ყველას მოგესალმებით
კარგია რო სათბურებით დაინტერესდით, ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებებს
1. პოლიკორბონატი მაგარია ძალიან 30 წელი ძლებს და არც ტყდება და მზის სხივებიც ვერ აძველებს, მაგრამ ძვირია სასტიკად და არც არის ხელმისაწვდომი. ელიავას პოლიკარბონატი მგონი არც წავა სარეკლამოები რო იყენებენ.
ისე წესით კაცმა ჯერ ფირიანი სათბურით უნდა იშოვოს ფული და მერე იმით იყიდოს პოლიკარბონატიანი.
2. ერთ იდეას მოგაწოდებთ იაფი გათბობისთვის
ქარის გენერატორები რო მიაშველოთ რომელსაც სადმე მოშორებით შემაღლებულზე დააყენებთ და კაბელებს წამოიღებთ და მიაერთებთ ეგრევე ტენებზე ყველანაირი დენის გარდამქმნელების გარეშე. ანუ სათბურის ქვეშ იქნება თბოიზოლირებული წყლის აუზი ტენებით, და მერე ამ აუზიდან უკვე მილებით სტანდარტული გათბობის სისტემა, გინდა ჩუგუნის რადიატორები, გინდა ისე მილებით.
ქარის გენერატორები კი ჩვეულებრივი, იაფი რო გამოვიდეს, 200 ლიტრიანი კაპრონის ბოჩკებისგან დამზადებული ფრთებით 50 ლარი რო ღირს ელიავაზე( ნუ კაპედე პატარა ექნება მაგრამ იაფია და თავის საქმეს გააკეთებს, სავონიუსის ტიპის 2 კილოვატიანები, (დანარჩენი რაოდენობა და სიმძლავრეები გამოთვლის ამბავია სათბურის ფართობის მიხედვით)
ანუ რაც უფრო ქარი და ურაგანი იქნება გარეთ, მით უფრო მეტი სითბო იქნება სათბურის მილებში.
აი ამდაგვარი

ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=vevP5iZ1LKIდა

ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=KnE_aVFxJQEშეიძლება სავონიუსის და აქსისის კომბინირებულიც
უფრო მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი ექნება

ესეც ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=KAn497Fj6jYქარის გენერატორი ადვილი გასაკეთებელია, მეც შემიძლია დაგიმზადოთ ესეთები. თავის კარკასით და დამცავით, ძვირი არ უნდა დაჯდეს, ანუ ყველა მესათბურეს რო უღირდეს და მაგაზე დროის დახარჯვაც რო ღირდეს ისეთი ფასი.
თვითონ სათბურს რაც შეეხება ადრე გავაკეთე საცდელი კარკასი, სადღაც ერთი კვირა დამჭირდა. სათბურების წარმოებას ვაპირებდი და ვაპირებ კიდეც ალბათ, რახან ესეთი ინტერესები გამოჩნდა (ცოტა თანხებზეა დამოკიდებული აწყობის ტექნოლოგიის დახვეწა). მე რო ვცადე პლასმასის წყლის მილებით არ გაამართლა კარკასმა, სათბურის ფირი გადავაფარე თუარა თანთალი დაიწყო ჟელანიტინივით, ანუ სიმძიმეს ვერ გაუძლო თორე თვითონ ფირისთვის კარგია, შეხების ადგილებში არ დაზიანდება ქარის დროს რკინის კარკასისგან განსხვავებით. (კი შეიძლება პლასმასის მილი კატანკაზე წამოეცვას და ისე აიწყოს, რავი ფასს თუ არ გააძვირებს, არ დამითვლია) მე მაინც რკინისგან ავაწყე საქორწილო სეფასავით ჩასასმელებით ანუ ბოლტების გარეშე (ადრე ფორუმებზე წავიკითხე ბოლტებიანი არ იყიდოთო ორი კვირა მაგათ დაჭერას უნდაო, ნუ დიდ ფართობზე ალბათ)
მოკლედ მთელი კომპლექტის წარმოება მქონდა დასახული თავისი გათბობის სისტემიანა და რაც მთავარია ეს ყველაფერი იმიტო ვაექსპერიმენტე რო მეთოდი მინდა დავნერგო რომლითაც გათბობის ხარჯი 4-5ჯერ მცირდება, ეს 1000 % იანად ეგრეა. ეხლა აქ სიზუსტიდ ვერ დავწერ როგორ, მირჩევნია ამის წარმოებას თუ დავუბრუნდები ისე დავნერგო რეალში და ფაქტიურად იხეიროს ჩემმა წარმოებამაც, თუ გამოვიდა ზარმაცობას რა ვუთხარი

და ქართველმა მესათბურეებმაც.
ზოგადად იდეა იმაშია რო არსებული თუ ახალი სათბურის გასათბობ ფართობს ვამცირებ 4-5ჯერ და შესაბამისად გათბობის ხარჯებიც მცირდება და მოსავალის მოყვანაც მაგდენჯერვე იაფდება.
იდეის გაყიდვას და ეგეთებს ნაღდად არ ვაპირებ, არც მჯერა ეგეთების, მირჩევნია მეთვითონ დავნერგო თუ გამოსასვლელია და ნახევრადღიად ვხსნი კიდევაც პრინციპი რო მისახვედრი იყოს, მგონი სისულელეა ყველაფრის თქმაც და ასევე დამალვაც
ესეც ჩემი სათბურის ჩანასახი, ერთ კვირაში რაც გამოვიდა

დანარჩენი ვნახოთ თანხა რო გამომიჩნდება გავაგრძელებ დახვეწას.

საერთო ჯამში იაფი მცირე სასათბურე მეურნეობის სრული კომპლექტის წარმოება მინდა ავაწყო, სადაც გათბობის სისტემად ქარის მზის და ბიოგაზის ენერგიები იქნება გამოყენებული
ხო კიდე მზის ენერგიათ ჩინური ვაკუუმ კოლექტორები რომ არის მაგის გამოყენებას ვფიქრობ. ცოტა გადაკეთება უნდა იაფი რო გამოვიდეს, კარგასის გაზრდა და სექციების დამატება იგივე ბაკზე და ეგეთები, ეგეც არ არის ძნელი, შედეგში ეგეც გააიაფებს სათბურის ხარჯებს იმიტო რო ზამთარშიც და ღრუბლიან ამინდშიც ახურებს წყალს ჩვეულებრივი კოლექტორებისგან განსხვავებით.
ამ ვაკუუმ მზის კოლექტორის საცდელიც დავამზადეთ ადრე მე და ჩემმა ნათესავმა დღის ნათურის შუშის მილებისგან, სადღაც ერთი თვე მოვუნდით. ყველაფერი გამოვიდა მაგრამ მერე კიდევ კარგი ერთმა ფიზიკოსმა და კარგმა ადამიანმა მირჩია თავი დაანებეო. თურმე ეს დღის ნათურები ვერცხლის ორთქლს შეიცავს და მომწავლელია დიდი რაოდენობით, ასე რომ წარმოებისთვის ამ ორთქლის დაჟანგვის გარეშე ანუ დემერკურიზაციის გარეშე არ შეიძლებაო (მაგას კიდე ცალკე დანადგარები უნდა და უაზრობამდე აძვირებდა ყველაფერს), მოკლედ ჯანომ გადაგვარჩინა
კიდე ბიოგაზიც მაგარია ამ საქმიათვის, ცალკე ენერგია გათბობისთვის და ცალკე კიდე მეთანთან ერთად ნახშიროჟანგსაც გამოყოფს რომელიც მცენარეს უფრო შეუწყობს გაზრდაში ხელს, პლიუს საქონლის ყოლაც ხეირია
მაგაზე აქ
http://bioenergy.geნუ ეგ ცალკე საკითხია და მაგასაც დავწერ თუ დაგაინტერესებთ
ამ საკითხებზე დიდი ხანია ვფიქრობ და ამდენიც იმიტომ დავწერე

ერთი კი ფაქტია რომ რაც უფრო მეტი განახლებადი ენერგია იქნება მორგებული უფრო მომგებიანი იქნება სასათბურე მეურნეობაც
ხოო, კიდე ამასწინათ იყო ევრონიუსზე აკვაპონიკაზე და ჰიდროპონიკაზე სიუჟეტი, მიწის მეტი რა გვაქვს მაგრამ ეგეც თურმე ორჯერ უფრო სწრაფად ზრდის მცენარეს, ეგეც მაგარი ადვილი გასაკეთებელია, ცოტა ქიმიკოს-ბიოლოგების ჩართვა უნდა იმ ყველაფრის კომპლექტთან ერთად ამის დანერგვასაც ვფიქრობ.
ესეც ვიდეო აკვაპონიკაზე
ინგლისურად
http://www.euronews.net/2009/11/09/spuds-up/და რუსულად
http://ru.euronews.net/2009/11/09/spuds-up/იუტუბზეც უამრავია ამაზე ვიდეო ინსტრუქციები
ეს ყველაფერი რაც დავწერე უფრო ალბათ მცირე სასათბურო მეურნეობებისთვის უფროა და რაც შეეხება დიდ სათბურებს
ჩვენ გვაქვს საწარმო ბიოენერგია
http://www.bioenergy.ge(საიტი ცოტა დამზადების პროცესშია)
და ძირითადად განახლებადი ენერგიების მოწყობილობებს ვამზადებთ, ნუ სხვა რთულ მოწყობილობებსაც, აადრე BP-ს დავუმზადეთ სასაწყობო საცავი იარუსები, რომელიც დასამზადებლად სათბურის კარკასებისგან არაფრით განსვავდება). სამაგისოდ დაზგები პრესები და პლასმასის დაფარვა და ეგეთები კი გვაქვს, მაგრამ ცინკის დაფარვა გვიძნელდება (ეგ ცოტა ძნელი პროცესია, მომავალში ალბათ).
ვისაც სათბურების კარკასები გაინტერესებთ, პლასმასი პარაშკოვი დაფარვით თუ გამოდგება მეც დავაზუსტებ ვკითხავ ჩვენებს და თქვენც გამომეხმაურეთ ან PM ან აქვე და ფასებსაც მოგაწოდებთ
აბა დროებით და ყველას წარმატებებს გისურვებთ
This post has been edited by lasha-9 on 14 Jan 2010, 13:11