ძაან კარგი თემაა
მეც მქონდა ერთდროს სათბური საცდელად გავაკეთე 250 კვადრატზე
მაგრად ვიწვალე მიწის განაყოპიერებაზე, მერე ხან პროფესორებთან დავდიოდი და ხან ძველ მეპარნიკეებთან
ბოლოს კიტრი დავთესე (დროში ვეღარ ვეტეოდი) სხვა რამეზე. გათბობა მოხსნილი იყო და ვერ გავათბობდი.
ძაან მაგარი კიტრი მოვიდა ვინც მეხმარებოდა იმასაც უკვირდა ისეთი კარგი იყო
იტალიაში მქონდა ნანახი სპეციალური სარწყავი სისტემები და გადავწყვიტე მეც დამეყენებინა
იმიტომ რო ძალიან ვწვალობდი მორწყვის დროს წელი მტკიოდა 2 საათი წაკუზული

წავედი იტალიაში 1 კვირით თან სხვა საქმეც მქონდა და ჩამოვიტანე ეს სპეციალური შლანგები
მაშინ არცერთ ქართულ ფირმას არ ქონდა ეგენი. ვისაც დავუტოვე პარნიკი იმას ერთი კვირა შლანგი მიუშვია ზემოდან და
ისე რწყავდა თურმე. რო ჩამოვედი ერთ კვირაში სულ გახმა ყველაფერი.
მერე ვეღარ გავაგრძელე სხვა საქმეები მქონდა და მივანებე.
მერე დამრჩა ეს შლანგები და ამეების გაყიდვა დავიწყე. გლეხებს არ უნდოდათ ფულის გადახდა
ვისაც ცოტა ნორმალური პარნიკი ქონდა იმას კი დავუყენეთ. ზოგს უფასოდაც ვუყენებდით რო ენახათ რა მაგარიც იყო.
ეხლა მაქვს ის შლანგები 11 კილომეტრი ყველაფრით. საწყობში ვინახავ. იქნებ გამომადგეს მერე ან მაგასაც ვინმეს მი9ვყიდი თუ მიწის ჩიჩქვნა დამეზარა.