არ გინდა მაგდენი წვალება.
მარტივს გასწავლი:
აიღე დახლოებით 15 სმ სიღრმის ჭურშელი და დაახლოებით 10 სანტიმეტრის სიმაღლეზე ჩაყარე მიწა. სტერილური, რა თქმა უნდა.
სასურველია ცოტა მკვრივი გრუნტი შეარჩიო, კილოგრამი სადღაც 2 ლარი დაგიჯდება.
კარგად მორწყე აეროზოლის ტიპის სარწყავით.
მოაყარე თესლი და კიდევ მორწყე.
შემდეგ მოაფრქვიე ზედ მიწა. გინდა საცერით, მაქსიმუმ 4 მმ-ზე.
არც პოლიეთილენი გინდა, არც არაფერი.
დადე ფანჯრის რაფაზე და ყოველდღე მორწყე.
10 დღეში ამოვა ნერგი.
ძალიან ძნელია შენარჩუნება.
არსებობს კიდევ უკეთესი საშუალება:
აიღე პლასტმასის ჭიქები. იყიდება, 50 ჭიქა ერთმანეთზე გადაბმული. დიდუბის მეტროსთან იყიდი. შეავსე მიწით და თითო ჭიქაში ჩაყარე 3-4 მარცვალი სათესლე მასალა. ვაი თუ ყველა არ ამოვიდეს.
ასეთ შემთხვევაში გადარგავა იოლია და გადანაწილებისას მცენარე არ დაგეღუპება.
აი ასეთი ჭიქები.
http://www.freetorg.com/lead/kassety-dlya-...hki,609887.html This post has been edited by omerta on 27 Apr 2016, 09:03