გამარჯობა მეგობრებო,
ცოტა უცნაური კითხვა მაქვს და ნუ დაიზარებთ ვისაც შეგიძლიათ პასუხის გაცემა. მოკლედ:
გვაქვს სათბური ლილოს ბაზრობასთან არმისული. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემებზე მუშაობს შემოგვთავაზა იდეა, რომ თუ იქნება შესაძლებლობა, იქნებ თქვენს გვერძე ავაშენოთ სათბური და ეგებ დაგვეხმაროთ უნარშეზღუდული ბავშვების დასაქმებაშიო. მოკლედ აღარ მოვყვები პრეამბულას თუ შეიძლება. ფაქტი ის არის, რომ დღესდღეისობით დგას ჩვენი სათბური 1500 მ2 მის გვერდით დგას მიახლოებით 240 მ2 სათბური ამ ბავშვების, რომელიც ვერაფრით ვერ მოვიფიქრეთ რითი დავტვირთოთ. ფაქტი ის არის, რომ სამწუხაროდ, როგორც მოგვიანებით მივხვდი, ამ ორგანიზაციას ეგონა ეს სათბური მომგებიანი იქნებოდა,

მე კი იმას ვუხსნიდი თავიდანვე, მაგ სათბურმა თუ ამ ბავშვების ხელფასი იხადა (თეორიაში მაინც) უკვე კატასტროფა მაგარი მიღწევა იქნება მეთქი და ამათ კიდევ ეგონათ ამ საქმიდან მოგებას ვნახავთო და ერთხელ რომ გვიტხრეს ეგებ მერე დავილაპარაკოთ ეს მოგება როგორ გავიყოთო, კინაღამ ვუთხარი აბა აახვიეთ ეხლა ეგ სათბური და არ დამენახოთ მეთქი.

ამჟამად ეს 3 ბავშვი მუშაობს ჩვენ კომპანიაში, ჩვენ ვუხდით ხელფასს და მართლა ბედნიერად ვგრძნობ თავს ამით (თან მართლა გემრიელად მუშაობენ რაც შეუძლიათ, ყოველ შემთხვევაში არცერთ სხვა ჩვენ თანამშრომელს არ ჩამოუვარდებიან) და ის პატარა სათბური დგას ცარიელი.
ჯერ ვიფიქრე ამ სათბურს მცენარეების დასაკალმებლად გამოვაყენებინებ და იმ დაკალმებულ მცენარეებს ისევ ჩვენ შევიძენთ, რომ რაღა იტალიიდან ჩამოვიტანოთ დაკალმებულ-დამყნილი ნერგები, ბარემ ამ ორგანიზაციიდან ვიყიდი მეთქი პირდაპირ და ამ ბავშვებსაც რეალური შემოსავალი გაუჩნდებათ მეთქი. სამწუხაროდ, ვხვდები, რომ ამას თავს ვერ მოაბავს ეგ ორგანიზაცია და ისევ არაფერი გამოვა.
ეხლა ვიღაც-ვიღაცეებს ვკითხე ასეთ პატარა სათბურში რისი გაკეთება შეიძლება მეთქი და ბოსტნეული (მწვანილის და მწვანე ხახვის) მოყვანა შეიზლება თავისუფლადო.
მირჩიეთ ვინმეს თუ რაიმე გამოცდილება გაქვთ მებოსტნეობაში. ან თუ ვინმეს გაქვთ რეალური გამოცდილება და გინდათ თქვენც გააკეთოთ მადლი და დაეხმაროთ ამ ორგანიზაციას, მაშინ მთლად კარგი იქნება. სამწუხაროდ, ცვენ იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ გვცალია ახალი ბიზნეს იდეებისათვის.

სათბური არის 24X10 მ-ზე როგორც მე მახსოვს. არის მართლა თანამედროვე. ანუ გვერდები ეწევა დახვევით და რჩება ბადე. გვერდის სიმაღლეა 2,5 მეტრი და გადახურვა არის რკალური. მასალად გამოყენებულია პოლიეთილენის ფირი. სარწყავი მოწყობილია დაწვეთებით, საფრქვევებით. აქვს ამრეკლი ფირის ფარდა და მიწაზედაც დაფენილია ფირი.
ეგ არის და ეგ. ველოდები თქვენგან ნებისმიერ რჩევას.
პ.ს. არ მინდა დამავიწყდეს იმ კომპანიისათვის მადლობის გადახდა, რომელმაც აუშენა ეს სათბური ამ ბავშვებს და მთელი ეს 'გაურკვევლობა" მათი კეთილი ნების გამო დაჯდა 8000 ლარი.

მადლობა მათ.
This post has been edited by lashagiorgi on 5 Apr 2012, 16:01