ვინ გითხრა ეს, იქნებ დააკონკრეტო. ვინც ანალიზი გაგიკეთა იმ ხალხმა (თუ ასეა, მაშინ იმ ანალიზების დასკვნაში, რეკომენდაციები უნდა ჩაეწერათ და შავით თეთრზე დაეწერათ ეს მიწა როგორ და რამდენად შეესაბამება კაკლის კულტურის და ბაღის გაშენებას. თუ რა კომპონენტებშია კორექტირება საჭირო და ა.შ.), თუ უკვე მიიტანე "დანერგე მომავალი"-ს მიწის შეფასების კვლევით ცენტრში და იმათ მოგცეს ცნობა რომ ეს მიწა შეესაბამება კაკლის კულტურის გაშენებას და ვარგისია?
ახლა რაც შეეხება შენს ანალიზებს:
PH-ი არის 8.44, რაც არის ზედმეტად მაღალი (ანუ შენი მიწის არე არის - ძლიერი ტუტე!!!), ანუ 6-დან 7-მდე არის ნეიტრალური მიწა (არც მჟავე და არც ტუტე. და იდეალური და რეკომენდირებული ჩანდლერის კაკლისათვის.), 7-დან 8.4-მდე ტუტე (ჩვეულებრივი ტუტე. ნუ აქ ჩემი აზრით წავა კიდევ კაკალი, რაღაც ელემენტების შეთვისების ნაკლები უნარი ექნება, მაგრამ მაინც გაიზრდება), ხოლო 8.4-დან 9-მდე ძლიერი ტუტე. აი აქ არის შენი მიწა, ამ ძლიერ ტუტეში...
მე რას გავაკეთებდი შენს ადგილას:
პირველი რასაც ვიზამდი, ეს არის ის, რომ მაგ PH-ის მონაცემებს (ნუ ყველა მონაცემს ჩემი არჩევანი რომ იყოს, მაგრამ თანხის ამბავია და შენი გადასაწყვეტია რამდენად ყველაზე გააკეთებ თუ მარტო -PH-ით შემოიფარგლები) გადავამოწმებდი სხვა ლაბორატორიაში. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მე თვითონ უკვე მქონდა ასეთი შემთხვევები ჩემს მიწაზე (ანასეულში არის ლაბორატორია (თან დანერგე მომავლის სიაშია...

), რომელმაც მომცა მცდარი მონაცემები და რომ გადავამოწმე 2 სხვადასხვა ლაბორატორიაში, სულ სხვა მონაცემები მივიღე.) და ვინაიდან აუცილებელი ღონისძიებებია ჩასატარებელი თუ მიწის PH-ს კორექტირება მართლა სჭირდება, და შესაბამისად ხარჯიც არის გასაწევი, ხვდები ალბათ თუ რა მნიშვნელოვანია დარწმუნდე ამ მონაცემების სიზუსტეში. ანუ, ერთის მხრივ, ტყუილად რომ არ გაწიო ხარჯი თუ არაფერი არ არის საკორექტირებელი რეალურად და აღმოჩნდება რომ კარგი PH გაქვს; ან გეგონოს რომ ყველაფერი კარგადაა, დაზოგო და არ გაწიო ხარჯი, არადა დასკორექტირებელი იყოს რეალურად (ანუ არ ცდებოდეს ეგ შენი ლაბორატორია) და შენ კიდევ არ დააკორექტირო და მერე ბაღი არ ვარგოდეს და ვერ მიიღო წესიერი მოსავალი როგორც მინიმუმ, და როგორც მაქსიმუმ დაგეღუპოს ბაღი.
მოკლედ, სხვა ლაბორატორიაში გადავამოწმებდი მე აუცილებლად. ზევით დავუწერე სხვა იუზერს, მაგალითად ის ლაბორატორია, სადაც მე გადავამოწმებინე ჩემი მიწის ანალიზები და რომელსაც ვენდობი:
რამდენიმე კარგი ლაბორატორიაა, მაგრამ მე აქ გავაკეთებინე:
მულტიტესტი.
თბილისი. სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. 13
ტელ: 214 48 48
კიდევ არის იქ, დანერგე მომავლის სიაში, ლაბორატორიები და შენც შეგიძლია ნახო სხვა.
სადაც მე გადავამოწმე, PH-ის გაზომვა, 5 თუ 10 ლარი დამიჯდა სულ. მთლიანი ანალიზები (ყველა კომპონენტზე და დანერგე მომავალის ფარგლებში) სხვა თემაა და უფრო ძვირი იქნება რათქმაუნდა. ესეც შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე გირჩევ რომ ყველაფერზე გადაამოწმო. დარწმუნებული იქნები იმაში თუ რეალურად რას წარმოადგენს შენი მიწა. დარგვის და PH-ის გარდა, ამას მნიშვნელობა აქვს ბაღის ზრდის დროსაც, ამის და მიხედვით ამოითვლება იმ კომპონენტების რაოდენობა რაც წლიურად უნდა მისცე შენს ბაღს, რომ ის ზრდა მიიღო რაც საჭიროად და რაზედაც არის სწორება.
PH-ის თემა რომ ამოვწუროთ, რომ გადაამოწმებ და ვთქვათ აღმოჩნდა რომ მართლაც ის PH-ია რაც დაგიწერეს, ანუ 8.44, მაშინ შენს მიწას დასჭირდება PH-ის კორექტირება, რომელიც PH-ის დაბლა დაწევის მიზნით ხდება მიწაში გარკვეული რაოდენობის ელემენტარული გოგირდის შეტანით.
რაოდენობებზე, ფართობზე და დოზებზე, ფაილს დაგიდებ აქ და შენ თვითონ ნახე. შენი მიწისათვის (რომელიც შემადგენლობით - მსუბუქი თიხნარია. ასე წერია იმ შენს ანალიზში...) PH-ი რომ 1 ქულით დაიწიოს დაბლა დასჭირდება 1.4ტ გოგირდის შეტანა 1 ჰექტარ მიწაზე. შენ კიდევ (ვინაიდან შენი მიწა არის PH 8.44-ის), რომ შეძლო PH-ის დაგდება 7-მდე, უნდა დააკლო 1.44 -ით მაინც და სავარაუდოდ დაგჭირდება დაახლოებით 2ტ გოგირდის შეტანა.
ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი, და რასაც გავლენა ექნება დარგვის პერიოდზე შენს შემთხვევაში:
თუ საკორექტირებელია PH შენს მიწაზე, მაშინ გოგირდი უნდა შეიტანო აუცილებლად დარგვამდე (დარგვის მერე PH-ის გამოსწორება არის ურთულესი რამ) რამდენიმე თვით ადრე მაინც (ასე 3 თვით ადრე მაინც!!!) და ეგრევე 15 სმ-ზე უნდა ჩახნა. ხოდა ხვდები ალბათ, რომ ეს შენს დარგვის ვადებს ურტყამს და დეკემბერი ხდება შეუძლებელი, და მაშინ გამოდის რომ თებერვალში უნდა დარგო.
რაც შეეხება სხვა კომპონენტებს: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი... - შენი ატვირთული სურათიდან, არ ჩანს რა ერთეულებში არის დათვლილი მოწოდებული ციფრები (თუ ამ დეტალებსაც გამოაჩენ უფრო ზუსტად გეტყვი), მაგრამ როგორც თვითონ გწერენ, აზოტი არის მცირე რაოდენობის (ეს არ არის დიდი პრობლემა, სჯობდა მეტი ყოფილიყო, მაგრამ ის მაინც უნდა მისცე დამატებით, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ სწრაფ ზრდას და მერე უკვე იმ მოსავლებს ვერ მიიღებ, რაც ჩანდლერის შემთხვევაში უნდა მიიღო), ხოლო ფოსფორი და კალიუმი ბევრია (ანუ მათი მიცემა შეიძლება საერთოდაც არ დაგჭირდეს, და ეს არის ბრწყინვალე.)
მიწის შემადგელნობა არის მსუბუქი თიხნარი, და ეს კარგია. ცოტა თიხნარი უყვარს კაკალს, ხოლო წყალს ამგვარი მიწა არ შეაკავებს ზედმეტად.
აბა შენ იცი, არ ჩათვალო რომ რამეს გიბიძგებ ან რაიმე მაგვარი, მე უბრალოდ ინფორმაციას გაწვდი და გიყვები იმას, რისი ცოდნაც აუცილებელია მანამ, სანამ ადამიანი რამეს მოიმოქმედებს.
გადაწყვეტილება კი შენზეა.
This post has been edited by grou on 10 Oct 2017, 18:49
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 301 )
pH___is_shecvla.docx