naxuca ახლიდან აშენებ საღორეს თუ არსებულ ფართს არემონტებ?
საკვები ბაზა სეზონზე იაფად ნაყიდი ქერი სიმინდი და ხორბალია. ან შენივე მოყვანილი მაგრამ არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა რადგან რასაც შენით მოყვანისას ზოგავ ის ფული ნათესის მოგებაა და ღორებს მაინც სტანდარტულ ფასად უნდა უანგარიშო რადგან იმ მარცვლეულს ისედაც გაყიდდი 50 თეთრში ღორებს რომ არ შეეჭამათ..
გოჭს დაბადებიდან 7 დღის შემდეგ აჭმევ სელტეკის გრანულს 40 დღემდე შემდეგ გადაგყავს პიგ მაქსის სტარტზე 25 კილო ცოცხალ წონას რომ მიაღწევენ გადაგყავს გროუერზე.
3-4 თვისას ნელნელა ჩაუნაცვლებ გროუერს ქერ ხორბალ სიმინდის როშით.
აცრები.. 5 დღის გოჭს უკეთებ 2 გრამ რკინის ვიტამინს და უმეორებ 21 დღეში.
10 დღისას უკეთებ აუესკის ვაქცინას 1 გრამს და უმეორებ 21 დღეში.
2 თვიდან უკეთებ ჭირის და წითელი ქარის ვაქცინას.
4 თვიდან ამუშავბ ჭიაზე წელწადში 2 ჯერ.
ყოველ თვე თვეში 5 დღე ასმევ ინტროვიტ ა ს წყალში ხსნად ვიტამინს და 2 თვეში ერთხელ 2 კვირა ურევ საჭმელში ვიტაპლასტინს. 3 თვეში ერთხელ პერეკისიანი ბამბით უწმენდ ყურებს და 7-8 თვეში ერთხელ აჭრი ჩლიქებზე ნაზარდებს. რაც გამომრჩა ჩაამატეთ. დამწყები ვარ და მეპატიება
ვალუტის გაცვლითი კურსი....
1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????
დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.