კი. დაელოდე ხვალამდე.
ბოცვერი, ბაჭიებს ჭამს მაშინ როცა,1) ბაჭიები მკვდრები იბადებიან. ან, აბორტი ჰქონდა და, ვადაზე ადრე დაყარა (ეს უფრო მგონია რადგან, ბუდე და ბალანიც რომ არ მოამზადა) თუ ასეა, ეს, ბუნებრივი ინსტიქტია და, გარეული წინაპრებისგან აქვს დატოვილი. მკვდარ ბაჭიებს იშორებენ რომ, მტაცებელმა ბუდის სუნი არ აიღოს)
2)როცა, ვიტამინების და ცილების დეფიციტს განიცდის. (მიზეზია დაუბალანსებელი კვება) რაციონი გაამდიდრე.
3) ძლიერი სტრესი. – გალიებთან ახლოს არ უნდა იყოს ხმაური. რაიმე სხვა ცხოველი, ძაღლი, კატა,
4) მასტიტი–ანუ, ძუძუების ანთება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ბაჭიებს ფეხით ტკეპნის ან, გალიაში აქეთ–იქით ისვრის.– ძუძუები უნახე, გასინჯე რძე თუ აქვს.
თუ ეს ყველაფერი გამოირიცხა, მაშინ, აღარაფერი ეშველებათ, არ გამოსწორდებიან და, უნდა დაკლა.

თუ, კარგი ჯიშებია და გენანება, მიეცი ერთი შანსიც რომ დაყარონ.
ისე, რადგან ორმა გააკეთა ასე, მე უფრო ვიტამინების დეფიციტი მგონია.
This post has been edited by ფეშენი on 16 Jan 2016, 14:24