maverick16ბევრ დეტალზეა დამოკიდებული

თუ მიწა გავერანებული არაა არც ისე ძვირი
ჰექტარი შეოღობვა - პერიმეტრი 400 მერტი - ღობე 10 მ. 25 ლარი - 1000 ლარი
მიწის გასუფთავება 2-3 სთ ტრაქტორი - 100-180 ლარი
მოხვნა (ამობრუნება - დარგვამდე 40 სმ სახნისით) 150-200 ლარი
დარგვა - 400-500 ლარი
თავად ნერგი თუ სააგენტოს თანადაფინანსების გარეშე ყიდულობ ნერგი 15-17 ლარი
სააგენტო 70 % -ს 10.2 ლარს გინაზღაურებს არაუმეტეს 7000 ლარისა
დაშორება (მიწაზე, კლიმატზე, რწყვადობაზეა დამოკიდებული) 100X100=10,000 (1 ჰა)
ზუსტ შესაბამისობაში მყოფ მიზაზე ნერგზე 40-42 კვ.მ ანუ 6.5X6.5 გამოგივა
მაქს 250 ნერგი
ნაკელი 150-220 ლარის ფარგლებში ერთი მანქანა (80 კაჩკა - 300 ზე მეტი ვედრო)
სხვა სასუქი (მიწაზეა დამოკიდებული - ცოტა ზემოთვრცლად მიწერია - 150 ლარამდე)
სარწყავი სისტემა 2000-15000 ლარი გააჩნია
ჭა (ნასოსით) ჭის ფასს ვერავინ გეტყვის (საორიენტაციოდ მეტრი 50/80 ლარიდან) ნასოსი 50 მეტრიდან რომ მოაქვს 150-200 ლარი
გასხვლის ხარჯი 200-500 ლარი (მუშაზეა დამოკიდებული, უნდა ესმოდეს და ა.შ...)
სხვა რა გითხრა

ცოტა გაბერილს ე.წ. "დახლის ფასებს" გიწერ - შევაჭრება და ამბები მოსულა
მაგრამ ამაზე ძვირი ვერ უნდა დაგიჯდეს
This post has been edited by GiorgiG83 on 23 Jun 2016, 16:16