აქ დავწერე თუ არა არ მახსოვს, მოკლედ გამოვიდა ჟან-მარტენ ფორტიერის Market Gardening Toolkit მოკლე ფილმის სახით, სადაც ფილმის მთავარი პერსონაჟი და ინტენსიური მეურნეობის მეპატრონე ჟან-მარტენ ფორტიერი თავად ხსნის თავისი საქმიანობის არსს კონკრეტული მაგალითების ფონზე. მოკლედ, ყვება მეურნეობის წარმოების საკუთარ ნოუ-ჰაუზე ბოსტნეულის დათესვიდან - მოსავლის აღების ჩათვლით. ფილმი აგებულია ამ ადამიანისავე წიგნზე. წიგნიც და ვიდეოც ფასიანია სამწუხაროდ, თუმცა არ ღირს ძვირი.
მოკლედ, მე ეს ფილმი შევიძინე და ვნახე - ძალიან საინტერესოა, თუმცა ჩმთვის ბევრი სიახლე არაფერი იყო გამომდინარე იქიდან რომ წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. უბრალოდ ვიზუალურად მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა მეურნეობა და ის კონკრეტული ტექნიკა და საშუალებები, რასაც ავტორი წიგნში აღწერდა.
ეს არის ამ მეურნეობის ვებგვერდი -
http://www.themarketgardener.com/ აქვე ნახავთ წიგნის და ვიდეოს შეძენის შესაძლებლობას.
თუმცა, უფასოდაც შეგიძლიათ ამ მეურნეობაზე ბევრი ინფორმაციის მიღება. შედით ამ ბმულზე
https://www.youtube.com/playlist?list=PLCeA..._hj5Ct3EAqWH1zl და ნახავთ 12 ვიდეოს სადაც ჟან-მარტენ ფორტიერი ლექცია-პრეზენტაციის სახით გადმოსცემს იგივე დეტალებს პრინციპში, რაც ფილმშია მოცემული.