მარტივი პასუხი არ არის მაგაზე.
40 კგ-ს ამბობენ ხეზე მე-8 წლიდან, მაქსიმუმ, ეს ეხება გაწმენდილ, მშრალ კაკალს. ესეც არის მაშინ, თუ ისე და იქ (ისეთ მიწაზე და კლიმატში) დარგავ, როგორც ჩანდლერი აკეთებდა და ისე მოუვლი როგორც ჩანდელერი უვლიდა.

რეალური არის ალბათ მაგის ნახევარი, ანუ 20 კგ ძირზე, გახიე 30 კგ. ნუ ისიც, თუ ნორმალურად მოუვლი და დიდი იაღლიშები არ დაგემართება. იაღლიშები კი იცოცხლე ბევრია.
რაც შეეხება მოსავალი თუ მოსვლია ვინმეს..., ალვანში რომ არის ბაღი იმის გარდა არავის. მაგ ბაღის სტატისტიკა ჯერ არ არის მზად, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში უთქვამთ (ტრენინგებია გაიარა ხალხმა და იქ უთქვამთ ბაღის მომყვანებს) წლის ბოლოს შეიძლება დაიდოს რამე ნაშრომი და სტატისტიკაც იქნებაო. საინტერესოა რა ციფრებს დადებენ.
This post has been edited by grou on 13 Jan 2017, 15:35