mirian77სამწუხაროდ ღორების ხელოვნური განაყოფიერება ისეთივე პრინციპით ვერ ხორციელდება როგორიც საქონელზე. იმიტომ, რომ ღორის სპერმა ღრმა გაყინვით ვერ იყინება და შესაბამისად დიდხანს ვერ ინახება.
ამიტომ ღორების ხელოვნური დათესლვა პრაქტიკაში წარმოდგენილია სულ სხვა გვარად, კერძოდ კი კერატ მწარმოებელს სპერმას ართმევენ, აკეთებენ განზავებას და იყენებენ მხოლოდ რამდენიმე ნეზვზე* თანაც მხოლოდ მოკლე პერიოდის მანძილზე 24-48სთ.
*მხოლოდ რამდენიმე ნეზვს იმიტომ რომ ღორის ეაკულატში სპერმატოზოიდების სიხშირე ძალიან დაბალია, ნეზვის განაყოფიერბისთვის კი ამ პარამეტრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ვერ აკეთებენ დიდ განზავებებს.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე ღორების ხელოვნურ დათესლვას იყენებენ დიდი მეურნეობები რომელთაც ყავთ რამდენიმე გენეტიკურად ფასეული მწარმოებელი და ბევრი კერატის შენახვაც არ აწყობთ. ნეზვების დაგრილებას წინასწარ გეგმავენ ციკლების მიხედვით, ახურებაში მოსული ნეზვების გარკვეული ჯგუფისთვის იღებენ სპერმას, აკეთებენ არც თუ დიდ განზავებას და აგრილებენ. ვოოოოოოტ
ეხლა დასკვნა: ბუღის სპერმასავით კასრში შენახული და თაროზე შემოდებული ღორის სპერმა არ არსებობს, შესაბამისად მაგის ყიდვა შეიძლება მხოლოდ ისეთ მეურნეობაში სადაც დანერგილია ღორების ახალგანზავებული (ზოგჯერ გაციებული) სპერმით ხელოვნური დათესლვა. თან კერატი უნდა იყოს იმ პერიოდში რომ პატრონს შეეძლოს იმ მომენტისათვის სპერმის აღებას, უნდა გააქცუნო ეს გამზადებული მასალა და დათესლო ახურებული ნეზვი. ასეთი მეურნეობა საქართველოში არის თუ არა ვერ გეტყვი.
ვიცი გული გაგიტყდებოდა მაგრამ ეს ფაქტია. თუ სადმე გავიდე რომ რომელიმე მეურნეობას ზემოაღნიშნული მეთოდი აქვს დანერგილი აუცილებლად შეგატყობინებ