მოგახსენებ რაც გავიგე.
პირადი გამოცდილება არ მაქვს. დავწერ რაც დამიწერეს...
7-8 წელიწადში გვაძლევს სრულყოფილად მოსავალს და 40-70 კილოგრამ კაკალის ნაყოფს იძლევა.
ნერგს თუ ასეულობით იყიდი, 5-7 ლარად მოგყიდიან. შესაბამისი განცხადებები მრავლადაა ამ საიტზე:
http://www.mymarket.ge/main.php?cPath=4_33ის გვერდი მოვნიშნე, სადაც ნერგებზეა ინფორმაციები.
ირგვება 10 მეტრის დაშორებით.
ზღვის დონიდან 700-900 მეტრი ყველაზე იდეალური პირობაა კაკლისთვის...
დარგვა უნდა მოხდეს შემდეგნაირად:
უნდა ამოითხაროს 80 სანტიმეტრი რადიუსის და ერთი მეტრი სიღრმის ორმო ორი წლის ნერგისთვის.
თუ ნერგი უფრო დიდი ხნისაა, ორმო შესაბამისად უფრო ფართე ჯობს.
ორმო უნდა აივსოს მიწის ზედაპირი ფენით, 40 სანტიმეტრის ზედა ფხვიერი ფენა ეცლება ირგვლივ და დაიწმინდება ქვებისგან. იმ ნაწილში, სადაც ირგვება ხე, ერთმანეთში ვურევთ 1 ვედრო ორგანულ სასუქს (პატივს), 1 ვედრო ტყის მიწას და ორ ვედრო მიწის ფხვიერ მასას. ეს პროცედურა აუცილებელია მცენარის სწრაფი განვითარებისათვის...
თუ გაქვს საშუალება, დარგე რამოდენიმე ასეული ხე, უფრო ადვილი იქნება მიხედვა...
თუ ქარიან ადგილში ხარ, აუცილებლად ირგვლივ დაურგე ქარსაცავები. ამმხვრივ ყველაზე მოსახერხებელია ცაცხვი. ნესტიან ნიადაგზე ცაცხვი ს კალმებიც ხარონს. აიღებ 2-3 მერტის ცაცხვის ტოტს, წაკვეთავ ძირს დახრილად და ნესტიან მიწაში ჩარგავ მძლავრი დარტყმით, არანაირი ორმოს ამოთხრა არაა საჭირო. ქარსაცავი ირგვება ჯვარდეინად, ორ რიგად. 6-7 მეტრის დაცილებით.
მსგავსი იდეა ჩვენც გვქონდა, მაგრამ კაკალს ნუში ვარჩიეთ...
უფრო იაფი ღირს ნერგები;
უფრო ახლოს ირგვება;
დაახლოებით იგივე მოსავალს იძლევა;
უფრო ძვირი ღირს ნაყოფი;
უფრო იოლად გაიყიდება;
გაცილებით ნაკლები მოთხოვნა აქვს მცენარეს მიწის სინოყიერეზე.
პ.ს.
ორივე მცენარის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს მოყინვა ყვავილობის დროს...
ბევრგან ამ პრობლემას საბურავების დაწვით შველიან. 2-3 საბურავს წვავენ ორივე მხარეს, რომ ქარის აქედან ან იქედან წამობერვისას ორივე მხარე დაზღვეული იყოს.
მეთოდი ეფექტურია, მაგრამ გარემოს დამცველები დიდ ჯარიმებს წერენ

რაიმე კანონიერი მეთოდი თუ იცის ვინმემ, დიდად დამავალებს მეც თუ გამიზიარებს...