ვაიმე ჩემი ძაღლი რომ დადის ექიმთან და იცრება ნეტა მე დავყავდე მასე ვინმეს

ფერმაში რა ცხოველიც არ უნდა გყავდეს :ძაღლი, კატა, ქათამი თუ ღორი, თუ ის იზოლირებულია სხვა გარეშე ცხოველებისგან და თითონ ფერმაშიც დაცულია სანიტარული ნორმები მაშინ არ ემუქრება ჩემი აზრით დაავადება ფერმის არცერთ ცხოველს და თუ არაა დაცული სანიტარული ნორმები, მაგ შემთხვევაში ძაღლის ან კატის ყოლა არ მგონია აუცილებელი დაავადების გასაჩენად

ფერმაში ძაღლის და კატის ყოლაში არ ვგულისხმობ იმას რომ საღორეში ძაღლი ცხოვრობდეს და კატა, ეს თავისთავად გულისხმობს სანიტარული ნორმებსი დარღვევას. მე უცხოური ფერმერების ვიდეოში მინახავს ძაღლები რომ ყავთ, კარგი ჯიშიანი გაწვრთნილები... აი მაგ მხრივ ჩემი ძაღლი ვერ დაიკვეხნის. რომ მიუშვა ქათამსაც გააძრობს კისერს და შეუჭამია კიდევაც და პატარა გოჭსაც შეჭამს. დიდს ჭკუიდან გადაიყვანს ზედ შეხტომით თუ ერთი-ორი დრუნჩი არ უთავაზა კარგად, ისე რომ მეორედ შეხტომის სურვილი არ გაუქრება. ცხოველები უყვარს, ჭამაც და შეხტომა-თამაშიც. ძროხებზე გიჟდება, იმდენჯერ ცემეს მაგრამ მაინც მიდის ხოლმე

ცხვრებში არ გამიშვია, მანქანიდან კი გიჟდება მათ დანახვაზე და გოჭები ვიცი რომ უყვარს, მაგრამ არც მაგათთან მიმიშვია. ქათმები პრაქტიკიდან ვიცი რომ ჭამს ეგრევე...
ჩვენთან მაგალითად ფერმას ეძახიან ყველაფერს სადაც ცხოველის სადგომებ აქვთ. მე არც ფერმერი ვარ და არც ექსპერტი ამ საკითხში, მაგრამ თეორიულად ვიცი რომ ელემენტარული სანიტარული ნორმები რომ დაიცვან, დაწყებული დზობარიერით(ოღონთ ძუნგლიანი და ტალახიანი ტილო რო უგდიათ ეგ კი არა, ყოველთვე სადეზინფექციოხსნარით რომ იქნება დამუშავებული ისეთი საგები) ამის გარდა ხალათიც აუცილებელია, რომელიც შესასვლელში ეკიდება და ფეხზეც გამოცვლა. ამით მინიმუმამდე დაიყვან დაავადების გარედან შეტანის შანსს. აბა ამისი გაკეთება არც ისე ძვირია რაც მე ვთქვი , მაგრამ ამას თითქმის არავინ აკეთებს. შინაურულ ფერმებში მე არ მინახავს ამას ვინმე აკეთებდეს. ხელდაუბანელი შესვლაც არაა მართებული. მოკლედ ბევრი პატარა ნიუანსია მაგასთან დაკავშირებით.
გადავიკითხე ზემოთ და ჩემი მოკრძალებული დაარაკომპეტენტური აზრით ეს არის კერატის ბრალი. კერატის ბრალში ვგულისხმობ იმას რომ მართლაც დიდი შანსია თითონ ეს კერატი იყოს ინცესტის მსხვერპლი

ანუ ვეთანხმები kaxaberski66-ს. ამ დასკვნას მე განგიმარტავთ ჩემი გამოცდილებიდან, ოღონდ არა ღორებზე, არამედ ძაღლებზე. მე მყავს ჰასკი დედალი და მამალს ვეძებდი შესაჯვარებლად. ხოდა ჩემმა ტანამშრომელმა შეაჯვარებინა ერთს და მეც იმასთან მივედი. მერე რათქმაუნდა გავიცანი ეს ადამიანი. ხოდა ჩემმა ძაღლმა არ იმაკა. ამ ბიჭმა თქვა რომ 15 ძაღლთან მყავს შეჯვარებულიო, აქედან 3-მმა არ იმაკა. დანარჩენებიდან ერთმა გააჩინა 7 ჯანმრთელი ლეკვი, და დანარჩენებმა ან მახინჯი და ნახევარი მკვდარი, ან ყველა მკვდარი, და ერთმა კიდევ ერთი დიდი ლეკვი გააჩინა. მოკლედ ბევრი რკვევის მერე აღმოჩნდა რომ ამ ძაღლში , სამი თაობით წინ ინცესტს ქონდა ადგილი. იმ კლუბში ამოვაძებნინეთ თაობების გენეოლოგიური ხე და ასე აღმოჩნდა. ეგეთი შემთხვევა თითქმის 90 % არის გენეტიკური ნაკლი, ანუ გენური ჯაჭვის ჩამოყალიბება ვერ ხდება სწორედო, ასე ამიხსნა ვეტექიმმა. ამიტომ იმ ძაღლთან აღარ შევაჯვარე.