vano22მოდი მარკეტინგულად და მეცნირულადაც მიუდგეთ

რამდენ კილოს ჭამს სიმინდ ხორბალ ქერს ერთი დიუროკი ზრდასრული დედა ?
რამდენი კილოა შენი გოჭი 1 თვის წინ რომ ეყოლა ? რას აჭმევ დამატებით და საშუალოდ რა დაგიჯდა ერთი თვე შენახვა ?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მე გეტყვი ჩემსას 11 გოჭის შენახვა დამიჯდა 15 ლარი ვიტამინები + 15 ლარი სოიოს შროტი რაც დავაწყებინე . ანუ გოჭი ერთი ცალი 3 ლარი დამიჯდა და უკვე სიმინდ ხორბალს ვაჭმევ არის თითო დაახლოებით 10- 11 კილო . (ავწონე ერთი თვის თავზე არც კი)
ორ დედას და ერთ მაკეს ამ წუთას ვაჭმევ ერთ ფუთიან ვედრა ნაფქვავს დღეღამეში, ნაფქვავი წონაში სავსე ფუთიანი 7 კგ ან გამოვა ან არა დაუშვათ 2.3 კგ (ცოტა იონჯასაც მაგას ვერ დავთვლი 2000 კვადრატზე მიდგას ) თითოს ვაჭმევ 2-2,3 კგს დღეში მეტს არ ჭამენ მაკეს სურათს გადაუღებ და დავდებ როგორია .
2.3 კგ საკვებიX0.4 თეთრზე - 92 თეთრი დღეში ჰა ჰა 1 ლარი - წელიწადში ერთი დედა 365 ლარი მიჯდება - თუ 2 ჯერ მაინც დავაყრევინებ თითო დედას და ორივე დაყრაზე ერთად მინიმუმ 15 გოჭის მომცემს და გოჭს 100 ლარად მაინც გავყიდი ერთ ბუდობაზე 1235 ლარი დარჩება.
ეხლა დიუროკზე შენ დამითვალე ოღონდ კაცურად გაბუქებების გარეშე .

რო ვიცოდეთ ეს დედა #####ული მართლა რამე რჩება თუ რისთვინ ვწვალობთ

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხო კიდე ერთ რამეს დავამატებ დასაკლავად გაზრდის ეფექტს ჩემთვის მთავარია ის ეფექტი რომ 6 - 7 თვის გახდეს დასაკლავი ანუ 80 კგ ქონდეს სუფთა ხორცი, რამდენი კგ იზრდება სულ 500 თუ 300 ეგ არაეფექტური მიდგომაა ( თუ დასაკლავად გინდა 80 კგზე მეტს ძნელად გაყიდი ყოველშემთხვევაში მე ძნელად გავყიდი არა მგონია რომელიმე ყასაბს 300 კილოიანი ღორი დასაკლავად მიყავდეს )
მაგრამ 80 კგ ხორცი თუ დადო 7 თვეში ნიშნავს 7X30= 210 დღეს ანუ 210 ლარს (მაქსიმუმ ზემოთ დედაზე დავითვალე საკვების ფასი და ერთი ზრდასრული ღორის ულუფა კილოში) პროპორციულად 210 ლარის თუ შეჭამა და 80 კგ ხორცი მომცა 80X6 (ხორცის მინიმალური ფასი) = 480 ლარს - 210 ლარი = 270 ლარს ერთ ღორზე .
დიუროკზე ესეც დამითვალე 2 თვემდე რასაც აჭმევ ის ხარჯი რამდენია და დიუროკის გოჭი რომ 250 ლარად ვერ გაყიდო ხორცად გაყიდვა გიღირს თუ არა

ეს იმ შემთხვევაში თუ საკვები მუდმივად 40 თეთრად ვიშოვე თუ ვერ ვიშოვე ზარალია ან ტყუილი წვალებაა და არა მგონია სახორცედ ღორის გამრავლებას აზრი ქონდეს გინდ დიუროკის ჯიში აიღე და გინდ იორკშირის. საგოჭედ დიუროკის სანამ ფასი აქვს ღირს .
This post has been edited by 5nizza on 25 Apr 2017, 20:26