kaxaberski66 ბუნებრივი ტემპერატურა 38-40 ხო?
ნახერხი და ჩალა მაქ და ვუფენ მაგრამ თვითონ ეს ფიცარია სრიალა.. წიფელია მგონი..
fattoria წითელი აგური? აგური კი მაქ მაგრამ არ ამოყრიან?
dsaltxucaმართალი ხარ პატიოსნება და საქმის პროფესიონალიზმი მთავარია.. მატყუარა და აფერისტი ერთხელ იმაიმუნებს, ორჯერ და მესამედ ახლო აღარ გაიკარებს არავინ..
დროდადრო გაგვაცანი საქმის მდგომარეობა..
ისე ავტომატიზირებულ საკვებურებს ფიქრობ თუ მექანიკურ საკვებურებს?
kaxaberski66 კი ვუყურე მაგრამ ისაა თუ არა რაც შენ მითხარი არ ვიცი.. მე რასაც ვუყურე იქ სამივე მეზობელი ერთმანეთს ქვებს ესროდა

დამილინკე რა
ghost471 სუ 2 ბუდე არ აქ?? თუ მკვდარი გოჭები სრულად იყვნენ განვითარებულები მაშინ ერთადერთი მიზეზი გაგუდვაა სისხლის მიწოდების ნაადრევი შეწყვეტა. მიზეზი შეიძლება ერთერთი გოჭის არასწორი მდებარეობაც იყო რომელიც გაჩენის დროს ახლართული იყო ჭიპლარებში და გამოსვლისას გამოწყვიტა სხვების ჭიპლარები.
კუდები 10 დღისებს დააჭერი.. იშოვე მაგარი წვრილი ძაფი. ოღონდ ისეთი რომ სრიალა არ იყოს და ნასკვი არ გაიხსნას.. მოიმარაგე 1 იოდი. ბამბა. და კარგი მჭრელი მაკრატელი. მე ჩვეულებრივ დიდ ჩინურ მაკრატელს ვხმარობ. ნებისმიერ წვრილმანების მაღაზიაში იყიდება.
ერთმა კაცმა უკანა ფეხებით უნდა დაგიჭიროს გოჭი. შენ კუდზე ძაფი მაგრად გაუჭირე და 2-3 ჯერ განასკვე 3 მალაზე. მერე ჩააჭერი ძაფის ზედმეტი ნაწილი და ძაფიდან ოდნავ მოშორებით წააჭერი კუდი. წაჭრის შემდეგ თუ ძაფი კარგადაა გაჭერილი სისხლი ან საერთოდ არ წამოვა ან ძაან ცოტა. წაჭრისთანავე დაადე იოდიანი კარგად გაჟღენთილი ბამბა 5 წამი და მორჩა. ამის მერე ძაან ხშირად უნდა დახედო ხოლმე რომ მოჭერილი ძაფი არ წასძვრეთ კუდიდან.. დილით რომ დააჭრი მეორე არა და მესამე დილით ფრჩხილების საჭრელი პატარა მაკრატლით წააჭრი ძაფებსაც და წაუსვავ რამე მაზს თუნდაც თურმანიძისას.. მგონი სულ ესაა. თუ მოხდება შემთხვევა და რომელიმე გადაიძრობს ძაფს ან სისხლი დაიწყებს წვეთას მაშინვე ხელმეორედ უფრო ხარისხიანად გაუჭირე ძაფი.. ეცადე მუცლით არ დაიჭირო და არც წინა ფეხებით თორემ ამ დროს მუცელში წნევა იზრდება და თიაქრის რისკი იმატებს
This post has been edited by vano22 on 28 Oct 2017, 14:32
ვალუტის გაცვლითი კურსი....
1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????
დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.