მოგესალმებით კიდევ ერთხელ
დაინტერესებულ პირებს ვეცდები დეტალები გაგაცნოთ კალმახა სოკოს ხის მორებზე თესვის მეთოდის ჩემი გამოცდილება
შევიძინე მიცელიუმი გუშინ
მიცელიუმი ვიყიდე სამთო ქიმიის გვერდით პატარა სარდაფივითაა და იქ იყიდება. (პროკრედით ბანკსა და სამთო ქიმიას შორის) სამთო ქიმიაშიც რომ იკითხოთ მიგასწავლიან.
მიცელიუმის ფასი: 1 კილო --9 ლარი
ტელეფონიც გამოვართვი: 599 642-652 ელენე. სოკოს მიცელიუმი
მიცელიუმს მოყვა ინსტრუქცია რომელსაც სიტყვა სიტყვით გადმოვწერ აქ.
"კალმახა სოკოს ხის მორებზე თესვის მეთოდი.
ხე მასალა უნდა გამოვიყენოთ ახალმოჭრილი, ნედლი ფოთლოვანი ჯიშების, მაგ: წიფელი, რცხილა, ალვის ხე, ვერხვი და ა.შ. მორის სიმაღლე 40სმ, დიამეტრი 20სმ ზევით. 1 კგ მიცელიუმი (თესლი) ითესება 8 ცალ 30სმ დიამეტრის მორზე.
ითესება ჩრდილიან მყუდრო ადგილას. ერთი მეორეზე დადგმით დათესვის შემდეგ მორები შეიფუთება ცელოდანში და ყოველ კვირაში ერთხელ მოირწყვება დაწვიმებით (გადაეხდება ცელოფანი, მოირწყვება და ისევ შეიფუთება.)
აგვისტოში მორები სათითაოდ ჩაირგვება მიწაში 10სმ-ზე დაცილება 25 სმ. შემოდგომაზე ბუნებაში როგორც კი ჰაერის ტემპერატურა დაეცემა 15 C დაბლა სოკოს მსხმოიარობა იწყება ამ დროს ყოველდღიური მორწყვა უნდა დაწვიმებით."
მე დათესვის წინ დავხვრიტე მორები "დრელით" მსხვილი სვერლოთი" დაახლოებით ერთი მორი 15 ადგილას 4-5 სმ სიღრმეზე. მიცელიუმი ნახვრეტებშიც ჩავყარე და ზედ მორზეც. შემდეგ დავადე მეორე მორი და ასე შემდეგ. ბოლო მორი ასევე დავხვრიტე და დავადე უკუღმა მორწყვის დროს რომ არ გადაირეცხოს მიცელიუმი. ასევე ზემოდანაც გავხვრიტე 3 ადგილას ჩავყარე მიცელიუმი და ხის საცობი გავუკეთე. ისევ მორწყვის დროს გადარეცხვის საშიშროება არ იყოს.
რაც შეეხება ადგილს. მე მორები დავალაგე ეზოში ჩრდილიან ადგილას.
იმედი მაქვს ეს ინფორმაცია გამოგადგებათ
თუ რაიმე სიახლე გამოჩნდა აუცილებლად დავცერ ფორუმზე.
ბოდიშს გიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის

გისურვებთ წარმატებებს