაცვლად 10 გრამით 50-60 გრამამდე. ეს დოზირება ეყოფა პირველი 2-3 დღე. შემდეგ აწონით და ყოველ მომატებულ 100 გრამ წონაზე 3 გრამ რძეს დაუმატებთ. როგორცკი გოჭი გახდება 1 კვირის უდგავთ წყლის ჯამს და საკვებურში უყრით ძალიან ცოტა სელტეკ+ ს დაახლოებით ნახევარ ჩაის კოვზს. (თუ ვერ მიხვდა რომ იჭმევა ხელით ჩააყარეთ პირში რომ გემო გაიგოს) ამავე დროს ისევ ვაგრძელებთ რძის მიცემას და სელტეკის დოზირებას ვზრდით ჯერ ერთი ჩაის კოვზით და ვუყრით ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
მეორე მესამე დღეს ორ ჩაის კოვზს აჭმევთ
მესამე დღეს შეხედავთ და თუ სუმთელს კარგად ჭამს კიდევ ვზრდით 3 ჩაის კოვზამდე და შემდეგ მეოთხე დღიდან ნებაზე აჭამეთ თუ კუჭის აშლა შენიშნეთ მაშინვე შეამცირეთ დოზირება ხოლო რძის ჭმევა სელტეკის დოზირების გაზრდის უკუ პროპორციულად უნდა შეამციროთ.
საბეკონე ღორები ძალიან ცოტა რძეს გამოიმუშავებენ და მიუხედავად იმისა დედა აწოვებს თუ არა მაინც აუცილებელია დამატებით გამოვკვებოთ ხელოვნური რძით ხოლო მეშვიდე დღიდან სელტეკით 1 თვემდე.. ..
ხელოვნური რძით გამოკვება ძალიან ძვირი ჯდება ამიტომ მომავალ წლამდე ვეცდები ძროხის რძის გამოყენებას მაგრამ აქამდე ნაცადმა დოზირებებმა და წყალში გაზავებამ შედეგი არ გამოიღო ძალიან უშლის კუჭს გოჭებს..
..თუ იცით ვინმემ ძროხის რძე რა დოზირებით ეჭმევა გოჭს ან რა განზავებით დაწერეთ მე მოხდაც ვცადე ერთი ერთზე წყალში გაზავებაც და შრატის მიცემაც მაგრამ ჯერ ჯერობით არ მაქ კარგი შედეგი.
* * *
levani169კაი ბურვაკებია რას ერჩი
This post has been edited by vano22 on 4 Sep 2017, 11:19