ეს ფართი მაქვს ახლა.
ვფიქრობ როგორ გადავანაწილო, მაგრამ ღორის საჭმლის მოსამზადებელი ოთახი ნამდვილად არ მაქვს

შესანახად შემიძლია ჭერის თავზე სახურავსა და ჭერს შორის მოთავსებული ფართი გამოვიყენო, მარცვლეულის შესანახად, 1-2 მეშოკს სავსეს ოთახშიც დავატევ, მეტს ვერა.
ფანჯრები აღნიშნულია მწვანე სამკუთხედებივით, 1 მეტრიანი სიგრძისაა და სიმაღლზე 0.6მ
დიდი კარი მაქვს წინიდან რკინის ჭიშკარი ასე ვთქვათ, 3მ სიგანის.
ამ შენობაში მინდა მირჩიოთ როგორ განვალაგო ღOრებისთვის ტიხრები, აი ორმაგი ტიხარი რო დაწერეთ დედა ღორისთვის, ეგ მომეწონა ძალიან, ვიდეოზეც კარგად ჩანდა, პრაქტიკული ჩანს და უსაფრთხო, ეგეთი მინდა მოვაწყო, სავარაუდოდ მხოლოდ ერთი დედა ღორისთვის, მეორესთვის მერე გადავაკეთებ ამ პატარა შენობაში, დიდი ცოტა მერე მექნება და იმას მერე გამოვიყენებ.
ერთი დედა ღორის ადგილი გოჭებიანად რო დაეტიოს კარგად, მერე გოჭებს რო ავსხლეტ ისინი ცალკე გავუშვა რაღაც ასაკამდე და მერე ზოგს გავყიდი ზოგს მოვასუქებ. რას იტყვით?

გასადიდებლად მოტანილი მაქვს ბლოკი, დანარჩენ რამეებსაც შევამატებ ელნელა და გაზაფხულზე დავიწყებ მშენებლობას.

ეს მინდა გამოვიყვანო, თU რატომ ვუკეთებ კუთხეს ანუ ამ ფორმით მიშენებას ამას თავისი ბუნებრივი მიზეზები აქვს, საკმაოდ ქარიანი ადგილია და საჭიროა, ისე სახურავს ძალიან დიდი ძალა აწვება და მეშინია რო მოძველდება ნელნელა აიღებს ჟეშტს

ღორისთვის რამდენად საკმარისი იქნება ყოველ 2მ-ში 0.6 კვადრატიანი ფანჯარა, დღის სინათლის ვარიანტისთვის, განიავება ნამდვილად არ ჭირს, ერთ ფანჯარას რო გავაღებდი ხოლმე მიწიდან იღებდა ცხვრის ცურცლს (ადრე ცხვარი მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ტენიანი ადგილია და არ ივარგებდა ვიცოდი

)
ხო, ზომებზე ბოდიში, მძიმე ერთი ციფრით უნდა გადაიწიოს ანუ 10მ რო წერია 1 მეტრს ნიშნავს.
გის-ში დავხაზე და სხვანაირად ვერ მოვაბი თავი.
რაც შეეხება მოვლა-პატრონობას იქ დარაჯი მიწერია და მეც ვიგულისხმები მანდ.
მე და ჩემი ნათლია უნდა ვიყოთ ამ საქმეში, მარტო მე ნამდვილად ვერ ვნახავ იმდენ დროს, რომ ყველაფერს გავწვდე, 2 დღე მე ვიქნები ადგილზე, 2 დღე ის, კიდევ ორი დღე სავარაუდოდ მამაჩემი და თუ ვინმე ნორმალური ვნახე და სანდო ერთ ან ორ დღეს იმას დავტოვებ და ეგ იქნება.
პ.ს ვინმე ვერ მოიქცევა არაკეთილსინდისიერად, ყოველ შემთხვევაში 12 კამერა მაქვს უკვე იქ გამზადებული, მუშა მდგომარეობაში, 36 საათიანი უშუქობის დროსაც მუშაობენ, წინა კვირას დავესტე უკვე

სეიფში დგას აპარატურა კვებიანად, დენი რო გაუთიშოს კაცმა 3 დღე მაინც იმუშავებენ, კამერას ვერ დააზიანებენ, ერთმანეთს უყურებენ ანუ ერთის გასაფუჭებლად რო მიხვიდე მეორე გხედავს ამ დროს

ყარაყლის ყარაულიო რო იტყვიან ეგაა კამერა და ამ ყარაულის ყარაულს კიდე ყარაული ჰყავს

შიდა პერიმეტრზეც და შენობის აგრეთაც.
ამ აპარატურას ხარჯად არ ვთვლი ნამდვილად, ჯერ ერთი კაპიკებში დათრეულია, მეორეც ბევრად მეტს მომიტანს ვიდრე დამიხარჯავს რა საქმეც არ უნდა ვაკეთო.
This post has been edited by shuma89 on 18 Nov 2017, 00:24