ქუთაისთან ახლოს სოფელ აჯამეთში მაქვს 8-10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, საქონლის ფერმის გაკეთების შემთცვევაში ზამთრისთვის რისი მოყვანა იქნება კარგი? მარტო იონჯა რო დაითესოს დიდი არაფერი არის მემგონი, საქონლის ჭარხალზე ვფიქრობ კიდევ, ბევრი მოვლა თU არ უნდა და თან გადაყოლა მაინცადამაინც თოხით სირბილი არ მიზიდავს

ასე ორ სამიათას კვადრატზე რო დავთესო მემგონი კარგი იქნება, 100 ტონამდე მოდის ჰექტარზეო გამიგია და რამდენად მართალია ხო ვერ მეტყვით?
და კიდევ დათესვის შემდეგ რა ჭირდება ამ საქონლის ჭარხალს, ან სად იყიდება კარგი სათესლე მასალა რო არ დამაღალატოს?
ხო და კიდევ ირგვლივ ღობეში რომელი ხილი შეიძლება დავრგო ცოტა შემოსავალი მაგანაც რომ მომცეს, თან საქონელს ჩრდილიც ექნება, შავი ქლიავი, ტყემალი, ან კიდევ უკეთესი, თეთრი ქლიავი შეიძლება დავრგო, ღობესაც გაამაგრებს (ეკლიანი მავთული 7 რიგზე გაწყობილი მშვენივრად მიემაგრება ცოცხალ ხეზეც) და შემოსავალსაც მომცემს, საერთოდაც ვფიქრობ, რომ საგალახო ადგილი სადაც იქნება ყოველ 10-15 მეტრში რო ჩავაყოლო თითო ნარგავი ხილი და რომელი ვერ ამირჩევია, თეთრი ქლიავი იმიტომ მომწონს რომ არაყი გამოდის ოხრად, ძალიან შაქრიანია, ჭიათურაში მაქვს სოფელი და იქ მაქვს რამდენიმე ნარგავი თეთრი ქლიავის, ერთ წელიწადს არყის გამოსახდელად გამოვიყენე და იმდელი გამოვიდა გაკვირვებული დავრჩი. თან ის სოფელი სადაც მე მიწის ნაკვეთი მაქვს მაგარი გამსაღებელია სასმელის