გამარჯობათ მეგობრებო, გუგლში ქექვისას გადავაწყდდი ამ ფორუმს და გადავწყვიტე შემოერთება.
გაზაფხულზე ვიყიდე 4 გოჭი, სახლისთვის გავზრდი მეთქი ვიფიქრე. მათი ზრდის ტემპიდან და საკვების ხარჯიდან გამომდინარე დავინტერესდი ამ მიმართულებით და როგორც შევატყვე საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს ღორის ფერმას.
ამიტომ გადავწყვიტე შემოდგომისთვის ავაშენო დაახლოებით 50კვ შენობა და გაზაფხულისთვის ვიყიდო დაახლოებით 15 გოჭი.
გამოცდილებიდან ვიცი უკვე რომ ჯობია ნებისმიერი საქმე ჯერ თავად ისწავლო და ისე შეეჭიდო დიდ გეგმებს, ამიტომ ვფიქრობ 15 გოჭით დაწყება კარგ გამოცდილებას მომცემს.
მიუხედავათ იმისა რომ გარკვეული ინფორმაცია მოძიებული მაქვს, სიამოვნებით მივიღებ კიდევ რჩევებს,
ვფიქრობ ეს 15 გოჭი გადავანაწილო 3-3-ად გალიებში. იატაკზე ბიტონს დავასხავ მინ 10 გრადუასიანი დახრილობით.
როგორც უკვე შევატყვე ყველაზე შრომატევადიანი სისუფთავის დაცვაა, ვაპირებ გავშალო ნახერხი, რომ სისველე მინიმუმამდე დავიყვანო, გამოსუფთავების შემდეგ კი იატაკი გადავრეცხო, კანალიზაციისთვის შენობის გვერძე ორმოს ამოთხრას და ზემოდან გადაფარებას ვაპირებ.
რაც შეეხება საკვებს, დასაწყისიდან თითო გოჭზე ვაპირებ 1 ტომარა კომბინირებული საკვების მიცემას (პრემიქსის) შემდეგ უკვე სიმინდი, ქერი, ხორბალი და ა.შ. ნარევზე გადაყვანას. ასევე მაქვს მიწები სადაც მომყავს სიმინდი ამ ეტაპზე (მომავალი წლისთვის ქერს ვაპირებ, ასევე ნაწილზე სოიოსაც ვფიქრობ).
ასე რომ საკვების ნაწილს თავად მოვიყვან რომ კვების ხარჯები ნაკლები მქონდეს.
უხეშად რომ დავთვალე თითო ღორის გაზრდა (საშუალოდ 110კგ-მდე) საშუალოდ 400 ლარი ჯდება, ხოლო ღორის ხორცის საბითუმო ფასი 8 ლარი რომ ვიანგარიშოთ ერთი ამდენი რჩება, ამას კიდევ ფერმის ხარჯები რომ გამოვაკლოთ, თითო ღორი ყველზე ცოტა 300 ლარს სუფთას დატოვებს.
ფერმაც თბილისთან ახლოს 40 კმ-ში იქნება და ტრანსპორტირების ხარჯებიც ბევრი არ გამოდის.
იმედი მაქვს შემდეგი პარტიის რაოდენობას მინიმუმ გავაორმაგებ და უკვე სადედე ღორებსაც გავიჩენ, მითუმეტეს დღითი დღე წინ მიდის საქართბველოში ხელოვნური განაყოფიერება და საკუთარი გოჭების ყოლა ერთი-ორად ზრდის ბიზნესის ხარჯებს და რენტაბელობას.
მოკლედ ველოდები თქვენგან რჩევებს. გულითადათ მოგისმენთ ყველას <3
* * *
ბოლოშო ჩავასწორებ,
ერთი-ორად ამცირებს ბიზნესის ხარჯებს და ზრდის რენტაბელობას.

)