რაც გითხრა მართალი გითხრა
iko-iko-მ, დაუჯერე ამ კაცს,არამგონია მასზე მაგარი რჩევა აქ ინტერნეტში და ისე ლაივშიც ვინმემ მოგცეს,ეს ჩემი მეგობრული რჩევა.
რაც შეეხება კურდღელს და მისი ბაჭიების რაოდენობას და ზრდას, ყველაფერი დამოკიდებულია დედალზე,იმუნიტეტზე და მის მერძევეობაზე,თუ რძე აქვს 10-საც გაზრდის,მაგრამ წარმოიდგინე 5-6 ბაჭია და იგივე რაოდენობის რძით რომ კვებო,რომლები აჯობებენ? პასუხი მარტივია.
როცა ბევრი ბაჭია ყავს კურდღელს არის შემთხვევები რომ ორ ბუდეს აკეთებს და ყოფს თვითონვე ბაჭიებს და რიგრიგობით აჭმევს ყველას,მაგრამ რძე თუ არ ყოფნის აზრი არ აქვს.
რო გაყავი კარგი ქენი,პროცენტულად ნაკლები შანსია რო დახოცოს,მაგრამ გადასმასაც თავისი წესი აქვს,ეგრევე ბაჭიები აიყვანო და ბუდეში ეგრევე გადაუსვა არ შეიძლება.
მოკლედ ძალიან ბევრი "მაგრამ" და ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი... კარგად კვებე დედალი,ბოსტნეული,ხილი და მხურვალე საკვები მიეცი,ზამთარი ჯერ წინაა
iko-ikoდაუბრუნდი რა ამ საქმიანობას და აჩვენე მასტერკლასი "ზოგზოგიერთს"
პ.ს ბაჭიები მყავს გასაყიდი,ვისაც სურვილი გექნებათ ფორუმულ ფასში დაგითმობთ, ჩუქებით ვერა მარა გულს არ დაგწყვეტთ.
This post has been edited by from tbilisi on 15 Dec 2015, 20:14