giorgi22ჰიდროპონური სათბურის მინუსი ნამდვილად არის გემური და არომატული თვისებები ნაკლებობა მაგრამ ახალი მიდგომებით ესეც მინიმალურია, რაც შეეხება მომგებიანობას არაერთი ფაქტორი არსებობს
თუმცა პირველადი დანახარჯი გაცილებით მაღალია შემდგომი მოგების გაზრდა ხდება უშუალოდ:
1. კვადრატული ერთეული - თუ მოსაყვანია დაბალი ტიპის კულტურა (მარწყვი, სალათი,) სტელაჟების სართულებად განაწილება იძლევა 1 კვადრატული მეტრი ათვისებული იყოს როგორც 1.3-2 და მეტი (იზრდება ფართობი ოცულბის ხარჯზე)
2. ნულოვანი წინააღმდეგობა საკვების შეთვისებისთვის (ნიადაგის არ არსებობა არ ქმნის პრობლემას საკვები ელემენტების ჰომოგენურ მიწოდებაზე) და შესაბამისად პომიდორი 1 ჰა სათბურში ნიადაგზე თუ იგეგმება 80 ტ ჰა ჰიდროპონიკა 200 ტონის მიღების საშუალებას იძლევა (იდეალურთან მიახლოებული გაცილებით მაღალია მოსავალი)
3. ნიადაგის მავნებლების არ არსებობა გამორიცხავს ძლიერი ქიმიკატების გამოყენების საჭიროებას,
4. არ არსებობს ნიადაგის ოპერაციების ხარჯები (ხვნა კულტივაცია დაფრეზვა ჰერბიციდები .......)
5. მინიმუმამდეა დაყვანილი ხელით შრომა
ეს უცბათ რაც გამახსენდა თუ რაიმე კითხვა გექნება იმის მიხედვით კიდევ გავშალოთ თემა
shoot_1ასეთი სტელაჟი სოკოსთვის არსად გამოიყენება თუ ქამას გულისხმობთ თაროებია მოსახერხებელი ეწ ხის სოკოს დროს კი ტომრები
SoSeLaარ გეწყინოთ და უტოპიაა მზის ელემენტებით სათბურის გათბობა არსებობენ იმპორტიორები რომლებიც მსგავს თემატიკას აპიარებენ თუმცა იმდენად დაბალეფექტურია ეს სისტემა რომ არ გირჩევთ ძირითადი გათბობის პრობლემა არის მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე დღისით ისედაც მინიმუმია ხარჯი