დაწერილ ინფორმაციებზე მეღიმება ხოლმე ხანდახან მარა სამწუხაროდ ხშირად ვერ შემოვდივარ აქ.
რამდენიმე სწორ განმარტებას ჩავრთავ
ხელოვნურ დათესლვას შევეხები - მცდარია ის აზრი რომ ერთიდაიგივე ბუღის შემთხვევაში ფურების განაყოფიერებისას ხელოვნურსა და ბუნებრივს შორის რაიმე განსხვავება იქნება. (ადამიანის შემტხვევაში სხვა სიტუაციაა. ამ დროს მეტი გარანტირებული ფეხმძიმობის მისაღწევად ახდენენ საკვერცხეების ჯერ ხელოვნურად დაძინებას ხოლო მერე სტიმულაციას, ამგვარად საკვერცხე სტანდარტული ერთის კვერცხუჯრედის ნაცვლად გამოიმუშავებს ორს და მეტსაც, ამიტომ ხელოვნურის დროს ადამიანებში ხშირია ტყუპი და მეტიც რასაც არანაირი ოდნავი კავშირიც კი არ აქვს მეცხოველეობის მოდელთან)
სამშობიარო გართულება ღორს შესაძლოა განუვითარდეს მრავალი მიზეზის გამო მარა ნაკლებად ბევრი გოჭის გამო. 18 გოჭი არ არის იშვიათი მოვლენა პირიქით სადედე ხაზის სელექციაში ძირითად კრიტერიუმად სწორედ მრავალბუდიანობას დასდევენ. სამშობიარო პათოლოგია შეიძლება პირიქით მცირებუდიანობამ გამოიწვიოს მაგალითად თუ ბუდეში მხოლოდ 2-3 გოჭია ეს იწვევს დედის მთელი ენერგიის ამ მცირეოდენ ნაყოფზე გადანაწილებას, ნაყოფი იზრდება ძალიან დიდი და შედეგად მშობიარობა გართულებული ან შეუძლებელია. პირადად მქონია მსგავსი შემთხვევა დედა ღორს სულ 3 გოჭი ჰყავდა და მშობიარობა გართულდა, ვამშობიარე სამეანო ჩარევით.
წითელ მიწას რაც შეეხება რკინის მიღების მიზნით, დიახ სიმართლეა მაგრამ არ გირჩევთ ბიოუსაფრთხოების მიზნით, ხოლო თუ ბიოუსაფრთხოება დაცული არ გაქვთ და ღორები დადიან ნებაზე აღმა-დაღმა მაშინ დაუყარეთ მიწა რამდენიც გინდათ. მე პირადად რკინის პრეპარატს ვემხრობი.
ხელოვნურ განაყოფიერებას ძალიან წარმატებით იყენებენ მსოფლიოში ყველგან და სხვათაშორის საქართველოშიც უბრალოდ ღორის ხელოვნურსა და საქონლის ხელოვნურს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. საქმე იმაშია რომ ბუღის ერთი ეაკულატი შეიცავს იმაზე გაცილებით მეტ დოზა სპერმატოზოიდებს რაც საკმარისია ფურის დასაგრილებლად ამიტომ აკეთებენ სათანადო განზავებას და ერთ ეაკულატზე რამდენიმე ათეულ დოზას და ექვემდებარება ღრმა გაყინვას. ღორის შემთხვევაში კი ეაკულატის რაოდენობა მოცულობრივად ძალიან ბევრია მაგრამ მასში შემცველი სპერმიების სიმცირის გამო მისი განზავება ან არ ხდება ან მინიმალურ დონეზე დამხმარე ნივთიერებების დამატებით ხოლო ღრმა გაყინვას ვერ ექვემდებარება, მხოლოდ გაციებას და აქტიურობის ვადა შემოიფარგლება რამდენიმე დღიდან მაქსიმუმ ერთ კვირამდე. შესაბამისად სანამ მწარმოებელი შეირჩევა უნდა გაუკეთდეს სპერმის ანალიზი, განისაზღვროს სიხშირე, სპერმის პათოლოგიები, აქტივობა და თუ ყველაფერი ნორმაშია მერე უნდა მოხდეს მისი გამოყენება ხელოვნურ მწარმოებლად.
* * *
მე ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ნანახი საქართველოში ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული ძალიან კარგი ბუდეებით.
რაც შეეხება ჯიშებსა და მათი შეჯვარებით მის გაუმჯობესებებს. ამაზე მგონი ადრეც მაქვს დაწერილი თუ ქათმის ფერმაში ვხსნიდი აღარ მახსოვს. მოკლედ დაიმახსოვრეთ, ხალასი ჯიშები არის ყველა სხვადასხვა მიმართულების და გამოყენების. საბოლოო სასუქებელი თაობის ეფექტური ზრდის მიღწევისათვის მეურნეობებში მიმართავენ შემდეგს: სელექციონერი აყალიბებს სადედე ფორმებს და ნიშანთვისებების მიხედვით ატარებს ჰიბრიდიზაციას ანუ რომელიც უნდა იყოს დედა ღორი მას ყავს ვთქვათ ორი ჯიშის წინაპრები a დედა და b მამა შედეგად ვიღებთ დედა ღორს ab-ს ხოლო სამსმედ იყენებენ ან ხალას ჯიშს ან აქაც ჰიბრიდს. ნუ ვთქვათ მამა ხალასი ჯიშია და დავარქვათ მას c. აი ამ დედის და მამის ნაჯვარი გამოვა უკვე abc ჰიბრიდი რომელსაც წინასწარი შერჩეული ნიშანთვისებებით ექნება ძლიერი და სწრაფი ზრდა და ასე ტრიალებს ეს მუდამ ანუ სადედე ფორმებ და სამამე ფორმებს სულ სჭირდება ხელახლა ყალიბება და არანაირად აღარ გამოდგება და არ ექნება ის ეფექტი უკვე აბც-ს რეპროდუქციას.
და დაიმახსოვრეთ რომ საბოლოო ჰიბრიდი მიზანმიმართულია მხოლოდ იმისთვის რომ ძალიან სწრაფად, ენერგიულად და მოკლე დროში გაიზარდოს რაც შეიძლება ნაკლები საკვების დანახარჯით. ამრიგად სახში გამოზრდილი ღორებით ვერასდროს ვერ მიაღწევთ იმ შედეგებს რასაც აღწევს მეურნეობა და კარგი სელექციონერი. ხოლო ჯიშთა შეჯვარებით მიიღებთ ორივე შემთხვევაში გაუარესებულ ჯიშს ან კონკრეტული მიზნისთვის ერთჯერად ხაზს.
მოდი ერთსაც უფრო იქნებ და მარტივად ავხსნი ზემოთ დაწერილს რა. მოკლედ რომ ვთქვათ ეფექტური დედა ღორი რომ მივიღოთ გვჭირდება ძლიერი მერძეულობის ნიშანთვისება ამისათვის მის წინაპრეპს არჩევენ ისე რომ მიიღონ კონკრეტული შედეგი სადედე ფორმირებისთვის. ამას ვუჯვარებთ მამალს კონკრეტული მიმართულებისთვის, ვთქვათ სუფთა საბეკონეს და გამოგვდის ბოლოს ორ ან სამ ან ოთხ ხაზიანი ჰიბრიდები რომლებიც ძალიან სწრაფად იზრდებიან და წარმატებულ მეურნეობებში ამგვარად მიიღწევა კონვერსია 2,2-2,3 ლამის ქატმის ბროილერს უტოლდებიან
* * *
ხო ეს ბოლო განამრტება იუთუბის ფერმერს ეძღვნება ჯიშებს რომ აუმჯობესებს