ვანო შენ მემგონი გინდა რომ კონკურენტები ჩამოისორო და მაგიტო უწურავ იმედებს ყველას, ბიჯოო, შენი 250 ლარად გაყიდული გოჭებისა არ იყოს, თითო გოჭი უნდა გიჯდებოდეს მაქსიმუმ 50 ლარი და 200 ლარიანი მოგება ცუდი რატო არის??
თუ ეს მარჟა არ გრჩება მაშინ რაღაც პრობლემაა ფერმის ორგანიებისა და მოვლა/შენახვის პირობებში და ისაა მოსაძებნი და გასაუმჯობესებელი.
ასევე ხორცად 8 ლარად, კაი 7.5 ლარად ჩაბარებული ხორცი რატოა გადაყრა მაშინ როცა წესიერად მოწყობილ ფერმაში, მითუმეტეს როცა გოჭიც შენია თვითღირებულება 1 კგ ხორცისა უნდა ჯდებოდეს 4.3, ნუ მაქსიმუმ 4.5 ლარი.
მემგონი ბევრი დამეთანხმებით რომ ამ კალკულაციებს ხშირად და ძალიან ზუსტად ვაკეთებ და ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანაც შემიძლია და ბევრი ფერმერიც შემიძლია შეგახვედროთ. მაგალითად ერთ-ერთ ფერმერს, ამ 2 კვირის წინ დაკლული ღორებიდან თითოზე 390 ლარი მოგება დარჩა, რომელიც 5 დან 6 თვემდე ასაკის ღორები იყვნენ. არ ვიცი, თუ სადმე ყრია სხვაგან ეს ფული მაშინ შეეშვით კაცო ამ საქმის კეთებას ბაზარი არაა, მაგრამ ფაქტია რომ შეცდომას დაუშვებთ