კარგი, ესეიგი
ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს? მოდის შევკრიბოთ ცოტა ცხელი თავების გუნდი და დავიწყოს მუშაობა ამ თემაზე. ტვეში ორჯერ ან ერთხელ შეხვედრა ამაზე მგონი პრობლემას არ წარმოადგენს ხო?
შემოვიკრიბოთ ამ თემაში გამოცდილი ხალხი და მოვინდომოთ ჩემო მეგობარი ვიწვალოთ და აუცილებლად დაგვიფასდება, მე არ მეზარება.
თეთრების დონეზე რო დავითვლით წარმადობას ჯიშების მიხედვით და ყველაფერზე რომ თავის მაჩვენებელი და კოეფიციეტი იქნება აი მაშინ განვითარების ალტერნატივების და საშუალებეების ზღვაას გპირდები რო მე მოვიძიებ.
მაგრამ Mტელი წვალება მაგამდე მისვლაა. მე ამაში მონდომებული, ჭკვიანი და დაუზარელი ადამიანების თანადგომა მჭირდება. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია რომ გვქონდეს ყველანაირ ფაქტორზე ამ თემის ირგვლივ! ეს თუ გამოვა და პირველ რიგში გუნდი თუ შევკარით შესაბამისი დამიჯერე რომ გამოგვივა. გუნდში ყველას უნდა ჰქონდეს რაღაც უპირატესობა და პლიუსი რის მიხედვითაც ის რაღაცის მოძიებას და გაკეთებას აიღებს თავის თავზე. ესე რომ დაკომპლექტდება თემა ყველას ეცოდინება თავის საკეთებელი და ორგანიზებული გუნდი ჩამოყალიბდება რომელიც ყოველშეხვედრაზე დასახავს განიხილავს და დაგეგმავს თითოეულ ნაბიჯს ზრდა განვითარებისკენ.
შეიძლება ბევრისთვის სასაცილო და ბევრისთვის შეუძლებელია მაგრამ მე მწამს რომ სწორი ხალხის მონდომების და გვერდზე დგომის შემთხვევაში შევძლებთ!
მარტომ დავიწყე კვლევა და ჯერ საწყის ეტაპზე ვარ ხალხო მისული და გაოგნებული ვარ ალბათობაში დებს ხალხი ფულს და არ მესმის რატო... როცა შეგიძლია იმდენი სახის ინფორმაცია გამოცდილებამ ოიძიო და თავი მოუყარო რომ ბაზები აეწყობა იმხელა ამაზ აი არ ვიცი. ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი თემაა, ვისაც აინტერესებს ეს ბიზნესი იმათთვის რა თქმა უნდა. ასე რომ დაწყება ღირს.
ვიღაც მეტყვის და გამაკრიტიკებს რომ ადექი მოუყარე თავი მაგ ინფორმაციასო. ამასაც ვუპასუხებ:
რაც მეტ კითხვას დამისვამთ უფრო მეტად დაგარწმუნებთ რომ მაინც აქამდე მივა მოვლენები და ხალხი რომ ესე წარმართონ საქმე.
ესეიგი: მარტო ისედაც მოვუყრი თავს მაგრამ ამასობაში იმდენი დრო გავა რომ ვერ წარმოიდგენთ რამდენ რამეს გამოვტოვებ და ვერ ავუწყობ ფეხს იმიტო რო ღმერთი არ ვარ და ამხელა ზღვა ინფორმაციის სწორად გაანალიზებას ერთი მონდომებული არ ეყოფა.
პლიუს მაას მეგობრებო: ჩვენს მიერ მიღწეული შედეგების საფასური მარტო ჩვენი წარმატება არ იქნება. რაც უფრო კომპლექსურად გამოვიკვლევთ და გავალთ უტყუარ ზუსტ ფაქტებსა და ინფრომაციაზე მით უფრო იზრდება შანსი ივესტიციების მოზიდვის და სერიოზულ მაშტაბებზე გასვლის.
10 ღორი რო მყავდეს და 25 წელი ვიმუშაო გავიყინები და დავრჩები ერთ ზომაზე, მაგრამ 0-დან რომ იწყებ და სწავლობ აანალიზებ და რიცხვების და მეასედების დონეზე გაქვს საკითხი შესწავლილი მანდ უკვე არც მომავლის დაგეგმვა გიჭირს და არც სხვის დარწმუნება იმაში რომ შენს საქმეში ფულის ჩადება ღირ და თანამშრობლობა კიდევ მომგებიანი იქნება....
ველი იდეებს და რეალური მოკმედებების სურვილს.
* * *
ერთი პლიუსი კიდევ:
ამ ყველაფერს ხალხი შეამჩნევს და დამიჯერეთ ამას რაც მოყვება უკვე თქვენთვის მომინდია ფიქრი. შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულ ხალხის გუნდს რომ საქმე გამოსდის ჯერ მისაბაძი ხდება და შემდეგ უკვე სასურველი, თანაშრომლობისთვის. არც განათლება მიშლის ხელს რომ კარიერა განვავითარო ჩემი და იქიდან მქონდეს ისეთი შემოსავალი რომ საწუწუნო არაფერი მქონდეს, მაგრამ ის საქმე მინდა რაც მიყვარს სიამოვნებას მანიჭებს და მამშვიდებს.
ასეთივეე ხალხი მინდა გვერდით ვისაც ეს საქმე მართლა უყვარს.
მარტო ის არააა რომ ფული ჩადო საღორე მეურნობის ბიზნესში და მშვიდად იყო რო მაინც გამოვა... მარაზმია იმიტომ კაკ რაზ ინფორმაციის ნაკლებობის და საქმეში ჩახედულობის სიმწირის გამო დაგექცევა კაცს თავზე ყველაფერი და ესეც ხდება....
ეს მარტო ამ საქმეში არა ზოგადად ქართული ბიზნესის მომაკვდინებელი სენია და ამ სენის სტატისტიკა შეუძლია ყველამ მოიძიოს დამო ძებნოს ქართული რეგისტრირებული შპს-ების სიცოცხლის უნარიანობა....
ვერასდროს ვიშოვით ფულს სანამ არ გვეცოდინება დეტალებში იმ ფულს რაში ვდებთ.
* * *
და ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლობის და არ ზრუნვის შედეგად მგონი რომ გასაკვირი და მოულოდნელი არაა რო ჩავარდეს ...
იმიტომ რომ კანონზომიერებაც მასეთია ზუსტად. ვინც მეტს ცდილობს მეტს სწავლობს და მეტად უყვარს საკეთებელი ის უფრო წინ არის და იმას უფრო გამოსდის. და როდესაც გამოსდის, უფრო ღირებული ხდება მისი საქმეს შედეგიც და დროც.
სწორედ ამიტო ვთვლი რომ ეხლა ღირს რომ ვიწვალოთ და დროც დავხარჯოთ, რომლის დახარჯვაც ისევ ჩვენივე მოგებასა და შემოსავალზე იმოქმედებს.