მოგესალმებით!
ეს თემა(სიმინდის მოყვანა, რეალისაცია) გარკვეულ წილად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან ვმუშაობ, რა აგრარულ უნივერსიტეტში და თემატურად ადმინისტრირება
მევალება სამეცნიერო-კვლევითი ბაზების,მომიხდა ამ პროექტის(ქართული ,ყვითელი სინინდის ჰიბრიდების გამოცდა-წარმოება)განხორციელება რეალობაში.
მინდა ვაღიარო,რო საკმაოდ საინტერესო და მომგებიანი თემაა მათთვის ვისაც აგრობიზნესი აინტერესებს. ამ ეტაპზე კიდევ უფრო წინ წავიწიეთ და გადავედით ამ პროდუქტის ჩვენი სამეცნიერო ნაწილის დახმარებით და საავტორო უფლებების გამოყენებით ,სათესლე მასალის დამზადება-რეალიზაციაზე. ერთი რამ ცხადია,რომ ეგრეთ წოდებული სიმინდის და არამარტო
სხვა კულტურურების თესლის მოყვანა ,შეძენა ყველას შეუძლია ვისაც სურვილი და ამის საშუალება აქვს.მაგრამ, თუ გააზრებულად მიუდგებით და ჩაუღმავდებით ამ საკითხს დაინახავთ,
რო საქართველოში ამ კულტურების ასეთი დაბალმოსავლიანობა დიდწილად განპირობებულია არაკონდიცირებული სათესლე მასალის გამოყენებით.ანუ ჩვენი მოსახლეობის ის სეგმენტი
რომელიც მუშაობს მიწასთან ,ძალიან ნელი ტემპით აანალიზებს და დგავს ნაბიჯერს ბევრად უკეთესი შედეგებისაკენ.ის რაც შეიძლება ჩაითვალოს პროგრესულ შედეგად საქართველოში
უკვე დიდი ხანია რიგითი მოვლენაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის აგროსექტორში. საწყენია და გარკვეულად ,სამარცხვინოა ისეთი ქვეყნისთვის რომელიც თავს იწონებს და ამაყობს,თავისი
მრავალსაუკოვანი ისტორიით და გარკვეულ წილად ითვლება სამშობლოდ როგორც მიწათმოქმედების ისე რამდენიმე კულტურის პირველწყაროსი, რომ ქვეყნის მაშტაბით სტატისტიკურად ასეთ შედეგებზე გავდიოდეთ მოსავლის ნაწილში.
რამდენიმე ფაქტორი არის ძირითადად ამის წინაპირობა , მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის და ხარისხის არმქონე სათესლე მასალის გამოყენება.
ალბათ უკვე დროა თუ დაგვიანებული არა რომ,ამ სექტორში დახარჯული ენერგია და ფული გავხადოდ ბევრად უფრო ეფექტური და მომგებიანი.
ჩემი აზრით ეს მიღწევადია ბევრად უფრო მცირე დროში ვიდრე ბევრ ჩვენ თანამემამულეს წარმოუდგენია, თუ რათქმაუნდა გააზრებულად და მიზანმიმართულად დავიწყებთ ქმედებას.
ცოტა ხმამაღალი გამომივიდა შეიძლება

მაგრამ როდისღაც ხო უნდა დავიწყოთ ის რაც დიდი ხნის წინ სხვებზე უფრო კარგად ვიცოდით!!!