ღირს და მომგებიანია.
ორი სახეობა უნდა მოიყვანო.
1-ადგილობრივი
2-ჰიბრიდი.
აუცილებლად მარტის პირველ რიცხვებში უნდა გქონდეს ორივე დარგული უკვე. ე.წ. საადრეო. : ) თებერვლის ბოლო მარტის პირველ 5 რიცხვამდე რა.
ყოველ მეათე დღეს იკრიფება და დაახლოვებით 5-6 კრეფას მოასწრებ ძალიან ძალიან კარგ ფასში.
პირველი კრეფა შეიძლება 100-დან 300 კილომდე დაკრიფო მაგრამ ფასიც შესაბამისია.
რაც შეეხება უცხო ჯიშებს.
თუ პირდაპირი "კანალი" არ გაქვს გასაღების, სულ რომ საუკეთესო იყოს და ოქროსი, არ მოიყვანო და დაანებე თავი.
ვერ გაყიდი.
მხოლოდ ამ ორ სახეობას "სცნობს" ბაზარი.
15-13 ლარიდან დავიწყე წელს გაყიდვა

თუ ჭკვიანურად მიუდგები, საკმაოდ ბევრს ამოაგდებ.
დაგჭირდება:
1) ე.წ. პარნიკები და დასაწყისისთვის შეგიძლია სულ 25 მეასედზე სინჯო.
2) ცელოფნის დაფენა
3) წვეთოვანი სარწყავი სისტემა.
ე.წ. პალასებშიც შეგიძლია ქნა.
პირველივე კრეფაზე ამოაგდებ ხარჯის თანხას თუ კარგად მიხედავ

მეორე მომენტი. გააჩნია სად მოიყვან.
ტერიტორიულად. რომელ რეგიონში.
როგორც კი შემოდის, ეგრევე მთელი ქვეყნის ვაჭრები ერთ კონკრეტულ რეგიონში გროვდებიან. შესაბამისად პირობითად თიანეთში თუ იზამ მაგას, რეალიზაცია გაგიჭირდება.
მაშინ უნდა გყავდეს შენი მანქანა, აუცილებლად ე.წ. "ბრონი" ნავთლუღის ბაზარზე და შენით მოახდინო რეალიზაცია.
უამრავი ნიუანსია.
თუ მამაპაპური გზით აპირებ-შეეშვი
This post has been edited by vOn3Cic4 on 25 Jul 2018, 14:35