dzleviskedeli
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2189
წევრი No.: 32057
რეგისტრ.: 26-March 07
|
#31018184 · 5 May 2012, 00:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაკლის ჯიშები
კაკალი მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკურად მომგებიანი კულტურაა. მიუხედავად ამისა მისი განვითარება საქართველოში შეზღუდულია და საფრთხის წინაშე დგას. ყოველწლიური მოსავლიანობა 12-13 ათას ტონას (1ტ. 1 ჰექტარზე) ვერ სცილდლება, მოთხოვნები კი – 18-20 ათას ტონას შეადგენს. მოწეული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი უხარისხოა და ვერ პასუხობს თანამედროვე საბაზრო მოთხოვნებს. დეფიციტის შევსება საზღვარგარეთიდან ხდება მეტად მაღალი საბაზრო ფასებით, რაც მძიმე ტვირთად ადევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც კაკლის ნაყოფის ტრადიციული მომხმარებელია. კაკლის წარმოების ინტენსიფიკაცია გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. იგი ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ისეთი ჯიშების გაშენებით, რომლებიც ექვემდებარებიან სხვლას და ნაყოფებს გვარდითი კვირტებიდან განვითარებულ ნაზარდებზე იძლევიან. აღნიშნული ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება საფრანგეთში, აშშ-ში (კალიფორნია). იტალიაში, ესპანეთში, ირანსა და თურქეთში. ფართობის ერთეულზე კაკლის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება შესაძლებელია მცირე კონტურიანი, ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს როგორც უცხოური, ისე ქართული სელექციის შედეგად მიღებული ახალი ლატერალური ტიპის მსხმოიარე ჯიშები. სელექციური მუშაობის შედეგად (თავისუფალი დამტვერვა, თვითდამტვერვა, ჯვარედინი დამტვერვა) მიღებულია კაკლის ლატერალური ჯიშები მცირე კონტურიანი მაღალინტენსიური ტიპის ბაღებისათვის. კ ნუგო სელექციური ჯიშია., შერჩეულია თავსუფალი დამტვერვის შედეგად მიღებული თესლნერგებიდან. ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი. ხე სუსტი ზრდით და კომპაქტური ვარჯით ხასიათდება. მსხმოიარობს როგორც კენწრულ (100%), ისე გვერდით (98,9%) სანაყოფე კვირტებზე. მსხმოიარობის ტიპი ლატერალურია. ყვავილობს აპრილის მესამე დეკადაში. თესლნერგმა მსხმოიარობა აღმოცენებიდან მესამე წელს დაიწყო. 6 წლიანი ხის სიმაღლე 2,5 მეტრია. ვარჯის დიამეტრი 2,5 მეტრს შეადგენს. საადრეო ჯიშია. მწიფდება აგვისტოს ბოლოს. 6 წლიანი ხე 5.5-6.0კგ მაღალხარისხიან ნაყოფს იძლევა. მოსავალი ვარჯის მოცულობის ერთეულზე 0.84კგ-ს შეადგენს. ნაყოფი საშუალო ზომისაა (35X33X30მმ), მასით 10.1გრ, ფორმით მომრგვალო, მეტად მიმზიდველი. ნაჭუჭი ღია ჩალისფერია, ნაჭუჭი თხელია, 1.1მმ, ადვილად მტვრევადია. ლებანი ღია ჩალისფერია, გამოდის მთლიანად ან ნახევრებად, გულის გამოსავლიანობა 52%-ია, ციმის შემცველობა 67.9%-ია, ცილის – 17.08%.
ჩიტა ჩიტა (ფორმა #10), სელექციური ჯიშია. შერჩეულია თავისუფალი დამტვერვის შედეგად მიღებული ნათესარებიდან. ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი. 5 წლიანი ხის სიმაღლე 2,5 მეტრია. მსხმოიარობს ლატერალურ კვირტებზე. წლიურ ნაზარდზე განვითარებული ყველა კვირტი მსხმოიარეა, მათზე 2-3 ნაყოფი ვითარდება. წინა წლის ნაზარდზე განვითარებული ნაყოფების რაოდენობა საშუალოდ 38-44 ცალს აღწევს. ყვავილობს აპრილის პირველ ნახევარში. ხასიათდება საადრეო სიმწიფის პერიოდით. მწიფდება აგვისტოს ბოლოდან. 6 წლიანი ხე 5-5.5კგ მოსავალს იძლევა, ნაყოფი საშუალო ზომისაა, მომრგვალოა (34X32X31მმ), მასით 9,5 გრამი. ნაჭუჭი ღია ჩალისფერია, ძალიან თხელია 0.8მმ. ადვილად მტვრევადია. გული მთლიანად ავსებს ნაჭუჭის ღრუს, გამოდის მთლიანად, ჩალისფერია, გემრიელი. გულის გამოსავლიანობა 53%-ია, ცხიმის შემცველობა 69.5%, ცილის 18.0%. თხელნაჭუჭა თხელნაჭუჭა (ფორმა #3). სელექციური ჯიშია. შერჩეულია თავისუფალი დამტვერვის შედეგად მიღებული ნათესარებიდან. ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი. ხე სუსტი ზრდისაა. 7 წლიანი ხის სიმაღლე 3 მეტრია. მსხმოიარობს ლატერალურ კვირტებზე. ყვავილობს აპრილის პირველ ნახევარში. ახასიათებს მეორადი ყვავილობა, მწიფდება სექტმბერში, 6 წლიანი ხე საშუალოდ 5-6 კგ მაღალი ხარისხის მოსავალს იძლევა. ნაყოფი საშუალო ზომისაა (30X30X29მმ), მასა 9.6 გრამია, მომრგვალო ფორმისაა. ნაჭუჭი თხელია 1.1მმ, ადვილად მტვრევადია, ღია ჩალისფერია, გული მთლიანად ავსებს ნაჭუჭის ღრუს, გამოდის მთლიანად, ჩალისფერია, გემრიელია, გულის გამოსავალი 53%-ია. ცხიმიანობა 68.5%-ია. ფორმა #2 სელექციური ფორმაა, შერჩეულია თავისუფალი დამტვერვის შედეგად მიღებული ნათსარებიდან. ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი. ხე სუსტი ზრდისაა, სპურის ტიპისაა, ვარჯი ხშირია. ყვავილობის პერიოდი საშუალოა, ყვავილობს მაისის პირველ ნახევარში. ყვავილობის ტიპი პროტერანდრიულია. მსხმოიარობის ტიპი ლატერალურია, ძირითადად მსხმოიარობს გასული წლის ნაზარდებზე განლაგებულ ლატერალურ კვირტებზე, რომლებზეც 2-6 ნაყოფი ვითარდება. 6 წლის ასაკში ერთი ხის საშუალო მოსავალი 8-10 კგ-ს შეადგენს. მწიფდება სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის პირველ დეკადაში. ნაყოფები ოვალური ფორმისაა, წვრილია (33X28X26მმ). მასა 8.0გრ ნაჭუჭი საშუალო სისქისაა 1.3მმ, ადვილად მტვრევადია, გლუვი ზედაპირით, ღია ყვისფერია, გული გამოდის მთლიანად ან ნახევრებად. ლებნები თეთრია კარგი გემური თვისებებით, გულის გამოსავლიანობა 49.0%-ია, ცხიმის შემცველობა – 69.5%, ცილის - 16.2%. ლარა (სინონიმი პიერალი) ლარა (სინონიმი პიერალი). ფრანგული ჯიშებია, შერჩეულია კალიფორნიული ჯიშის “პეინის” ნათესარებიდან ჟირონდის რეგიონში. საფრანგეთის ერთ-ერთი პოპულარული ჯიშია. ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები. ხე საშუალო ზრდისაა, ვარჯი მომრგვალოა, ზემოთ მიმართული, მსხმოიარობს ძირითადად ლატერალურ სანაყოფე ტოტებზე. ყვავილობს აპრილის ბოლოს, პროტეროანდრიულია. მწიფდება სექტემბრის ბოლოს. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-2-3 წელს. უხვმოსავლიანი ჯიშია, (5.0-7.0ტ 1 ჰექტარზე). ნაყოფი მრგვალია, გვერდებიდან გამოზნექილი, დიდი ზომის (34X38მმ) მასა 12.0-13.5 გრამია). ნაჭუჭი საშუალო სისქისაა, ადვილად მტვრევადია, ლებნები თეთრია, გამოდის მთლიანად ან ნახევრებად. გემრიელია, გულის გამოსავლიანობა 45-48%-ია. ჩენდლერი. ამერიკული წარმოშობისაა, გამოყვანილია კალიფორნიაში, სადაც ერთ-ერთი ძირითადი ჯიშია. ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები. ხე საშუალო ზრდისაა, ვარჯი ზემოთ მიმართულია. ხასიათდება ლატერალური ტიპის მტევნისებური მსხმოიარობით, ყვავილობს აპრილში, ყვავილობის ტიპი პროტოანდრიულია. მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-3-4 წელს. მაღალმოსავლიანია (5-6 ტონა 1 ჰა-ზე). ნაყოფი ელიფსურია, დიდი ზომისაა (34X36მმ), მასა – 12.5-13.5გრ. ნაჭუჭი თხელია, ადვილად მტვრვადია. ნიგოზი თეთრია. მთლიანად ავსებს ნაჭუჭის ღრუს. გამოდის მთლიანად ან ნახევრებად. გემრიელია. გულის გამოსავლიანობა 49%-ია. ცხიმიანობა – 64%.
სილისტრენსკისილისტრენსკი. ბულგარული ჯიშია. შემოტანილია 1985 წელს. ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები. ხე საშუალო ზრდისაა. ხასიათდება მცირე მოცულობის კომპაქტური ვარჯით. ყვავილობს მაისის პირველ ნახევარში, ყვავილობის ტიპის მიხედვით პროტეროანდრიულია. მსხმოიარობს როგორც კენწრულ (94%), ისე გვერდით (74%) სანაყოფე კვირტებზე, რომლებზეც 2-3 ნაყოფია განვითარებული. მწიფდება სექტემბრის პირველ ნახევარში. ნაყოფი მოგრძო-ელიფსური ფორმისაა, საშუალო ზომის (39X32X32მმ), საშუალო მასა 8.2 გრამი. ნაჭუჭი ღია ჩალისფერია, თხელი (1.0მმ) ადვილად მტვრევადია. გული ღია ჩალისფერია, მთლიანად ავსებს ნაჭუჭის ღრუს. გემრიელია. გულის გამოსავლიანობა 51.6%-ია, ცხიმიანობა – კი 70%.
Cell: +99599280292 * * * პეკანის ზოგადი დახასიათება
ჩვენ გთავაზობთ პეკანის ალბი-7 ჯიშის ნერგებს. მისი 1 კაკლის საშუალო წონა შეადგენს 8.42 გ.-ს კაკლის საშუალო სიგრძე/სისქე – 55.3/30.4 მმ. მოგრძო ფორმის თხელი ნაჭუჭით და ძალიან გემრიელი ლებნით, ერთდროული სიმწიფის უხვმოსავლიანი ჯიშია. მისი 1 კგ. ნაჭუჭიანი ნიგოზი ღირს 6-7 ლარი, ხოლო ამერიკაში მისი ღირებულება 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ბერძნული ნიგოზის. მისგან გამოხდილი 1 ლიტრი ზეთი დიდ ბრიტანეთში ღირს 20 ფუნტი სტერლინგი და ზევით. კაკალნაყოფიანებს შორის პეკანი ყველაზე ძვირფასი კულტურაა. მისი გარეული სახეები ამერიკის ჩრდილოეთ რაიონებში უმეტესად მდინარისპირა ველებზე იზრდება. საქართველოში პეკანის კაკალი 1901 წელს შემოიტანეს და მისი ნარგაობა ძირითადად შავიზღვისპირა რაიონებში გვხვდება, სადაც მსხმოიარე ასაკის ველური ჟიშის ხეები იზრდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ,ჩაქვში, ციხისძირში, გაგარაში, ოზურგეთში და ა. შ. პეკანის კაკლის ნაყოფი, ნიგოზი ხასიათდება მაღალი ყუათიანობით, რომელზედაც მოთხოვნილება პრაქტიკულად შეუზღუდავია. ამ კაკლის ხეები იძლევიან მეტად მაღალი ხარისხის მერქანს, პეკანის ნარგავებს ფართოდ იყენებენ გამწვანებისა და გატყევებისათვის. განსაკუთრებით ველებისპირა მთაგორიან რაიონებში. პეკანის კაკლის ნაყოფი მეტად ტრანსპორტაბელურია, განსაკუთრებით ნაჭუჭით, რომლის შენახვაც შეიძლება მეტად დიდი ხნით 10—12 წლით. პეკანის კაკალი მეტად ძვირფასი კაკლოვანი კულტურაა. ის მძლავრი ხეა, რომელიც სიმაღლეში 60 მ. მდე იზრდება. მისი ვარჯი 2 მ. სიგანისაა, აქვს მსხვილი წაწვეტებული ფოთლები, რომლებსაც ფოტონციდების მაღალი შემცველობა ახასიათებს და მსგავსად ევკალიპტისა გამოიყენება კოღოებისა და სხვა მავნე მწერების წინააღმდეგ. შემჭიდროებულ ნარგაობაში ივითარებს უკუპირამიდულ ვარჯს, ხოლო ცალკე მდგარი ხე მომრგვალოს. ხე მეტად ლამაზი და ხანგრძლივი სიცოცხლის უნარის მქონე, ამავე დროს გზის პირებისა და პარკებისათვის საუკეთესო სახეივნო მცენარეა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, პეკანი უფრო ყინვაგამძლეა ვიდრე კაკალი და წაბლი. აქედან გამომდინარე შეიძლება წინასწარ დავასკვნათ, რომ მისი გავრცელება შეიძლება საქართველოს მთის წინა ზონაშიც, სადაც ამჟამად მისი გაშენების დიდი შესაძლობლები არსებობს. მოუმწიფებელი პეკანის კაკლის ნაყოფები შეიცავენ 3 მგ%-მდე ვიტამინ ც-ს, ანუ 500%-ით უფრო მეტს ვიდრე ასკილის ნაყოფები. ამ კაკლის მურაბა წეარმოადგენს მძიმე დაავადების – სურავანდის (სკორბუტი) საწინააღმდეგო ძვირფას საშუალებას. პეკანის ლებანი შეიცავს 70%-ზე მეტ ცხიმს, გამჭირვალეა, წააგავს ზეთისხილის ზეთს და გამოიყენება სურსათში და მედიცინაში. კაკლის ნიგოზი შეიცავს 75%-მდე ცხიმებს, 18%-მდე ცილებს, 15%-მდე ნახშირწყლებს, ა და ბ ვიტამინებს, თავის ყუათიანობით უფრო მაღლა დგას, ვიდრე პური, ხორცი, რძე და უახლოვდება კარაქის ყუათიანობას. პეკანის კაკალი ერთ ბინიანი გაყოფილყვავილედიანი მცენარეა. ყვავილება იწყება აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში. ამასთან მდედრობითი და მამარობითი ყვავილების ერთიდა იგივე ხეზე ყვავილობა, როგორც წესი, სხვადასხვა დროს იწყება. ამიტომ პეკანი მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას ქარის საშუალებით. საქართველოს მთის წინა ზონაში ნაყოფები მწიფდება სექტემბერში ან ოქტომბრის დასაწყისში. კაკლის ეს სახეობა ატმოსფერული ტენის მოყვარულია. კარგად იზრდება ტენიან ნიადაგებზე და თბილი კლიმატის პირობებში, ხანგრძლივი -20 გრადუსის (ცელსიუსით) პირობებში ადგილი აქვს ერთწლიანი ყლორტების წაყინვას. 2-3 წლის ნერგები უნდა გადაირგას მთავარი ღერძის გადაჭრით, რომელიც ამოჭრილ ორმოში გადარგვის დროს იდება ბრტყელ სიპ ქვაზე, ან შუშის ნაჭერზე, რათა მთავარი ღერძი არ განივითაროს და სტიმული მისცეს გვერდითი ფესვების განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ამ კულტურის პროდუქტიულობას. თესლით გამრავლების შემთხვევაში მსხმოიარობას პეკანის კაკალი იწყებს 7-8 წლის ასაკში, ხოლო მყნობით მიღებული ნერგები 4-5 წლის ასაკში. ზრდასრული მცენარიდაბნ გარჩეული ნიგოზის მოსავალი 150-200 კგ.-ია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 300-400 წელია. პეკანი ჯვარედიანად და,ამტვერიანებელი მცენარეა, ამიტომ თესლით გამრავლებისას ითიშება და მიიღება დედა მცენარისაგან განსხვავებული თაობა, ამიტომ ძვირფასი ჯიშების ნიშანთვისებების შესანარჩუნებლად კაკალს ამრავლებენ ვეგეტატიურად ან მყნობით. პეკანის კაკლის სამრეწველო ბაღებს აშენებენ 25 ჰა. და მეტ ფართობებზე. პეკანის ბაღის გასაშენებლად უნდა შეირჩეს ღრმა ფენოვანი, საკმაოდ ნაყოფიერი კირით მდიდარი თიხნარი ნიადაგები. პეკანის კაკლის პლანტაციის გასაშენებლად არ გამოდგება ზედაპირთან ახლოს არსებული გრუნტისწყლებიანი დამლაშებული, ცუდადდრენირებული ნიადაგები. პეკანის დარგვა არ შეიძლება აგრეთვე დახურულ ღრმულებში, სადაც შეიძლება დაგროვდეს ცივი ჰაერი, რაც თავის ,ხრივ ქმნის გაზაფხულის წაყინვებისაგან კაკლის დაზიანეის საშიშროებას. პლანტაციის გასაშენებლად შერჩეულ ნაკვეთს ხნავენ პლანტაჟის გუთნით 60-70 სმ.-ის სიღრმეზე. შემოდგომაზე ბაღის გასაშენებლად პლანტაჟს აკეთებენ გაზაფხულზე და ნაიადაგს ტოვებენ შავი ანეულის სახით. გაზაფხულზე გაშენების შემთხვევაში პლანტაჟს აკეთებენ შემოდგომით, გახაფხულზე კი ატარებენ ნიადაგის კულტივაციას. დაბალნაყოფიერ ნიადაგებში გაშენების წინ შეაქვთ 30-40 ტონა ჰა-ზე ნაკელი, ან მინერალური სასუქები: 120 კგ./ჰა, აზოტი 90 კგ/ჰა და 30 კგ/ჰა კალიუმი. ნიადაგის მომზადების შემდეგ იწყებენ პეკანის სამრეწველო ბაღის გაშენებას. სწორ ნაკვეთებზე რეკომენდირებულია პეკანის კვადრატულად დარგვა. ხეებს შორის მანძილი, ნაიდაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე 10-12 მ.-მდე, ანუ 70-100 ცალი ხე. ზოგჯერ მიმართავენ შემჭიდროებული რიგებით გაშენებას, როცა ხეებს შორის მანძილი 6-8 მ.-ია. 20-25 წლის შემდეგ მიმართავენ ზედმეტი ხეების მაოძირკვას, რაც საშუალებას იძლევა პირველი 10-15 წელი მსხმოიარობის პერიოდში მიიღონ ნიგოზის ორმაგი მოსავალი, ამასთან მოჭრილი ხეების მერქანი წარმოადგენს ძვირფას ნედლეულს ავეჯის წარმოაებაში. პეკანს რგავენ შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ორმოების სიღრმე იქ სადაც ჩატარდა პლანტაჟი 50 სმ.-ია, ხოლო სიგანე 70 სმ. იქ სადაც პლანტაჟი არ ჩატარებულა 70-100 (სმ.) უნდა იყოს. პეკანის კაკლის სამრეწველო ბაღებს აშენებენ დარაიონირებული ჯიშის ნამყენი ერთწლიანი ან ორწლიანი ნერგებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთმანეთის ჯვარედინ დამტვერვას. დარგვის წინ ფესვებს ასველებენ არანაკლებ 2 წლის გადამწვარი ნაკელისა და ნიადაგისაგან გაკეთებული არაჟანის მსგავსი კონცენტრაციის წუნწუხში, რომელიც ადგილზევე მზადდება. თუ ნერგების ადგილზე ხანგრძლივი ტრანსპორტირების დროს ნერგების ფესვები გამოშრა, მათ ათავსებენ წუნწუხში 1-2 დღით და ამის შემდეგ რგავენ. ორმოს ძირზე ყრიან ნიადაგის ზედაპირიდან აღებული ნაიდაგის და ნაკელის ნარევს. მთავარღერძა ფესვს აჭრიან სეკატორით რაც შეიძლება მაღლა, აჭრიან აგრეთვე წვრილ ბუსუსოვან ფესვებს, ხოლო საშუალო დიამეტრის ფესვებს აჭრიან დაზიანებულ დაბოლოვებებს, მათა ასწორებენ და ათავსებენ ორმოში ისეთნაირად, რომ მოჭრილი მთავარღერძა ფესვი დაიდოს ორმოს ცენტრში მოთავსებულ ბრტყელ ქვაზე, ან მომრგვალო შუშის ნაჭერზე, რათა შეიზღუდოს მთავარღერძა ფესვის განვითარება. დარგვისას ყურადღება უნდა მიექცეს ფესვის ყელის სიმაღლეს, რომელიც ნიადაგის ზედაპირიდან 7-10 სმ.-ის სიღრმეზე უნდა იყოს, ხოლო ფესვის ყელზე ნამყნობი კალუსი სამხრეთისკენ უნდა იყოს მიმართული. ასხამენ ერთიანად წყალს, რომლის შეშრობის შემდეგ ორმოს ავსებენ ფხვიერი მიწით და ფეხით ტკეპნიან.
--------------------
[size=7]www.legionerebi.com[/size]
|