შენს პოსტს ამ თემაში გადმოვიტან
NIKOZELIმოგესალმებით. მინდა გამოვეხმაურო თქვენს მსჯელობას ნუშის და კაკლის თაობაზე. ამჟამად, 2012 წლის გაზაფხულისთვის მაქვს 2000 ნუშის ნერგი გასაყიდი. ესენია ბუტე, პადრე და ნონპარელი ჯიშები. თვითეულ მათგანს აქვს თავისი დამმტვერავი. ნერგები გამოყვანილია ქართული ველური მწარე ნუშის საძირეზე კულტურული, ამერიკული კომერციული ჯიშის კვირტის დამყნობის შედეგად. კვირტები გამოვიწერეთ ამერიკის ერთ-ერთი სამეცნიერო ცენტრიდან. აგიხსნით ყველაფერს ნუშის გაშენების, მოვლის, დაავადებებთან ბრძოლის, ნიადაგის შერჩევის, ორმოს ამოღების და ა.შ შესახებ, რაც კი ნუშს ეხება. ასევე შემიძლია თანამედროვე საველე ლაბორატორიით გამოვიკვლიო ნიადაგის შემადგენლობა, რათა ზუსტად იცოდეთ, თუ რა სახის დანამატების შეტანაა საჭირო. ვიმედოვნებ, რომ არაუგვიანეს 2012 წლის აპრილისა გვექნება ჩვენი ვებ-საიტი , სადაც უფრო მეტს გაიგებთ ჩვენს მიერ გამოყვანილ ნერგებზე. თუ ვინმე აპირებთ უცხოეთიდან შემოიტანოთ ნერგი, ჩემი რჩევა იქნება შემოიტანოთ კვირტი და დაამყნოთ ქართულ საძირეზე. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ამაზე ცდა.
ახლა რაც შეეხება კაკალს (კაკალს და არა პეკანს). ჩვენს ქვეყანაში სჯობია ჩანდლერის ჯიშის მოშენება (+ თავისი დამმტვერავით) . ჩანდლერი მე-4 წელს იძლევა მოსავალს. მე-6 წელს 1 ჰა-ზე იძლევა 4 ტონა, მე-8 წელზე 5-6 ტონა მოსავალს. არის ჯიშები, რომლებიც მე-3 წელს იწყებს მოსავლის მოცემას, მაგრამ იმ ჯიშებს შედარებით მუქი ფერის ლებანი აქვს. ჩანდლერი კი გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი ჯიშია, მისი ლებანი ძალიან თეთრი ფერისაა და ამიტომ მასზე მოთხოვნილება დიდია. 2012 წლის შემოდგომისთვის გავყიდი 1000-მდე ძირს (თავის დამმტვერავით), გასწავლით მოშენებას და მოვლას. 2013-2014 წლებში გვექნება გასაყიდად გამზადებული ქლიავის, ბლის, ტყემლის და აზიური მსხლის ნერგები.
ყველას გისურვებთ წარმატებებს. ჩვენს ქვეყანას მართლაც გადაარჩენს სოფლის მეურნეობა. უბრალოდ ბევრი უნდა ვიშრომოთ და შედეგი აუცილებლად გვექნება. დამიკავშირდით ე-მაილზე: gnandcickna@yahoo.com.
* * *
Juglans regia cultivar ‘Chico’
Juglans regia cultivar ‘Howard’
Juglans regia cultivar ‘Marchetti’
ეს სამი ჯიში 3 წელიწადში იწყებს მოსხმას.
ჩანდლერის ნერგი შემოდგომისთვის იქნება 2 წლის, ფასი 10 ლარი. თუ გექნებათ კითხვები გაშენების, მოვლის და ა.შ. დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს.
P.S. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნერგის გადარგვა საჭიროა მძინარე მდგომარეობაში, ასევე სასურველია ორმოს ამოთხრა რამოდენიმე თვით ადრე და მიახლოებით ისეთივე ნიადაგის შექმნა, როგორიც აქვს სანერგეში, რათა ადაპტირება ადვილად გაიაროს და პროდუქტიული ხე გაიზარდოს.
* * *
ჩანდლერის ჯიშის კაკლის გაშენება შესაძლებელია თითქმის ყველგან აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ტემპერატურა არ ეცემა -10-ის ქვემოთ. ტენის მომთხოვნი არ არის, პირიქით, ბევრი ტენი ვნებს. გაშენებისას თუ ნიადაგი მშრალია უნდა დაასხათ 10-12 ლიტრი წყალი ყოველ ძირზე. პირველი წლის ზაფხულში უნდა მორწყოთ ყოველ 2-3 -ე კვირას. მეორე წლიდან ნაკლებად ესაჭიროება წყალი. საძირეები გამოყვანილია საქართველოში, კვირტი და ჩხირი შემოტანილია უცხოეთიდან. 1 ჰექტარზე შენდება 138 ძირი. როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მე-4 წელიწადს იწყებს მოსხმას, მე-6 წელიწადს ჰექტარზე ისხამს 4 ტონას, მე-8 წელიწადს - 5-6 ტონა. ჩანდლერი გარე ტოტებზე მსხმოიარე ჯიშია. ამიტომ ისხვლება შიდა, ცენტრალური ტოტები და ტოვებენ გარე ტოტებს.
gvidoმიწერე
NIKOZELI ს ზემოთ რო პოსტებია მაგისიაა მე უბრალოთ ამ თემაში გადმოვიტანეეე