ჰკითხე აბა, ანამჩის, თუ რჩებათ გაუყიდავი თხის ყველი. მოთხოვნა იმიტომაც არაა, რომ ხალხმა არც კი იცის, თხა თუ არსებობს საქართველოში და მით უფრო არ იციან, მისგან პროდუქციას თუ აწარმოებენ.

ცოტა მეტი რეკლამა რომ ჰქონდეს, უფრო მეტი მოთხოვნა იქნება, ისე კი სპეციფიკურია - გუდაზე და მით უფრო, ევროპულ ყველებზე მიჩვეული მომხმარებელი მაგას არ იკადრებს.
პ.ს. ადრე კულინარიაში იყო თხის რძეზე და მის ნაწარმზე მსჯელობა. მაშინ დავწერე რაღაცები და იმ პოსტების გამო წლების მერეც კი მწერდნენ აქ, ფორუმზე, რძეს ხომ არ გვაშოვნინებო. ამიტომ მგონია, რომ მოთხოვნა იქნება. იმდენია არა, რაც ძროხის რძის ნაწარმზე, მაგრამ თხის რძის ნაწარმი რაოდენობიტაც ჩამორჩება ძროხისას. ამიტომ მგონია, რომ ფერმერი არ იზარალებს.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".