ჯიმი ლევიგამარჯობათ, ნორმალური სტატისიისთვის საჭირო მასალა ჯერ ვერ ვნახეთ (აგროტექნოლოგიის თვალსაზრისით) სათარგმნიც არაა, ძირითადად შეგროვებაზეა, ისე ძალიან მოთხოვნადია. ქვემოთ რაც ვნახეთ იმას დავდებთ-იქნებ გამოგადგეთ, ისე აქ არიან სპეციალისტებიო-ჯერ ვერ ვნახეთ
ძირტკბილა (Glycurrhiza glabra) ქიზიყ. სატკბურა.
მსოფლიოში სწრაფად და სტაბილურად იზრდება ძირტკბილას ფასები და მასზე მოთხოვნილება. თუკი თქვენ გსურთ დაამზადოთ ან გააშენოთ ძირტკბილა, ჩაერთოთ ამ ბიზნესში, შექმნათ ქარხანა ან პლანტაცია.
ძირტკბილა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ. ძირტკბილა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო მცენარეა. მისი მიწისქვეშა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს დასამზადებელ ნედლეულს, შედგება დედა-ფესვისაგან და ვერტიკალური ჰორიზონტალური ფესურებისაგან, რომლებიც ქმნიან მრავალფენიან გადახლართულ და ნიადაგში ჩამაგრებულ დამატებით ფესვთა ქსელს.
ღეროები შიშველი ან მოკლედ შებუსულია, იშვიათად მიმობნეული წერტილოვანი ჯირკვლებით ან ჯირკვლოვანი ხორკლებით.
ფოთლები წებოვანია, პრიალა, მკვრივი, მოგრძო. ყვავილედი ფოთლის უბეში მოთავსებული. ყვავილების გვირგვინი მოთეთრო-იისფერია, ჯამი - მახვილკბილებიანია. ნაყოფი მოგრძო, სწორი ან ოდნავ მოღუნული თესლიანი პარკია. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
ძირტკბილა ერთ-ერთი იმ მცენარეთაგანია, რომელსაც შეუძლია მინიმალური ინვესტიციით საქართველოს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანოს. ძირტკბილაზე ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნილება. საქართველოსთან ძირტკბილას შეძენაზე უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს მრავალი ფირმა. გაიხსნა ძირტკბილას გადამამუშავებელი საწარმოებიც.
…სავარაუდოა, უახლოეს ხანებში შემოვა იაპონური, ამერიკული და ჩინური ფირმები, რომლებსაც სურთ ძირტკბილას შესყიდვა და უახლოეს 1-2 წელიწადში შეიქმნება შესყიდვაზე რეალური კონკურენცია. ამდენად, ვინც ძირტკბილას ბიზნესით დროულად დაკავდება, ბიზნესის მოწინავე რიგებში აღმოჩნდება.
ძირტკბილა მრავლად ხარობს საქართველოს ნახევრად უდაბნოებში, დამლაშებულ ადგილებში, საძოვრებზე და ა.შ. მისი მოშენებისა და ნედლეულის დამზადების წესები რთული არაა.
ძირტკბილას წარმოება და შეგროვება მომგებიანია, როგორც ცალკეული გლეხებისათვის, ასევე ,,დამამზადებელი“ ფირმებისა და მსხვილი მიწათმფლობელთათვის.
ძირტკბილა კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის-მძიმე, ქვიშიან და მარილოვან ნიადაგებზე, მისთვის ყველაზე ხელსაყრელია თანაბარზომიერი ტენიანობა-მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, ზედმეტად ტენიანი, დაჭაობებული, მჟავე ნიადაგები ძირტკბილასთვის უსარგებლოა.
ის ეკუთვნის გვალვის ამტან, სინათლის მოყვარულ, ზამთრისა და სიცივის ამტან მცენარეთა რიგს.
თესლიანი ტოტები ფრთხილად უნდა შეაჭრათ და ტრანსპორტირებისათვის ისეთ ჭურჭელში ჩააწყოთ არ გასცვივდეს. საშრობად დააწყვეთ ისე, არ ჩახურდეს. 2–3 დღეში თესლები დასცვივა შეხებითაც.
თესლის აღმოცენების ხარისხის გასასინჯად (თუკი ლაბორატორია არა გაქვთ) შეგიძლიათ ასე მოიქცეთ:
თეფშზე დაასველოთ ტუალეტის ქაღალდი, ზედ დააწყოთ 100 თესლი და გადააფაროთ ასევე ზომიერად სველი ასეთივე ქაღალდი. მსუბუქი ნესტი ყოველთვის უნდა ქონდეს, მაგრამ ისე, რომ თესლი არ ჩალპეს. დაახლოებით 1 თვეში რამდენი თესლიც გაღივდება აღმოსაცენებლად, იმდენია აღმოცენების პროცენტულობა. თუ 100 თესლიდან 20 გაღივდა აღმოცენება 20 %–ია. თესლის ფასი დამოკიდებულია აღმოცენების ხარისხზე.
რამდენ მოსავალს იძლევა ძირტკბილა?
ძირტკბილას ფესვთა სისტემა
მოსავლის რაოდენობა დამოკიდებულია:
1. კონკრეტულად თქვენს ნიადაგზე როგორი ფესვთა სისტემა და რა სიღრმეზე ვითარდება;
2. ნედლეულის მოპოვებისას რა სიღრმეს სწვდებით;
აღმოსავლეთ საქართველოს გლეხები იძლევიან ინფორმაციას, რომ ჰექტარზე აუღიათ 4–დან 50 ტონამდე. საშუალო მონაცემი 10–12 ტონაა. ამდენივეა კულტივირების შემთხვევაში.
მრავალი საუკუნეა, იაპონელები ძირტკბილას ფესვებს ანდობენ თავიანთ ჯანმრთელობას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მცენარე სამკურნალო თვისებებით ოდნავაც არ ჩამოუვარდება ჩინელების სათაყვანებელ ჟენშენს.
სამკურნალოდ უმთავრესად ძირტკბილას ფესვებს იყენებენ. მათი ამოთხრა და მოგროვება მარტსა და აპრილშია სასურველი. გაითვალისწინეთ: გამოყენებამდე ფესვი უნდა გაფცქვნათ.
პატივისცემით
http://agrokavkaz.ge/ რედაქტორი
This post has been edited by agrokavkaz on 12 Oct 2014, 23:20