ახლა ვაპირებ თხილის გაშენებას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უფრო სწორად, ვაპირებ დავაპირო თხილის გაშენების გეგმების დაწყობაზე ფიქრის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები

მაინტერესებს თუ არის რამე უწყება/ორგანიზაცია/სტრუქტურა/სასტავი, რომელიც დაეხმარება კაცს ამ საქმეში ფინანსურად, მატერიალურად, ინტელექტუალურად, მორალურად და ა. შ.
მიწები, ჩავთვალოთ, არის ულევი. ასევე ადამიანური რესურსები - ფიზიკურიც, ინტელექტუალურიც, ორგანიზაციულიც.
აქვე ჩამოვთვლი იმ კითხვებს, რომლებიც ასეთ დროს ჩნდება:
1. ნიადაგიროგორ გავიგო, არის თუ არა ჩემი ნაკვეთი თხილისთვის პერსპექტიული (შემადგენლობა, კლიმატი, რწყვა)
როგორ გავხადო უფრო პერსპექტიული (სასუქები, სხვა მცენარეები, სხვა რამე)
2. როგორ შემოვღობორა მასალები და საშუალებები არსებობს, რა შემთხვევაში რომელი ჯობია
3. ჯიშებირომელი ჯიშები შევარჩიო და რის მიხედვით (მოსავლიანობა, ხარისხი, ერთმანეთთან თავსებადობა, მდგრადობა, ხანგრძლივობა)
4. ნერგებისად ვიშოვო და რის მიხედვით შევარჩიო
5. როგორ დავიცვასხვადასხვა მავნე ფაქტორებისგან:
- კლიმატური (სიცხე, გვალვა, ყინვა, ქარი...)
- ბიოლოგიური (მავნებლები, მფრინავი ღორები...)
- ადამიანური (ქურდები, მეზობლები, კონკურენტები, ისე თხილის მოყვარულები, მოწილეები...)
6. როგორ მოვუარორა ერთჯერადი და პერიოდული სამუშაოებია საჭირო პლანტაციის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად
7. როგორ ავიღო მოსავალიშეგროვება
დასაწყობება-შენახვა (შემდეგი პუნქტის მიხედვით)
8. როგორ მივიყვანო გასაყიდ კონდიციამდედამუშავება
დახარისხება
გადამუშავება (ფხვნილად ან სხვა ფორმით)
სერტიფიცირება
9. როგორ გავყიდოვინ რა პირობებს გთავაზობს - წინასწარი შესყიდვა, მონაწილეობა სხვადასხვა პროცესებში...
თუ არის კიდევ რამე მნიშვნელოვანი, დავამატებ (ერთი კითხვაც და ათი გახდება)
ყველა ამ კითხვაზე პასუხი რომ მეცოდინება, თუ ჯერ კიდევ ამქვეყნად ვიქნები ხომ კაი, თუ არადა თხილი იმქვეყნადაც თხილია!