არავის არ გინდათ წამოსვლაააა?
კაი მიზეზია ერთმანეთი გავიცნოთ და თან დავათვალიეროთ
https://www.facebook.com/events/396425950427060/გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია" გეპატიჟებათ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–12 საერთაშორისო გამოფენაზე.
გამოფენა ჩატარდება გამოფენების ცენტრში, მე-11 პავიოლიონში, 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით. გამოფენის სამუშაო საათებია 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის პროდუქცია. მათ შორის:
1. სოფლის მეურნეობისათვის საჭირო პროდუქცია - სასუქები და პესტიციდები, სასათბურე და სამაცივრე მეურნეობები, ნერგები, ცხოველთა საკვები და კვების ტექნოლოგიები, სარწყავი სისტემები, სოფლის მეურნეობის ტექნიკა და სხვა.
2. კვების პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის საინტერესო პროდუქცია - მანქანა დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, შემფუთველი ტექნოლოგიები, სამაცივრე მეურნეობები.
3. საკვები პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებლები, რომლებიც ეძებენ ადგილობრივ დისტრიბუტორებს.
შესვლის ღირებულება: 3 ლარი
მათთვის, ვინც მონიშნავს Going (Attending, Join event) ღონისძიებაზე შესვლა უფასოა. იჩქარეთ!