ეხლა გავაგრძელოთ.
აქ გაჟღერდა რომ ჯიშის დამადასტურებელი საბუთიო. მე გეტყვით, რომ ეს არც მამტკიცებელი დოკუმენტი იქნება და არც გარანტია იმისა რომ ესა თუ ის ჯიში ვიყიდე აქ საქართველოში, თუ მე თვითონ არ შემოვიყვანე სულადობა. რადგან შემოვიყვან ორ კინკილა ბბოცვერს ჩამიწერენ რომ ეს არის ბრიდი ზელანდიური ან კალიფორნიული და მერე რა? ვინ მომცემს გარანტიას იმისას, რომ ამ ფარატინა ქაღალდის იმედად ნაყიდი კალიფორნიული ერთიერთში დაჯდება ჯიშის სპეციფიკასთან. მე ამის გარანტია არ მაქვს რადგან თუ წინა პოსტისა არიყოს სელექციით არ ვიმუშავე სადედე ფორმებზე შესაძლებელია რომ რომელიმე ნაჯვარმა და გაურკვეველი წარმოშობის ჯიშის ბოცვერმა ტოლი არ დაუდოს გამოზრდის მაჩვენებლებში.
მოკლედ რა მინდა რომ ვთქვა. გისვავთ კითხვას რისი დამტკიცება გინდათ საბუთის ქონით (ძაღლების ჯიშების კლუბებისა არიყოს უი უი უი) თუ მეურნეობა გაქვთ და მიზანმიმართული ხართ პროდუქციის შექმნაზე მაშინ თქვენ უნდა აწარმოოთ სტატისტიკა და ანალიზი გაუკეთოთ ამათუ იმ ჯგუფმა (დავყოთ ვთქვათ ჯიშებად) რა შედეგები დადო, 1 კგ წონამატზე რამდენი საკვები დახარჯა, როგორი იყო აღწარმოება, როგორი იყო მერძეულობა, როგორი იყო შენარჩუნება და ა.შ. აი რას უნდა აკმაყოფილებდეს ესათუ ის ჯიში. ხალხო დამიჯერეთ არანაირი მნიშვნელობა არააქვს რა ჯიშის და რა ფერის ბოცვრები გყავთ, მნიშვნელოვანია რომელ ჯიშს გამოზრდით უფრო ეფექტურად და რომელი ჯიშისგან მიიღებთ უფრო მეტ პროდუქციას. საამისოდ სულაც არაა სავალდებულო გამოზარდო სუფთა სისხლის ბოცვრები

მეტსაც გეტყვით დედლები კარგია ჯიში რომელსაც აქვს კარგი მერძეულობა და აღწარმოება ხოლო მამლები კი კარგი მეხორცული მიმართულება და ზრდის ტემპი. აბა დავფიქრდეთ ეხლა რაში გვჭირდება ჯიში რომელიც იზრდება 7 კილო და აქვს ცუდი მერძეულობა და საერთოდაც აღწარმოებისთვის უვარგისია? არ დაფიქრებულხართ რატომ არსებობენ ასეთი ჯიშები? სწორედ იმიტომ, რომ მეურნეობები ამ ჯიშებს იყენებენ ნიშანთვისების ასაღებად და არა პროდუქციის საწარმოებლად. რატომ? იმიტომ რომ ბაჭიის თვითღირებულება უნდა იყოს იაფი ხოლო გამოსაზრდელად უნდა ჰქონდეს კარგი ნიშანთვისებები.
აქედან დასკვნა განსაკუთრებით იმათ საყურადღებოდ ვისაც გინდათ, რომ საბუთის გაცემა შეგეძლოთ მეურნეობიდან. თქვენ რისი დამტკიცება გინდათ ამითი? ერთეული ბოცვერი რამდენად დიდი გაიზრდება და ნახე ბიჭო როგორ ლივლივებს ქონში თუ კილოგრამი ხორცის წარმოება რამდენად უფრო ეფექტური იქნება?
ხოლო ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია თქვენ როგორ მოიქცევით თქვენსავე მეურნეობაში.
მოიცა არ დამიმთავრებია უფრო კონკრეტულ განმარტებებს გავაკეთებ.
* * *
მე რომ ვიყო რა გავაკეთებდი.
პირველრიგში კარგად ჩავიხედებოდი საქმეში, თუ მეთვითონ არ ჩავატარებდი ექსპერიმენტებს (თუმცა ეს თავისუფლადაა შესაძლებელი) მაშIნ გამოცდილებას გავიზიარებდი და გავიგებდი რომელი ჯიშების ჰიბრიდები არიან ყველაზე ეფექტურნი გამოზრდისთვის და შესაბამისად ვიყოლიებდი რამდენიმე ჯიშის მცირე გუნდებს სადედე გუნდების ჩამოსაყალიბებლად ხოლო დროთაგანმავლობაში აუცილებლად ხელახლა შემოვიყვანდი სერიოზული გენეტიკის მწარმოებლებისგან და არა უბრალო ფერმერისგან.
ანუ რამდენიმე მოდელს განვიხილავდი. როგორც წესი მსხვიიიილი ჯიშები რომლებიც აღწევენ დიდ ზომებს აღწარმოებაში არიან სუსტები, სქესმწიფეობენ შედარებით გვიან ხოლო დართვაზე გადიან ერთიორად გვიან, ანუ გამოსაზრდელი მასალის საწარმოებლად ეს ჯიშI ვარგა? ერთმნიშვნელოვნად არვარგა!
ხოლო არის საშუალოტანი ჯიშები რომლებიც უფრო ადრე სქესმწიფეობენ დართვაზეც შედარებით ადრე გადიან, და დაყრილი ბაჭიების სიმრავლითაც გამოიჩევიან. ასეთი ჯიშის ბოცვრები გამოსაზრდელი მასალის ანუ ბაჭიების მისაღებად ეფექტურია? რაოდენობრივად კი მაგრამ შედარებით სუსტი ზრდა აქვთ მაშინ ვიღებთ ლონდრე მამალს "ლიჟბი" გავიდეს დედალზე და დავრთოთ ყოჩაღი ჯიშის დედალთან. ეს ერთი!!!
მეორე ვარიანტია უკვე ჯიში უნდა მოირგო მეურნეობაში, ადგილისა და პირობების გათვალისწინებით და ატრიალო ერთი კონკრეტული ჯიში ოღონდ უნდა აწარმოოთ სტატისტიკა ჯიშის ნიშანთვისებებს მისდე ვს თუ არა. აბა თუ ვერ აღწევს საკლავ წონას მოცემულ მომენტამდე და საკვების ანაზღაურებას ვერ მაძლევს მოცემულ საკვების რაოდენობაზე ისევ კითხვა ისმის რა ოხრობად მინდა ბოცვრის ლამაზი გამოხედვა, სითეთრე, სიჭრელე თუ სილურჟე ან ყურების ჩამოყრილობა? არაფერში ეს იმას ნიშნავს რომ ჯიში უნდა განაახლოთ ახალის შემოყვანით. ან/და ისევ და ისევ სელექცია აწარმოეთ.
მესამე ვარიანტია ამ ორი ვარიანტის მიღმა კიდევ უნდა აირჩიოთ ინტენსიური უფრო ხელმისაწვდომია თქვენთვის თუ ექსტენსიური. ეს უკვე ოთხი სხვადასხვა ვარიანტი გამოვიდა.
მეოთხე ვარიანტია ინტენსიურის მიმართულება აირჩიოთ ბროილერული მიმართულება უნდა აირჩიოთ თუ კლასიკური ინტენსიური. თქვენთვითონ მიამატ გააკელით რამდენი ვარიანტი

ასე რომ ხაააალხოოო ეგ თქვენი ერთი სახის ჯიში და მაგარი ტიპი ყოველთვის გამართლებული არარის;
თუ ისეთი მეურნეობა გინდათ რო დედასფიცავარ ფლანდრია, ზელანდია და ცხვარია საბუთები ატანოთ ბაჭიებს ამით რისი დამტკიცება გინდათ? ან მოდით ავწონოთ რამდენი მყიდველი და მეურნეობა იქნება ვინც თქვენი კლიენტი იქნება? გაწიე გამოწიე 50 მცირე მეწარმე, მერე? დანარჩენი იქნება წიკომაკო თითოოროლა ტიპები რომლებიც საბოლოო ჯამში . . . . ჰმ ჰმ აქ ვინ გააკეთებს სელექციას? დასკნები პაბალშომუ თქვენ გამოიტანეთ.